GFF Awards 2023. კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეოთხედ გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 დეკემბერს "რესპუბლიკა ივენთ ჰოლში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards 2023 გაიმართა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ეკო ფანგანი და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე უძღვებოდნენ. საღამო მუსიკალური ნომრებით ნატალია ქუთათელაძემ და დათუნა ალადაშვილმა გააფორმეს.

დაჯილდოების დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა 2023 წელს ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბებს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს და პარტნიორებს მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირის, უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაში შეტანილი წვლილისთვის. ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო საზოგადოებას და
გულშემატკივარს დამდეგი 2024 წელი მიულოცა და წარმატება უსურვა ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც მარტში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები ელის.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2023 წლის ზაფხულში საქართველოში ჩატარებულ უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ ორგანიზაციებს სპეციალური პრიზები გადასცა. მადლობის ჯილდო გადაეცა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; ასევე, ტურნირის მასპინძელი ქალაქების - თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიებს. მადლობის ნიშნად, სპეციალური პრიზები გადაეცათ სფფ-ის სპონსორებსა და მხარდამჭერ კომპანიებს - "კრისტალბეთს", "საქართველოს ბანკს", "კოკა-კოლას", "მაკდონალდსს" და "საქართველოს რკინიგზას".

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი 1/4-ფინალში გავიდა და 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გუნდის სახელით, სპეციალური პრიზი ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს გადაეცა.

GFF Awards 2023-ის რჩეულების გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელებმა, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

სპეციალური პრიზი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - ჯაბა ჭანტურია.

ჯაბა ჭანტურია მშობლიურ ბათუმში 18 წელია ბავშვთა მწვრთნელად მუშაობს. გარდა ამისა, ჯაბა ქვიშის ფეხბურთში ქვეყნის ჩემპიონის, "პორტუს ბათუმის" მთავარი მწვრთნელია. პარალელურად, რეგიონში გასამართი ადგილობრივი თუ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ინიციატორი და მონაწილეა.

2023 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე
ნომინანტები - გიორგი ღავთაძე, ირაკლი თოდუა, ზვიად კუპატაძე

2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - საბა საზონოვი

2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ნათია დანელია
ნომინანტები - ნათია დანელია, თეონა ბაქრაძე, მარიამ კალანდაძე

2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი - ნიკოლოზ ჯღარკავა

2023 წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U17
1. რეზი დანელია (დინამო თბილისი), 2.ლუკა წულაია (დინამო თბილისი), 3. ვახო სალია (დინამო თბილისი)

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U19
1. ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), 2. ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), 3. ლუკა შეროზია (დინამო თბილისი)

2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია
ნომინანტები - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე

GFF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ხვიჩა!!წარმატებას გისურვებ საქართველოს ნაკრებთან ერთად!!!
ირაკლი
00:56 29-12-2023
0
ამ წელს ხვიჩა იტალიის ჩემპიონი და სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
სამართალს
22:24 28-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული