"სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა" - კახა კალაძემ დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მცველმა კახა კალაძემ Secelo XIX-თან ინტერვიუში დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ყველაზე მეტად თამაში ალესანდრო დელ პიეროსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უჭირდა.

ყველაზე რთული მეტოქე? დელ პიერო, ერთ ადგილას არასდროს ჩერდებოდა, მუდამ მოძრაობდა და არც მცველის მოტყუებას ერიდებოდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში სერია A-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან შემაწუხებელი იყო.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კახა კალაძე "მილანში" 2001/2010 წლებში ასპარეზობდა, სადაც სერია A-ს, კოპა იტალიას, იტალიის სუპერთასის,
უეფას ჩემპიონთა ლიგის (2-ჯერ, 2003, 2007 წლებში), უეფას სუპერთასის (2-ჯერ, 2003, 2007 წლებში) და ფიფას საკლუბო თასის გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ჯენოას" შეუერთდა და 2012 წელს კარიერა სწორედ გენუელთა რიგებში დაასრულა.

alt"ფეხბურთი ამიტომაა საინტერესო თამაში" - კალაძე ხვიჩას დანაკლისს გამოეხმაურა

alt"კალაძეს, როგორც ფეხბურთელს და ადამიანს, დიდ პატივს ვცემ; საზონოვზე გეტყვით, რომ..." - არიედო ბრაიდა ქართულ-იტალიურ ტრანსფერებზე

altკალაძე, კობიაშვილი და სხვა - უკრაინელებმა საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინეს

მკითხველის კომენტარები / 24 /
იმ ქვეყანას და ხალხს რა ვუთხარი, კალაძისნაირი რომ არის სათაყვანებელი პოლიტიკოსი და ფეხბურთელი !
ოფიციალურად მოსულ(ი)ა აშკარა
მაყუთის კეთება და უზრდელურ-გოიმური ე.წ. ხუმრობები !
თფუუ...
მიდით ჰე !
ა, ბატონო: მიეცი ნიჭს და განათლებას გზა ფართო ...
----------
გილოცავთ !
ბედნიერი 2024 წელი საქართველოს !
"ბრავო" კალაძე !
15:36 02-01-2024
11
სამწუხაროდ თვითონ კახისაც და მის თაყვანისმცემლებსაც გონიათ, რომ რადგან მილანში ითამაშა და ფული იშოვა, ეს საქართველოს მოქალაქეებთან არაფერშუაშია. ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობის აზრი რა არის: მოწალაქეების ჯობიდან ფინანსდება სხვადასხვა სფეროები, მათ შორის სპორტი, სპორტში ჩართული ადამიანები იღებენ მომსახურეობას, ბავშვები ვარჯიშობენ ჩვენი ფულით, ინფრასტრუქტურა იქმნება (ავად თუ კარგად) და მოკლედ სისტემა მუშაობს. ყველა ბავშვი რათქმაუნდა ვერ ითამაშებს დიდ ფეხბურთს და ყველა კალაძე ან ყოფიანი ვერ გახდება ეს საზოგადოებას და სახელმწიფოს ესმის რათქმაუნდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვიღებთ ფულს ჯიბიდან და ვდებთ სპორტში, რომ კალაძის, ხვიჩას, კობიაშვილის დონის ერთეული ფეხბურთელები გაიზარდნონ. თუმცა თუ ეს ჩვენი ფულით დაზრდილი ბიჭები ცოტა ხანში მოგვიტრიალდნენ და თქვენ რა შუაში ხართ ჩემით ვიშოვე ფული და მკიდიხართ კიდე უნდა გავაგრძელოო, მაშინ რა აზრი. აქვს ფეხბურთში ფულის ჩადებას?
sul2
13:33 02-01-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული