"მართალია, ჩვენ გვყავს კვარაცხელია და მამარდაშვილი, მაგრამ საკმარისია ეს, რომ მიზანს მივაღწიოთ? შეხედეთ ნორვეგიის ნაკრებს..." - რას აცხადებს გაიოზ დარსაძე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა გაიოზ დარსაძემ "ჯორჯიან თაიმსზე" სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, არ შეიძლება ეროვნული ნაკრები მხოლოდ ორ ფეხბურთელზე იყოს დამოკიდებული.

"იმისთვის, რომ მოუგო წარმატებულ გუნდს, შენი ეროვნული ნაკრები უნდა იყოს ძლიერი. ამისთვის კარგი ფეხბურთელები არიან საჭირო. შეხედეთ ნორვეგიის ნაკრებს, თუ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები: მარტინ ოდეგორი, ლეო ოსტიგორი, ერლინ ჰოლანი... თუ ჩვენ არსებულ გუნდზე ვისაუბრებთ, ნორვეგიის ნაკრებთან თამაშის დროს დავინახეთ, რომ მათი ფეხბურთელები ტოპ-5 გუნდში თამაშობენ. ესე იგი, ისინი საუკეთესოები არიან. როცა ასეთ გუნდს ეთამაშები და
გინდოდა მათი მოგება, 2 ფეხბურთელით ამის გაკეთება შეუძლებელია.

კარგ ფეხბურთელებს ხე ვერ მოისხამს და არსაიდან არ ჩნდებიან. თუ ვამბობთ, რომ მაღალხარისხიანი ფეხბურთელებით უნდა დავაკომპლექტოთ ჩვენი გუნდი, გვჭირდება ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი ინტეგრირება ეროვნულ ნაკრებებში", - განაცხადა დარსაძემ.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ესპანეთი დღეს პირველია ფეხბურთში როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე.. ყველა სკოლას ააქვს ფეხბურთის სტადიონი , ცალკე საფეხბურთო სკოლები უამრავია და ბავშვები თითქმის არაფერს არ იხდიან.. თან თუ დავაკვირდებით ერთადერთი თუ არა ერთერთი ნაკრებია იმ მცირე ჩამონათვალიდან რომელსაც 90 პროცენტი ესპანელი ფეხბურთელები ყავს, ერთადერთი ნაკრებია რომელსაც მინიმუმ ხუთი თერთმეტეულის გამოყვანა შეუძლია რომელიც ნებისმიერ ნაკრებს უმაღლეს დონეზე ეთამაშება.. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ოჯახური მდგომმარეობაა ბავშვები მშვიდ, ფინანსურად სტაბილურ ოჯახებში უნდა იზრდებოდნენ, სახლის პრობლემებით არ უნდა ქონდეთ ტვინი გამოტენილი.. კი ვიძახით რო ფეხბურთი ღარიბების სპორტია და არაერთი მაგალითია ამისი, მაგრამ იმასაც უნდა შევხედოთ რო სიღარიბის გამო უაამრავი ტალანტი იკარგება..
berg
16:29 04-01-2024
1
ისეთი ფასებია ხალხს ბავშვები ვერ დაყავს ფეხბურთზე. რამდენი ტალანტი იკარგება. უნდა ჩატარდეს სკოლებში კლასების და სკოლების ჩემპიონატები და გამორჩეული ბავშვები, უფასოდ ატარონ ფეხბურთზე.
სუხია
10:09 04-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული