"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ამბებით ქართველი გულშემატკივრები რამდენიმე წელია, აქტიურად ინტერესდებიან. როცა "კვარა" რუსეთში გამოდიოდა, საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარე ნუკრი რევიშვილთან მასზე არაერთხელ გვისაუბრია. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს ნუკრიმ გვითხრა, რომ ხვიჩას ამბიციურ ევროპულ კლუბში აუცილებლად ვიხილავდით და ყველაფერი ასეც მოხდა.

რევიშვილი მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობაშია ჩართული. მასთან არაერთი თემა დაგვიგროვდა და საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. მათ შორისაა ბოლო დროის გახმაურებული ამბები - ჯუღელსა და ოსიმენს შორის არსებული დაძაბულობა თუ ის გამოხმაურება, რაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებასთან დაკავშირებით გურამ კაშიას გადაწყვეტილებას მოჰყვა.
აქვე დავაფიქსირებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანს პასუხის გაცემის საშუალება ექნება და მზად ვართ, მასთან ვრცელი ინტერვიუც დავგეგმოთ...

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის საუბარი ბლოკებად დავყავით და მონოლოგის სახით გთავაზობთ.

ხვიჩა უფრო გაზრდილია...

ზედმეტი ახსნა არ სჭირდება, თუ ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი რა დონეზე ჩაატარა. მას ახლაც აქვს 5 გოლი, საგოლე პასები, მოპოვებული პენალტები, თუმცა, ფაქტია, ყველაფერი ძველებურად არაა, ასე ვთქვათ, ხვიჩა აღარ "დაქრის".

გამომწვევი მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს - გუნდში შეიცვალა მწვრთნელი, თანაც უკვე ორჯერ; არადა, ლუჩანო სპალეტიმ "კვარას" ზუსტი გასაღები მოუძებნა და ცდილობდა, მისთვის კომფორტული პოზიცია შეერჩია; გარდა ამისა, "ნაპოლი" ძველებურად ვერ თამაშობს და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა. ამ ყველაფრის გამოძახილი შეიძლება იყოს კვარაცხელიას მომატებული გაფრთხილებებიც...

მგონია, რომ ხვიჩა გუნდურად უფრო გაზრდილია. გვახსოვს, სპალეტის ამ მიმართულებით ბევრი შენიშვნის მიცემა უწევდა. როცა კვარაცხელიას ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, სხვაა, როცა გუნდი ანგარიშს ხსნის და შემდეგ შემტევებს მეტი სივრცე რჩებათ და განსხვავებულია, როცა ზრუნვა გათანაბრებაზე გიწევს.

ნეაპოლელები დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებენ. ძველებურ ფორმაში არც ზელინსკი და ნახევარდაცვაა, რომელიც დაკარგულ ბურთს იოლად იბრუნებდა; წინა სეზონში ოსიმენი, ფაქტობრივად, ყველა საგოლე შანსს იყენებდა, რასაც მას თანაგუნდელები და ყველაზე მეტად, 77-ე ნომერი უქმნიდნენ, ახლა ასე არც ესაა...

საკუთარ თაზე მუშაობა...

დამაინც, ერთი გარდამტეხი თამაშია საჭირო, რაც "კვარას" რწმენას სრულად დაუბრუნებს და მას კიდევ უფრო კარგს ვიხილავთ. ხვიჩა საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობს. თუ ახლა რამდენიმე დარტყმა გაუცუდდა, ვარჯიშებზე ამას აუცილებლად დიდ ყურადღებას დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ფორვარდის პოზიციიდან მშვენიერი გოლები გაიტანა...

ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს, ის ყველაფერს საქმით ამტკიცებს. მას ახლა არავითარი ხელშემშლელი ფაქტორი არ აქვს. ამხელა აღიარების შემდეგ მოლოდინები იზრდება და ეს ბუნებრივია... ზოგიერთი პირად ცხოვრებაში ცვლილებებზე რომ მიანიშნებს, შეუძლებელია, სიყვარულმა ხელი რამეს შეუშალოს. ის უფრო მოწადინებულია, გოლებს მეუღლეს უძღვნის...

საუბრობენ პირობებსა და სხვა გუნდში გადასვლაზეც - ფაქტია, კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია და ყველა ვისურვებდით და კარგი იქნება, ეს მის ხელფასზე  თუ აისახება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩასთვის გასამრჯელო მთავარი არაა და ეს მის სათამაშო ხარისხზე არ მოქმედებს. რაც შეეხება ტრანსფერს - აუცილებლად გამოჩნდებიან გრანდები, რომლებიც მისით დაინტერესდებიან და საკუთარ პირობებსაც წამოაყენებენ...

"მადლობას ვუხდი ზეცას, რომ შენ შეგხვდი, ნეაპოლო!" - ფოტო "ნაპოლის" "ფეისბუქგვერდიდან"

Sportall.Ge

მამუკა ჯუღელი

კვარაცხელია ახლა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, უფრო რთული კი აქამდე მოსვლა იყო, რაც მასთან ერთად მამუკა ჯუღელმა ბრწყინვალედ განახორციელა. ის ახლაც ბევრს გააკეთებს, ხვიჩას კარიერა იდეალურად რომ წარიმართოს. ჩვენი ფეხბურთელები, იტალიის გარდა, საფრანგეთში (დავითაშვილი), უკრაინაში (აზაროვი) და სხვა ქვეყნებშიც არიან...

რაც შეეხება ოსიმენთან დაკავშირებულ ამბავს, მიმაჩნია, მამუკას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს იმით, რომ შესაძლოა, ნიგერიელი ფორვარდი ისეთ ჩემპიონატში წავიდეს, სადაც ვარსკვლავები გამოდიან.

ხვიჩა და ვიქტორი მეგობრები არიან. კვარაცხელიას, არა მგონია, გაუხარდეს ის, რაც ოსიმენმა საკუთარი ოჯახის წევრსა და უახლოეს ადამიანზე თქვა. მაინც გამოვრიცხავ, ფეხბურთელებს შორის ამან ურთიერთობა დაძაბოს...

კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა...

ძალიან დამწყდა გული, როცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფიფას გამოკითხვაში მესამე ადგილზე გაჰყავს ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც, ალბათ, 50 წელია, არ გვყოლია.

გურამ კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა,  ქართველი ფეხბურთელის პირველობა - ამ შემთხვევაში კვარაცხელიას - ისტორიული ამბავი დაეფიქსირებინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არაობიექტური არ იქნებოდა. გურამის გადაწყვეტილება აუხსნელია. ამას ჩვენი სხვა კაპიტნები არ გააკეთებდნენ, მაგალითად კალაძე, კობიაშვილი თუ კანკავა...

წელს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ყველა უნდა გავერთიანდეთ!.. დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგს აუცილებლად ვაჯობებთ და ფინალში ვითამაშებთ. ვისურვებდი, ტოპ-გუნდებში მეტი ჩვენებური გვყავდეს - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე...

სხვადასხვა

ივა გელაშვილი სერია "ბ"-ში შესანიშნავად თამაშობს და თავისუფლად შეუძლია, საქართველოს ნაკრებს გამოადგეს. ჯერჯერობით, ახალგაზრდებს ბევრი შანსი არ ეძლევათ...

"ფროზინონეში" ცდილობენ, გიორგი კვერნაძე სერია "ა"-ს მეტად შეეგუოს, ფიზიკურად გაძლიერდეს და ამის შემდეგ მეტი დრო მიეცემა. მინდა წარმატება ვუსურვო საბა გოგლიჩიძეს, რომელიც "ემპოლიში" ლევან მჭედლიძის დახმარებით მოხვდა...

როგორც იცით, მამუკა ჯუღელის დიდი სურვილია, სამეგრელოში მეტი საფეხბურთო აკადემია და კლუბი არსებობდეს. კარგია, რომ ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. გირჩევთ, დააკვირდეთ - "კოლხეთში" "გაგრადან" ახალგაზრდა ნახევარმცველი, 19 წლის საბა ზოიძე გადავიდა, სწრაფია, მებრძოლია, "საბურთალოს" შესანიშნავი გოლი გაუტანა... ლადო ჩიხლაძე, რომელიც "სამგურალიდან" გვახსოვს, ასევე ფოთში ითამაშებს.

საინტერესო ჩემპიონატის იმედი მაქვს!..

alt"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი

altნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან

altსოლიდური კონკურენტი ლორიასა და მამარდაშვილს - რევიშვილის სასწაული სეივი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 136 /
კაშიას ფანი არ ვარ, მაგრამ რეალობის შეგრძნება ხომ არ უნდა დაკარგო ადამიანმა. სხვებს დავცინით, თავისიანებს ისე არასამართლიანად რომ უდგებიან და სასაცილოდ ჩანს, და ჩვენც იგივე გავაკეთოთ? მესი რომ ადრე ჭღრ-პღრ არგენტილელებს ასახელებდა, ესეც სასაცილო იყო. ხვიჩას წარმატებები ვის არ გაუხარდება, მაგრამ სიმართლეს რომ თვალებში ჩავხედოთ, მსოფლიოს დონეზე სამეულშიც ხომ არარეალურია ამ ეტაპზე. ჰაალანდი, მბაპე, როდრი, დებრუინი, სხვა ბევრი, ცოტათი აღემატებიან. მეტი ლამაზი გოლი, მეტი დრიბლინგი, მეტი გადამწყვეტი მოქმედება, მოიგოს ჩლ, გაგვიყვანოს ევროპაზე და მერე კი ბატონო. მესამე ადგილიც ავანსია. და კიდევ აკრიტიკებენ, უფრო მეტად რატომ არ მიუდგაო.
ქუთაისელი
22 იანვარი 2024 12:37
21
კაშიაც, როგორც კაპიტანი ვერ ქაჩავს. ამას რატომ არ აღნიშნავ ? ცისარტყელაა მაგის დროშა.
-
22 იანვარი 2024 16:02
11
რამდენი ხართ ეს სანაიები?
ქუთაისელ-ს
22 იანვარი 2024 13:56
12
ყველა გამოხმაურება
ნეტა უაზრო ვაი პატრიოტიზმით არ ერთობოდეთ.
მესი რომ ათასჯერ უკეთესი ფეხბურთელია ამ ეტაპზე ეს ვინმესთვის საიდუმლოა?
ანდა მესამე ადგილზე დასახელებით კვარამ ტიტული დაკარგა?
არ გვინდა ეს უაზრო ლაპარაკი და დროის ხარჯვა
ბათუმელი ექსპერტი
22 იანვარი 2024 11:56
13
ნუკრი მიხედე შენს საქმეს ეხლა ამის დროა?
გია
22 იანვარი 2024 12:54
25
გია რაო სანაიამ? რამდენი ხართ ეს სანაიას მიმდევრები
გია-ს
22 იანვარი 2024 13:19
12
კაშიას თავი გაანებე. ეგ არის თქვენი დემოკრატიულობა, სიტყვისა და აზრის თავისუფლება? რა შუაშია, მის ადგილას ვინ რას იტყოდა? ის იმას ამბობდა, რასაც სამართლიანად ფიქრობდა. სამართლიანი უნდა იყო ცხოვრებაში და არა ის, ფულის გულისთვის, იმას რომ ამბობ, რაც მასე არაა. კვარაცხელია მთელ ჩვენ ოჯახს უყვარს, მაგრამ მას სჯობნიან და ვინც სჯობნის, ისაც უნდა ვთქვათ, თორემ დირაქლემებს დავემსგავსებით
მორიელი
22 იანვარი 2024 11:47
8
ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავათ ხვიჩა დღეს მსოფლიო დონის ფეხბურთელი ვერ არის,ის კარგი ფეხბურთელია.
Sake
22 იანვარი 2024 11:52
9
ისე, მარტო კაშიას კი არ ჰქონდა ე.წ. ისტორიული შანსი,თვითონ კვარასაც და საქრთველოსაც ქონდა რეალურად ისტორიული შანსი ოლიმპიადაზე ჩვენი ნაკრების მონაწილეობის საგზური მოეპოვებინა,მაგრამ არ იკადრა,მაშინ როდესაც მისივე თანაგუნდელები მამარდა, აზაროვი და დავითაშვილი პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპიდან დინამოზე წავიდნენ. ეტყოდა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ქონდა მოსაგვარებელი-ხელფასისა და კონტრაქტის საკითხები, ასევე ნაპოლის სეზონისთვის უკვედ მომზადება...ხოო და როგორ მოემზადა და ხელფასის და კონტრაქტის საკითხები დაალაგა ქე ჩანს..... კიდევ!! კაშიას რომ სანიოლივით პირველ ადგილზე დაესახელებინა რა იცვლებოდა ამით,გარდა იმისა რომ გაჩნდებოდა ლოგიკური კითხვა, თუ გუნდში რომელსაც წვრთნი და რომლის კაპიტანიც ხარ მსოფლიოს საუკვეთესო ფეხბურთელი თამაშობს, როგორ გახვედი ჯგუფში ბოლოდან მე-2 ადგილზე და ვერც ერთი პრინციპული თამაში ვერ მოიგე, ე.ი. კაშიას პირდაპირ ეთქვა- კვარა საუკვეთესოა, ხოლო ჩვენ დანარჩენი ფეხბურთელები და მწრთნელები არარაობა. ასევე ერთი ალიაქოთი რომ არის ატეხილი მისი ხელფასის ოდენობაზე, არ ჯობია საკუთარ გამოფხეკილ ჯიბეებსა და ცარიელ მაცივრებზე იზრუნოთ?, ხოლო თუ საერთოდ გადარდებთ ქართველების შემოსავლები იმ ასი ათასობით ქართველზე იდარდეთ პურის ფულის საშოვნელად რომ არის გადახვეწილი უცხოეთში. თუ არა და ხვიჩას 1მლ ექნება თუ 5 თქვენ რა მაგით ან ქვეყანას რაა?? ბიჭი ისედაც ქერის ორმოშია- გაუმართლა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. საფეხბურთო თვალსაზრისით ისევ იქ ვართ სადაც ვიყავით-ფიფას და უეფას რეიტინგში როგორც ნაკრები ისე კლუბები ისევ მაჩანჩალებს შორისაა, თბილისში ამდენი ბაქი-ბუქის და კვარადონას ძახილის ფონზე ესპანეთმა ბურთი თავზე დაგვახია... ერთი ერთა ლიგის ფინალი დაგვრჩა და მასაც უეფას უნდა ვუმადლოდეთ ეს ფორმატი რომ შექმნა წყალწაღებულებისთვის და ორივე თამაში ჩვენთან დანიშნა...იმედია ამ ისტორიულ შანს მაინც გამოვიყენებთ... მე მაინც გუნდის იმედი მაქვს და არა.....
შულაია
22 იანვარი 2024 12:36
20
საღოლ !!!
ვახო
22 იანვარი 2024 15:50
1
შენ გაიხარე,ჩემი სათქმელიც თქვი 100%
თემო
22 იანვარი 2024 13:20
1
ჯუღელმა ხვიჩა რუბინში წაიყვანა.
ნაპოლიში სანქციებმა წაიყვანა ხვიჩა.
ქ. გ.
22 იანვარი 2024 11:59
8
და ქეცბაიაზე რას ამბობს?
თუ ვერ უბედავს და კაშია ნახა დაბალი ღობე?


პ.ს. რატომღაც მგონია რო "ის სტატია" ამ ავტორის დაწერილი არაა, სხვადასხვა სტილია.
ვალენშტაინი
22 იანვარი 2024 10:23
21
მერამდენედ წერ მსგავს უაზრობას? რა შუაშია ქეცბაია? მოქმედი ფეხბურთელია? საქართველოს მწვრთნელია? თუ რა ლოგიკით აერთიანებ ქეცბაიას პოზიციას და კაშიას პოზიციას? აბსოლუტურად არ ქონდა ვალდებულება ქეცბაიას რომ კვარაცხელიასთვის მიეცა ხმა ეგეც რომ არა კაცი ფაქტიურად არც ქართველობს უცხოელი ცოლი შვილი ყავს უცხოეთში ცხოვრობს ალბათ 15 წლიდან. კაშიას კი პირდაპირ გეტყვი ნაკრებში რომ გულიანი ბიჭები იყვნენ ბოდიშს ხომ მოახდევინედბენ ამ არაჯანსაღი არა პატრიოტული საქციელის გამო და პლუს კაპიტნობას დემონსტრაციულად ჩამოართმევდნენ ამის გამკეთებელი ორი სამი კაცი მეგულება კვარაცხელია თავად მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე შეეწინაღმდეგებიან კვირკველია კაშია ლორია მთავარი ბირთვის ვინც ატრაკებს დღემდე ვნახოთ აბა სიმართლე ანუ კვარას მხარე გაიმარჯვებს თუ ნელიბერალიზმი კაშიას შეხედულობით ანუ მისი მხარე
დარსალია
22 იანვარი 2024 11:14
17
ქეცბაია სხვა შემთხვევაა და არც არის სახსენებელი, ის კვიპროსის სახელით გამოდიოდა გამოკითხვის პროცესში და უფრო შებოჭილი იყო, ვიდრე კაშია.
ისაესა
22 იანვარი 2024 12:44
13
როცა ლაპარაკია კაცობაზე და ძმაკაცობაზე იქ კაშია საერთოდ არ უნდა ვახსენოთ, მაგ ბიჭმა არც ერთი იცის და არც მეორე. ვიტესში როცა ლგბტ სამკლაურის გაკეთება შესთავაზეს, უპრობლემოდ გაიკეთა იმის შიშით რომ უარის შემთხვევაში გუნდიდან გამიშვებენო, იგივე შეთავაზება ჰქონდა ერთ-ერთი კლუბის თურქ კაპიტანს, გვარი აღარ მახსოვს, თურქმა ჩემი რწმენა ამას ეწინააღმდეგებაო და უარი უთხრა გაკეთებაზე და ფეხები ვერ მოჭამეს, თურქმაც კი გვაჯობა ვაჟკაცობაში, რომლებიც მთელი საუკუნეების მანძილზე ჩვენ ვაჟკაცობაზე ლაპარაკობდნენ. როგორი მეგობრობა და ძმაკაცობა იცის კაშიამ ეს ხვიჩას ამბავშიც დამტკიცდა, როგორც გინდა ტყუოდეს შენი ძმაკაცი, ის არის შენი და ზურგი არ უნდა აქციო გინდა გარშემო ყველა დაგიპირისპირდეს.
მამუკა
22 იანვარი 2024 17:40
38
რას ბოდავ?
მამუკას
22 იანვარი 2024 19:40
6
ესე მოიქცა ფილიპ ლამიც. გერმანიის ნაკრების კაპიტანიც. ეგ ზოგიერთების გასაგონად, ევროპა რომ ლგბტ-ე ჰგონიათ
დავით 67
22 იანვარი 2024 19:27
1
გურამ კაშიას შენგან და შენნაირებისგან განსხვავებით ვლადიკავკაზში თამაში მაინც არ უკადრია
ოეეე
22 იანვარი 2024 22:11
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული