"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ამბებით ქართველი გულშემატკივრები რამდენიმე წელია, აქტიურად ინტერესდებიან. როცა "კვარა" რუსეთში გამოდიოდა, საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარე ნუკრი რევიშვილთან მასზე არაერთხელ გვისაუბრია. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს ნუკრიმ გვითხრა, რომ ხვიჩას ამბიციურ ევროპულ კლუბში აუცილებლად ვიხილავდით და ყველაფერი ასეც მოხდა.

რევიშვილი მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობაშია ჩართული. მასთან არაერთი თემა დაგვიგროვდა და საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. მათ შორისაა ბოლო დროის გახმაურებული ამბები - ჯუღელსა და ოსიმენს შორის არსებული დაძაბულობა თუ ის გამოხმაურება, რაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებასთან დაკავშირებით გურამ კაშიას გადაწყვეტილებას მოჰყვა.
აქვე დავაფიქსირებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანს პასუხის გაცემის საშუალება ექნება და მზად ვართ, მასთან ვრცელი ინტერვიუც დავგეგმოთ...

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის საუბარი ბლოკებად დავყავით და მონოლოგის სახით გთავაზობთ.

ხვიჩა უფრო გაზრდილია...

ზედმეტი ახსნა არ სჭირდება, თუ ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი რა დონეზე ჩაატარა. მას ახლაც აქვს 5 გოლი, საგოლე პასები, მოპოვებული პენალტები, თუმცა, ფაქტია, ყველაფერი ძველებურად არაა, ასე ვთქვათ, ხვიჩა აღარ "დაქრის".

გამომწვევი მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს - გუნდში შეიცვალა მწვრთნელი, თანაც უკვე ორჯერ; არადა, ლუჩანო სპალეტიმ "კვარას" ზუსტი გასაღები მოუძებნა და ცდილობდა, მისთვის კომფორტული პოზიცია შეერჩია; გარდა ამისა, "ნაპოლი" ძველებურად ვერ თამაშობს და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა. ამ ყველაფრის გამოძახილი შეიძლება იყოს კვარაცხელიას მომატებული გაფრთხილებებიც...

მგონია, რომ ხვიჩა გუნდურად უფრო გაზრდილია. გვახსოვს, სპალეტის ამ მიმართულებით ბევრი შენიშვნის მიცემა უწევდა. როცა კვარაცხელიას ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, სხვაა, როცა გუნდი ანგარიშს ხსნის და შემდეგ შემტევებს მეტი სივრცე რჩებათ და განსხვავებულია, როცა ზრუნვა გათანაბრებაზე გიწევს.

ნეაპოლელები დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებენ. ძველებურ ფორმაში არც ზელინსკი და ნახევარდაცვაა, რომელიც დაკარგულ ბურთს იოლად იბრუნებდა; წინა სეზონში ოსიმენი, ფაქტობრივად, ყველა საგოლე შანსს იყენებდა, რასაც მას თანაგუნდელები და ყველაზე მეტად, 77-ე ნომერი უქმნიდნენ, ახლა ასე არც ესაა...

საკუთარ თაზე მუშაობა...

დამაინც, ერთი გარდამტეხი თამაშია საჭირო, რაც "კვარას" რწმენას სრულად დაუბრუნებს და მას კიდევ უფრო კარგს ვიხილავთ. ხვიჩა საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობს. თუ ახლა რამდენიმე დარტყმა გაუცუდდა, ვარჯიშებზე ამას აუცილებლად დიდ ყურადღებას დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ფორვარდის პოზიციიდან მშვენიერი გოლები გაიტანა...

ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს, ის ყველაფერს საქმით ამტკიცებს. მას ახლა არავითარი ხელშემშლელი ფაქტორი არ აქვს. ამხელა აღიარების შემდეგ მოლოდინები იზრდება და ეს ბუნებრივია... ზოგიერთი პირად ცხოვრებაში ცვლილებებზე რომ მიანიშნებს, შეუძლებელია, სიყვარულმა ხელი რამეს შეუშალოს. ის უფრო მოწადინებულია, გოლებს მეუღლეს უძღვნის...

საუბრობენ პირობებსა და სხვა გუნდში გადასვლაზეც - ფაქტია, კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია და ყველა ვისურვებდით და კარგი იქნება, ეს მის ხელფასზე  თუ აისახება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩასთვის გასამრჯელო მთავარი არაა და ეს მის სათამაშო ხარისხზე არ მოქმედებს. რაც შეეხება ტრანსფერს - აუცილებლად გამოჩნდებიან გრანდები, რომლებიც მისით დაინტერესდებიან და საკუთარ პირობებსაც წამოაყენებენ...

"მადლობას ვუხდი ზეცას, რომ შენ შეგხვდი, ნეაპოლო!" - ფოტო "ნაპოლის" "ფეისბუქგვერდიდან"

Sportall.Ge

მამუკა ჯუღელი

კვარაცხელია ახლა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, უფრო რთული კი აქამდე მოსვლა იყო, რაც მასთან ერთად მამუკა ჯუღელმა ბრწყინვალედ განახორციელა. ის ახლაც ბევრს გააკეთებს, ხვიჩას კარიერა იდეალურად რომ წარიმართოს. ჩვენი ფეხბურთელები, იტალიის გარდა, საფრანგეთში (დავითაშვილი), უკრაინაში (აზაროვი) და სხვა ქვეყნებშიც არიან...

რაც შეეხება ოსიმენთან დაკავშირებულ ამბავს, მიმაჩნია, მამუკას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს იმით, რომ შესაძლოა, ნიგერიელი ფორვარდი ისეთ ჩემპიონატში წავიდეს, სადაც ვარსკვლავები გამოდიან.

ხვიჩა და ვიქტორი მეგობრები არიან. კვარაცხელიას, არა მგონია, გაუხარდეს ის, რაც ოსიმენმა საკუთარი ოჯახის წევრსა და უახლოეს ადამიანზე თქვა. მაინც გამოვრიცხავ, ფეხბურთელებს შორის ამან ურთიერთობა დაძაბოს...

კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა...

ძალიან დამწყდა გული, როცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფიფას გამოკითხვაში მესამე ადგილზე გაჰყავს ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც, ალბათ, 50 წელია, არ გვყოლია.

გურამ კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა,  ქართველი ფეხბურთელის პირველობა - ამ შემთხვევაში კვარაცხელიას - ისტორიული ამბავი დაეფიქსირებინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არაობიექტური არ იქნებოდა. გურამის გადაწყვეტილება აუხსნელია. ამას ჩვენი სხვა კაპიტნები არ გააკეთებდნენ, მაგალითად კალაძე, კობიაშვილი თუ კანკავა...

წელს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ყველა უნდა გავერთიანდეთ!.. დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგს აუცილებლად ვაჯობებთ და ფინალში ვითამაშებთ. ვისურვებდი, ტოპ-გუნდებში მეტი ჩვენებური გვყავდეს - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე...

სხვადასხვა

ივა გელაშვილი სერია "ბ"-ში შესანიშნავად თამაშობს და თავისუფლად შეუძლია, საქართველოს ნაკრებს გამოადგეს. ჯერჯერობით, ახალგაზრდებს ბევრი შანსი არ ეძლევათ...

"ფროზინონეში" ცდილობენ, გიორგი კვერნაძე სერია "ა"-ს მეტად შეეგუოს, ფიზიკურად გაძლიერდეს და ამის შემდეგ მეტი დრო მიეცემა. მინდა წარმატება ვუსურვო საბა გოგლიჩიძეს, რომელიც "ემპოლიში" ლევან მჭედლიძის დახმარებით მოხვდა...

როგორც იცით, მამუკა ჯუღელის დიდი სურვილია, სამეგრელოში მეტი საფეხბურთო აკადემია და კლუბი არსებობდეს. კარგია, რომ ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. გირჩევთ, დააკვირდეთ - "კოლხეთში" "გაგრადან" ახალგაზრდა ნახევარმცველი, 19 წლის საბა ზოიძე გადავიდა, სწრაფია, მებრძოლია, "საბურთალოს" შესანიშნავი გოლი გაუტანა... ლადო ჩიხლაძე, რომელიც "სამგურალიდან" გვახსოვს, ასევე ფოთში ითამაშებს.

საინტერესო ჩემპიონატის იმედი მაქვს!..

alt"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი

altნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან

altსოლიდური კონკურენტი ლორიასა და მამარდაშვილს - რევიშვილის სასწაული სეივი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 136 /
რაო ნუკრი, რაო?! შეუძლებელია, სიყვარულმა ხელი რამეს შეუშალოსოო... ჰმ, ეტყობა სკოლაში კითხვა არ გიყვარდა.
ნუკრი, არ იცი რომ;
,,ასეთი უგულო ვინმეა ეროსი, იგი მამაც მეფეებს დაალაჩრებს, თრიაქის სმასა და უსაზმნო ლოთობას შეაჩვევს, ხოლო დიდოსტატებს, რომელნიც მტკიცე ხელით აქანდაკებდნენ თეძამის ქვაზე როზეტებსა და ყურძნის მტევნებს, მეჯადაგე ოსტატებს დაამსგავსებს და გაახელებს. ბოლოს მინდვრებზე სახეტიალოდ წარგზავნის, რათა საყვარლისათვის აკრეფინოს წარმავალი ყაყაჩოები ველისა. . ."
კონსტანტინე გამსახურდია
28 იანვარი 2024 11:23
2
ჯანაშია , რევიშვილი, შემდეგი ვინაა ვისი აზრებს უნდა ვუსმინოთ? იგორ გიორგაძე? რუსეთუმეებო ყველა ქვეყნისა შეერთდით sportal- ზე? ამას აწვებით? რეიზა???
ან
24 იანვარი 2024 00:34
11
რა ძალიან მოგხვდა კაკალი გულში, შენც მაგ კამანდიდან ხარ ეტყობა, იგორ გიოგაძემაგვარების. ღეჭვას რაც შეეხება და რაღაცეების კოვზით მირთმევასაც, ეგ თქვენი , რუსმდიდებლების , საყვარელი საქმიანობა იყო და არის..რისსკი კარაბლ...
ან-ს-ს ქოცს
24 იანვარი 2024 21:57
1
ან რაო შენმა ბელადმა მიხომ? ნაცებს კი გასწავლათ ისე პირით ღეჭვა..
ან-ს
24 იანვარი 2024 10:09
2
ყველა გამოხმაურება
რუსეთუმე რევიშვილისგან მოვისმინეთ შეგონებები,ახლა რუსეთუმე ჯანაშიას,ასათიანის,სულაქველიძისგან ველოდებით დამოძღვრას,რუსული სპორტ ექსპრესის ლუბიმჩიკები!!!!
*
23 იანვარი 2024 21:44
13
რუსეთუმე რევიშვილს სხვის პატრიოტობაზე სიტყვაც არ აქვს სათქმელი,წადი რუს ჟურნალისტებს ეჭუკჭუკე ყავაზე!!!!
ქართველი ვაჟკაცი
23 იანვარი 2024 19:14
10
მახაჩყალაში, ვლადიკავკაზში და უსტპიზდაჟოპინსკში თამაში, რუსებთან ჩახუტება და ჯუღელის შნირობა ბევრად სამარცხვინო საქციელია ვიდრე ლგბტ სამკლაურის გაკეთება!
ვენეციის კომისია
23 იანვარი 2024 13:03
14
ორივე სამარცხვინოა
გივი
23 იანვარი 2024 19:33
4
რა უაზრო არგუმენტებით უკეთებენ ალიბს კაშიას, თურმე მესი და მბაპე ჯობდა ობიექტურად კვარაცხელიას და მაგიტომ მისცა ხმა პირველად მაგათო. კაი არ გადაგვრიოთ მართლა? მბაპე ჯობდა ხვიჩას რა დაკვირვებულები ხართ. საფრანგეთს და არგენტინას რომ შეხვდება საქართველო მაშინ ამ გუნდებისკენ იყავით იმიტომ რომ ეს გუნდები ობიექტურად უფრო კარგ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. ახლა ჭკუა სუსტებმა არ თქვათ ეგ სხვა ამბავიაო. მაგრამ შეიძლება ვიღაც უტიფარმა დაწეროს კაშიას უნდოდა ხვიჩას მოგება, მაგრამ ობიექტურად მოიქცა მაინცო, რა ვიცი ზოგმა ჭკვიანმა შეიძლება ესეც დაწეროს. ხვიჩასთვის კი გარდა თანამემამულური ამბავისა იმიტომ უნდა მიეცა ხმა, ანუ პირველზე გაეყვანა, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ თითქმის მთლიანად ევროპა მასზე ლაპარაკობდა და ძალიან მაგარი პრესა ჰქონდა და როგორც თანაგუნდელი გვერდში უნდა დადგომოდა ინდივიდიალურ დონეზე, თან რა მიდიოდა მისი? არც არაფერი. წლების წინ ხალხი #NBAVOTE ZAZA PACHULIA რომ წერდა რადგან სუპერ სტარ მატჩში მიეღო მონაწილეობა, შეიძლება ეს ხალხი რაღაც პონტში ცუდად წარმოვაჩინოთ იმიტომ რომ არა ობიექტურები იყვნენ თუ ურა პატრიოტები თუ რასაც უძახით. ამ ლიბერალებს ხო ურა-პატრიოტიზმად მიგაჩნიათ ყველაფერი რაც რუსეთთან არ არის დაკავშირებული, რუსეთის ჯინაზე პატრიოტებო თქვენ.ნუ ამართლებთ კაშიას არა სწორ საქციელს!
ვაოე
23 იანვარი 2024 12:55
6
ძალიან უცნაურად მსჯელობს აქ ზოგი. მთელი საფეხბურთო სამყარო აღიარებს უკვე, რომ მესიმ მსოფლიო თასის აღმართვით ლეგიტიმური გახადა მისი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების საკითხი.
მაგრამ როცა წლის საუკეთესოობაზეა ლაპარაკი, აქ უკვე სხვა სპეციფიკა მუშაობს. ინტერ მაიამიში ჩატარებული ათი კარგი მატჩის გამო ფიფას წლის ფეხბურთელად დასახელება სწორია ?!
ხვიჩაზეც იგივე ითქმის. გამორჩეული სეზონი ჰქონდა, მაგრამ ბევრი ინდივიდუალური ჩავარდნაც. ათეული კი ბატონო, თუმცა ბევრ ფეხბურთელს მასზე უკეთესად აქვს ნათამაშები შარშან.
ამიტომ გამოკითხვისას მწვრთნელსაც, კაპიტანსაც და ჟურნალისტსაც პირველ რიგში მოეთხოვებათ ობიექტურობა. მით უმეტეს რომ ამ სფეროში ბოლომდე გათვითცნობიერებულები არიან.
კორბენა
23 იანვარი 2024 12:05
10
'რევიშვილი მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობაშია ჩართული' - ამ წინადადევამ ყველაფერი განმარტა. მშვიდობით გონების სიჯანსაღევ.
ვანდა ჯიქია
23 იანვარი 2024 11:57
4
მე კაშიას დამცველი არ ვარ,მაგრამ იქნებ მისცეთ ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლება!?
ლუკა
23 იანვარი 2024 11:54
11
მაგის უფლება აქვს და გამოიყენა კიდეც. მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება მის ქმედებაზე ჩვენი აზრი გამოვხატოთ.
მარტივია
23 იანვარი 2024 12:39
6
Me rac wavikitxe komentarebi xalxi imaze uproa nawyeni mesi rom daasaxela 1ze(ritac moigo eg prizi leom)da ara xvichas "ar dasaxelebaze,cr7is panbazaa da ara vitom patriotulad rom awvebian:))))maxsovs yvela ara mesi(levandovski,haalandi,vandeiki:))))
L.J .
23 იანვარი 2024 11:47
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული