"სანამ თბილისის მერი ვარ, დიღმის ბაზა არ დაინგრევა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
"დინამოს" გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება ამ კლუბიდან დაიწყო. მე არ მაქვს ინტერესი, რომ "დინამო თბილისი" შევიძინო, უბრალოდ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს.

შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს".

"არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მარტო შეძენა ხომ არ არის. ამას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რომ ყველაფერი
გამართული იყოს. მე მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს "დინამო თბილისი", მე უბრალოდ ამას ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა“.

"საუბარი იყო დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევასა და კორპუსების მშენებლობაზე. ეს უბრალოდ გამაოგნებელია. მოვისმინე განცხადება სოციალურ ქსელში. თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვოვა გუცაევს უდიდეს პატივს ვცემ, უდიდესი ფეხბურთელი იყო. უბრალოდ ეს დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და რომელსაც შვილივით გაფრთხილება სჭირდება, აბსოლუტურად გაუგებარია.

მე პირდაპირ ვიტყვი: - სანამ დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ ის სიამაყე, რაც გააჩნია ქართულ ფეხბურთს - დიღმის საწვრთნელი ბაზის სახით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაინგრეს. ამას არასდროს გავაკეთებ.

ამ ადგილმა უამრავი უნიჭიერესი თაობა გამოზარდა. მისი დანგრევა კატეგორიულად მიუღებელია. არავის ვურჩევ, რომ ამ ბაზაზე ხელი ასწიოს და მისი დანგრევა მოახდინოს. თუ ვინმეს ახალი ბაზის აშენება უნდა, ამაში ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. ეს ბაზა კი არის ისტორია, რომელიც დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას უნდა დარჩეს“...

წყარო: პრაიმტაიმი
მკითხველის კომენტარები / 41 /
კალაძე ტყუილა ათამაშებ ერთ ადგილს,კერძო მესაკუთრეა და რასაც უნდა იმას იზავს,ვის აბოლებ ნეტა?!კარგი ფეხბურთელი იყავი მაგრამ პოლიტიკოსად არ ვარგიხარ,თანაც ახლა უკვე იტყუები,ფიფია მაგრა მეზიზღება,მაგრამ შენ უკვე ევაჭრები ამ განცხადებით ფიფიას
ავლიპ ზურაბიშვილი
24 იანვარი 2024 10:40
2
მალე გაიყიდება,დაველოდოთ
auuuu
23 იანვარი 2024 11:46
1
კორპუსები მიაშენებინა კოც ბიზნესმენებს და ამით ბაზას დაუკარგა ფუნქცია, ახლა გინდა დაუნგრევიათ, გინდ ისე დაუტოვებიათ. კალაძის ეს განცხადება არის ცარიელი სადღეგრძელო
დააT
23 იანვარი 2024 11:33
5
ისე მაგარი პროექტი იქნებოდა: "არქი ბაზაზე" ან "ბაზა დეველოპმენტი"! დაუტოვე ერთი კარი, მეკარის საჯარიმოს ჩათვლით გამწვანებულ დახაზული და ჩამოკიდე ტრაფარეტი - აქ ოდესღაც იყო დიდებული დინამოს დიდებული ბაზა!
ბათუმელა
23 იანვარი 2024 11:31
1
,,სანამ თბილისის მერი ვარ"-ო,ანუ კიდევ ამირჩიეთო?
ადამიანი
23 იანვარი 2024 11:03
2
ამ კაციდან პირველად ვისმენ ადეკვატურ და ნორმალურ საუბარს.
თომა
23 იანვარი 2024 10:18
2
მართალი ხარ კახა. ჯიგარი ხარ
კახა
23 იანვარი 2024 09:59
2
შვილო კალა, ეგ ბაზა ისტორიაა ნამდვილად და ნეტავ მაშინაც ასეთი შემართულ-მომართული ყოფილიყავი როცა მაგ ბაზის წითელ ხაზებზე სხვა კორპუსების აშენებას მოაწერე ხელი (არაფერი იღონე ამის საწინააღმდეგოდ), მაშინ ბაზის ისტორიული ძეგლის სტატუსი არ გახსოვდა? დღეს მაგ კორპუსების ფანჯრებიდან და აივნებიდან პირდაპირ ბაზის მინდვრებზე გადმოყრილ ნაგავისა და "ბიჩოკების" რაოდენობაზე გსმენია რამე? ისტორიულ ნაგებობას შეიძლება დანიშნულება მისცე, მუზეუმი დაარქვა და ამ ფორმით დატოვო, მაგრამ დღეს ეგ ბაზა ვერ ასრულებს იმ ფუნქციას რასაც წლების წინ ქვეყნის პირველი გუნდისთვის ასრულებდა, იმიტომაც შეირჩა ეგ ადგილი თავის დროზე რომ ქალაქის მაგ ნაწილში სიმწვანე და სიწყნარე იყო და იდეალურად ასრულებდა მაგ ფუნქციას. დღეს ბაზაზე ისედაც გვაქვს კორპუსები და ეგ რო არ დაგეშვა თავის დროზე, დავიჯერებდი შენს "გულწრფელობას"!!!
ბაბუ
23 იანვარი 2024 09:23
0
Baron Kakha von Kaladzehusen
სენიორ მილანო
23 იანვარი 2024 05:25
2
კახის იმედი უნდა გქონდეᲗ მან რომ დინამო იყიდოს,, ააყვავებს"" როგორც Თბილისს., ეᲨმაკუნაა Ჩვენი კახი.... ქალაქᲨი ერᲗი ბინა ზედმეტი რომ ააᲨენოს არაფერს იტყვიან აქ კივი.....
, Თეოფილე
23 იანვარი 2024 05:14
3

სიახლეები პოპულარული