საქართველოს ვეტერანთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდის ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ნაკრები ნორვეგიაში გამართულ ვეტერანთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა.

ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ნაკრებში სხვადასხვა დროს მოთამაშე ფეხბურთელების შემადგენლობით იასპარეზა: გიორგი ლომაია, ალექსანდრე იაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი ნავალოვსკი, ალექსანდრე კობახიძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი განუგრავა, დავით სირაძე.

ტურნირის პირველ დღეს, ვეტერანთა ნაკრებმა, ნორვეგიის ვეტერანთა ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხა, მეორე გამარჯვება კი უკრაინის წინააღმდეგ 3:2 მოიპოვა. მეორე დღეს, ფინეთის ნაკრებთან გამართული მატჩი ანგარიშით 6-1 დასრულდა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ, ფარერის კუნძულების ვეტერანთა ნაკრებთან შეხვედრა კი, საქართველოს ნაკრებმა
3:1 მოიგო.

ოთხიდან ოთხი გამარჯვებით საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ჩვენ ვეტერნებს!
გიზოგ
28 იანვარი 2024 08:05
2
უკრაინას რატო მოუგეს მაგ პუტინის მონებმაა P
zura222
27 იანვარი 2024 21:52
21
უჰ, რა მაგარი ხუმრობაა !
არა და
28 იანვარი 2024 19:32
0
იმ გუნდების ყველაზე ახალგზრდა ვეტერანები, ალბათ 45-50 წლის იქნებოდნენ
მაცი ხვიტია
27 იანვარი 2024 19:32
7
გვაქვს ინფორმაცია რომ მოწინააღმდეგე გუნდებში სულ "85 და მეტი" ხნის ვეტერნებს უთამაშიათ. ის კი არა, უკრაინას იმ ქვეყნიდან ლობანოვსკიც კი გამოუძახია, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს.
გიზოგ
28 იანვარი 2024 08:04
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული