"შემოთავაზება 3 ევროპული კლუბიდან აქვს, თუმცა თავად საუდის არაბეთში თამაში სურს" - "ტორპედოს" პრეზიდენტმა არაბიძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ტორპედოს" პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გიორგი არაბიძის შესახებაც ისაუბრა.

კერესელიძის თქმით, მომდევნო კვირას ქუთაისური კლუბი, დიდი ალბათობით, ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერს დაადასტურებს, ამის შემდეგ კი არაბიძეს "ტორპედოს" დატოვება შეეძლება.

მომდევნო კვირაში ქუთაისის ტორპედო ბრაზილიელ შემტევს დაიმატებს. თუ ეს გამოვა, დავთანხმდებით გიორგი არაბიძის გაყიდვას. მას 3 ევროპული კლუბის შეთავაზება აქვს, თუმცა თავად აზიაში წასვლა სურს.

ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩემი აზრით, გიორგი არაბიძე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი იყო, არა საქართველოს ჩემპიონატში, მთლიანად ქვეყანაში. შესაძლოა მიკერძოებული ვარ", -
განაცხადა კერესელიძემ.

შეგახსენებებთ, არაბიძე "ტორპედოს" 2022 წელს, პორტუგალიური "ნასიონალიდან" შეუერთდა.

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

altვინ გააძლიერებს საქართველოს ნაკრებს - ქოჩორაშვილი და არაბიძე სანიოლის სიაში? - სიახლეები აუცილებელია!..

მკითხველის კომენტარები / 40 /
ეს ტიპი მოედანზე დადის. მარტო ტექნიკის გამო არავინ არ აიყვანს ევროპაში. არაბეთში იქნება თბილად
ვაჟა
28 იანვარი 2024 19:10
13
Ა იმიტომ გაიხიეთ არაბიძის საახლობლო ნაკრებში დაუძახეთო ? თურმე აზიაში ,სარფიანად :)
Silver xerxes
28 იანვარი 2024 18:18
17
არა, მექვაბიშვილმა, კალანდაძემ და მეც რომ არ გამომრჩეს მსგავსმა მოფეხბურთელო ბიჭებმა დინამოდან სრულად დაიმსახურეს ნაკრები კლასით, მოტივაციით და დონით, უბრალოდ ფარერები გვჯობნიდნენ იმ დროს და რუმინეთი გამოდგა დაფრენის ადგილი)) ფეხბურთი წიგნშიც იკითხება ისე და მოედანზეც შეიძლება უყუროს ადამიანმა;)
ჯონი
28 იანვარი 2024 19:46
3
გული კი მწყდება მარა რას ვიზამ არაბა არაბეთში ჯობია მაყუთი მოღუნე თორემ კარიერის მერე ორ.დღეში ყველას მიავიწყდები..
რატი
28 იანვარი 2024 18:09
1
შენ რო იყო ეხლა მაგის მაგივრად სხვანაირად მოიქცეოდი აბა...ფული რო მოგცენ იქნებ მავთულხლართების გადმოწევაზე იმუშაო სამაჩაბლოში.
Ამ ადამიანმა საკუთარი ერთი ადგილით მიახწია იმას რასაც მიახწია და არა შენით.ხოდა თავის შრომაში ვინც მეტს გადაუხდის იმასთან უნდა წავიდეს.ჯვარი სწერია და ტრამვა რო მიიღოს მთელი მანდარინის შემოსავალს არაბიძეს ჯანმრთელობას მოახმარ შენმა მზემ.ისე დაივიწყებთ არაბიძეს არსებობას როგორც შარშანდელ თოვლს.ხალხი ფულის გულისთვის რუსეთ-უკრაინის ომში მიდის(ახლა არ მითხრათ არაო)და არაბიძე არაბეთში არ უნდა წავიდეს თქვენი მოკლე ჭკუით?ღმერთმა ხელი მოუმართოს და სულ წარმატებებს ვუსურვებ.
zura 222-ს
28 იანვარი 2024 16:16
13
Მე როგორ დავამცირებ ქუთაისს? თვითონ ქუთაისელები ამცირებენ ევროპებში ვაჟკაცობებით. Ხოდა სიღარიბე თუ არის მოიპოვეთ რეალური თვითმმართველობა და ინვესტიციები .ხომ ხედავთ თბილისში ვინ ზის პარლამენტში.
Silver xerxes
28 იანვარი 2024 23:53
3
სიტყვა "ქუთეისზე" გოიმური არაფერი მოგიფიქრებიათ "თბილისლებს". ჯერ ვინც მოიფიქრა ის რა ქაჯია და მერე ვინც მაგ სიტყვას ქუთაისლების დასამცირებლად იყენებს ის ხომ სართოდ მენტალური პროვინციიდან არის. გაიგეთ ბაბუუუუ ტოოოოო?! :)))))
H
28 იანვარი 2024 22:37
1
ყველა გამოხმაურება
ევროპული გრანდები ამას არ აიყვანენ!ფიზიკურად რაც არის ტორპედოშიც ეტყობოდა , სირბილის ნაცვლად დასეირნობდა,ევროპაში ისევ ზამენაზე სკამი უნდა ხეხოს , თანაც არაბეთში არც ტემპია ევროპული დონის და ფულის გადახდაც არ ენანებათ-:)
სიმართლე
28 იანვარი 2024 16:07
9
და საერთოდ რომ არ წავიდეს არა? დაეხმაროს დორპედოს კონფერენს ლიგის პლე იოფში...პ.ს დიდ პატივს ვცემ გიოს და ძალიან მაგარი ფეხბურთელია ერთეულები გვყავს დღეს ეგეთი დონის სულ ხუთ თითზე დაეტევა რომ ჩამოვთვალო. ცოტა გვიჯიკე შესარჩევებზე და მერე როგორც შენს გულ გაეხარდებააა....( ისე სადაც წახვალ და როგორც გადაწყვეტ რესპექტ)
Vano
28 იანვარი 2024 16:04
3
მადა კი აქვს იცოცხლე . არაბეთში უნდა ფულები
გენა
28 იანვარი 2024 15:57
16
რას ერჩით ამ კაცს? ნაკრებში არ იძახებს კალაძის კლანი და არც ევროპის გრანდები ახევენ კალთას. არაბეთში დონე სწრაფად იზრდება და ხელფასი საარაკოა. 100% ვეთანხმები ამ ნიჭიერ ფეხბურთელს რომ არაბეთში გადავიდეს.
გიორგი
28 იანვარი 2024 15:47
7
აფსუს ყოფილიყო გვარად ინგლისაძე ან ესპანაშვილი ხომ წავიდოდა მაგ ქვეყნებში ! არაბიძემ არაბეთში უნდა ითამაშოს აბა სხვაგან სად ??
zura222
28 იანვარი 2024 15:25
6
Კვიპროსში, ალბანეთში, ბოსნიაში,ლატვიაში ან სლოვაკეთში წასვლას არაბული ლიგა ჯობია ფულიც მეტია და დონეც. გაჩნია ევროპასაც.
Გაბო
28 იანვარი 2024 15:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული