"შემოთავაზება 3 ევროპული კლუბიდან აქვს, თუმცა თავად საუდის არაბეთში თამაში სურს" - "ტორპედოს" პრეზიდენტმა არაბიძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ტორპედოს" პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გიორგი არაბიძის შესახებაც ისაუბრა.

კერესელიძის თქმით, მომდევნო კვირას ქუთაისური კლუბი, დიდი ალბათობით, ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერს დაადასტურებს, ამის შემდეგ კი არაბიძეს "ტორპედოს" დატოვება შეეძლება.

მომდევნო კვირაში ქუთაისის ტორპედო ბრაზილიელ შემტევს დაიმატებს. თუ ეს გამოვა, დავთანხმდებით გიორგი არაბიძის გაყიდვას. მას 3 ევროპული კლუბის შეთავაზება აქვს, თუმცა თავად აზიაში წასვლა სურს.

ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩემი აზრით, გიორგი არაბიძე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი იყო, არა საქართველოს ჩემპიონატში, მთლიანად ქვეყანაში. შესაძლოა მიკერძოებული ვარ", -
განაცხადა კერესელიძემ.

შეგახსენებებთ, არაბიძე "ტორპედოს" 2022 წელს, პორტუგალიური "ნასიონალიდან" შეუერთდა.

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

altვინ გააძლიერებს საქართველოს ნაკრებს - ქოჩორაშვილი და არაბიძე სანიოლის სიაში? - სიახლეები აუცილებელია!..

მკითხველის კომენტარები / 40 /
არაფრის ღირსია!
xuta
28 იანვარი 2024 15:23
33
შენ კი ყველაფრის ღირსი ხარ.
.
28 იანვარი 2024 19:57
1
არ იყო კლუბის პრეზიდენტის მიერ ამ ინფორმაციის გაჟღერება სწორი. მეორეც ევროპული კლუბი არ ნიშნავს რომ ბაიერნი ან ბარსელონა იქნებოდა. შესაბამისად, თუკი აზიაში წასვლა გადაწყვიტა იმისთვის რომ მომავალი ფინანსურად უზრუნველყოს, მის ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. სხვა დეტალები ჩვენ არ ვიცით.
დათო
28 იანვარი 2024 15:07
2
გააჩნია რა ევროპული კლუბებიდან აქვს შეთავაზება. ევროპული კლუბი ფინეთის კუუსუსიც კია. და არაბეთის ჩემპიონატი თუ ვინმეს დაბალი დონე გონია, ძალიან ცდება. ეხლა არაბეთის ჩემპიონატი მხოლოდ ტოპ 5 ევროპულ ლიგას ჩამორჩება. და მალე საფრანგეთის ჩემპიონატს გადაასწრებს.
ქუთაისი
28 იანვარი 2024 14:45
4
Cristianos gulshematkivari xar???(krishtis kontraqti aqvs da laparakobs shen?)ra male saprangets gaaswrebs???beberi varskvlavebit???saprangeti sayurebkmlad sashinebeaa,magram paqtia axalgaxrda varskvkavebit egeni amarageben evropas,aramgonia axlo 20 welshi axlosac mivides "aqlemliga"top 5 tan ;)
L.J .
28 იანვარი 2024 17:00
7
სწორი ყოფილა, ნაკრებში რომ არ იძახებენ.
გია
28 იანვარი 2024 14:30
29
მე ვთქვი დაჭკვიანდა, ამას ისევ მარტო ფული აინტერესებს.ტფუ.
ttt
28 იანვარი 2024 13:55
39
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული