"შემოთავაზება 3 ევროპული კლუბიდან აქვს, თუმცა თავად საუდის არაბეთში თამაში სურს" - "ტორპედოს" პრეზიდენტმა არაბიძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ტორპედოს" პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გიორგი არაბიძის შესახებაც ისაუბრა.

კერესელიძის თქმით, მომდევნო კვირას ქუთაისური კლუბი, დიდი ალბათობით, ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერს დაადასტურებს, ამის შემდეგ კი არაბიძეს "ტორპედოს" დატოვება შეეძლება.

მომდევნო კვირაში ქუთაისის ტორპედო ბრაზილიელ შემტევს დაიმატებს. თუ ეს გამოვა, დავთანხმდებით გიორგი არაბიძის გაყიდვას. მას 3 ევროპული კლუბის შეთავაზება აქვს, თუმცა თავად აზიაში წასვლა სურს.

ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩემი აზრით, გიორგი არაბიძე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი იყო, არა საქართველოს ჩემპიონატში, მთლიანად ქვეყანაში. შესაძლოა მიკერძოებული ვარ", -
განაცხადა კერესელიძემ.

შეგახსენებებთ, არაბიძე "ტორპედოს" 2022 წელს, პორტუგალიური "ნასიონალიდან" შეუერთდა.

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

altვინ გააძლიერებს საქართველოს ნაკრებს - ქოჩორაშვილი და არაბიძე სანიოლის სიაში? - სიახლეები აუცილებელია!..

მკითხველის კომენტარები / 40 /
არ იყო კლუბის პრეზიდენტის მიერ ამ ინფორმაციის გაჟღერება სწორი. მეორეც ევროპული კლუბი არ ნიშნავს რომ ბაიერნი ან ბარსელონა იქნებოდა. შესაბამისად, თუკი აზიაში წასვლა გადაწყვიტა იმისთვის რომ მომავალი ფინანსურად უზრუნველყოს, მის ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. სხვა დეტალები ჩვენ არ ვიცით.
დათო
15:07 28-01-2024
2
შენ რო იყო ეხლა მაგის მაგივრად სხვანაირად მოიქცეოდი აბა...ფული რო მოგცენ იქნებ მავთულხლართების გადმოწევაზე იმუშაო სამაჩაბლოში.
Ამ ადამიანმა საკუთარი ერთი ადგილით მიახწია იმას რასაც მიახწია და არა შენით.ხოდა თავის შრომაში ვინც მეტს გადაუხდის იმასთან უნდა წავიდეს.ჯვარი სწერია და ტრამვა რო მიიღოს მთელი მანდარინის შემოსავალს არაბიძეს ჯანმრთელობას მოახმარ შენმა მზემ.ისე დაივიწყებთ არაბიძეს არსებობას როგორც შარშანდელ თოვლს.ხალხი ფულის გულისთვის რუსეთ-უკრაინის ომში მიდის(ახლა არ მითხრათ არაო)და არაბიძე არაბეთში არ უნდა წავიდეს თქვენი მოკლე ჭკუით?ღმერთმა ხელი მოუმართოს და სულ წარმატებებს ვუსურვებ.
zura 222-ს
16:16 28-01-2024
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული