"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 180 /
შენ შეიკრიბა ამდენი მიშისტი?!! მარა ერთი კაცი რამდენიმე კომენტარს წერს ალბათ და თავის თავს ულაიქებენ, მაგარი შეკრული სასტავია)) აბა ესენი წერენ კვარას მოძულე კომენტებს აქ როგორც ჩანს ნაპოლის ყველა თამაშის მერე
ტრამპი
30 იანვარი 2024 23:57
55
სიმართლესთან, რეალობასთან ეტყობა მწყრალად ხარ. ბევრი არასწორედ იქნა გასამართლებული, არა იმიტომ რომ მართლები იყვნენ, ადამიანური მიდგომის დეფიციტი იყო და იმიტომ, თორემ ახლაც ბევრი ციხეს თუ არა მინიმუმ ,, ალიყურს" იმსახურებს.
გუსანი
31 იანვარი 2024 11:18
2
იცი რა მიკვირს? ტრამპი ვაით სუპრემასისტია და მაგის ინაუგურაციაზე მაგ მექსიკური მზეგადაკრული და შავთმიანი სახით მიდიხარ ? გაგიჟდება კაცი :D
Silver xerxes
31 იანვარი 2024 03:21
4
ამ საიტზეც ბლომად ყოფილხაღთ სააკაშვილის მეხოტბეები, მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე გადადის, ესენი კიდევ წარსულში არიან ჩარჩენილები და ისევ იმ გიჟს უწმენდავენ ერთ ადგილს.
მამუკა
30 იანვარი 2024 23:55
45
აბა, შეპყრობილებო! როგორც იცით დაეტაკეთ გიორგის, ვინ ჩემი ფეხები ხართ, რო ადამიანს განიკითხავთ? ასეთი რა ფრთიანი უცოდველი ანგელოზები ხართ, რო სხვებს ქვებს ესვრით? რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა, ვინ ვის დაელაპარაკება? რუსსაც უნდა დაელაპარაკო და ნებისმიერ ჟურნალისტსაც, ქართველების მოძულე მიშაზე. თქვენ კი დაეგდეთ და ნუ გამოხტებით დიდი "მამულიშვილები"!
შეპყრობილებს!
30 იანვარი 2024 23:54
50
ვლადიკავკაზის ალანიას სკოლა როგორ გეტყობა დემე,პუტინს სულ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ყავს პატიმრები თუ ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილი უკრაინაში მაგის სინდისზე არ არის
გალელი
30 იანვარი 2024 23:48
16
ერთმანეთზე უარესები ხართ ქოცებიც და ნაცებიც!!!.მე ერთი ვიცი რუსეთი ჩვენი დაუძინებელი და საუკუნოვანი მტერია,აი ამის თქმის ვაჟკაცობა კი არ გაქვთ, შენ და შენნაირ რუსეთუმე სპორტსმენებს.აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!!!!
საქართველო უპირველესად
30 იანვარი 2024 23:42
13
ბრწყინვალეა.... რაც უფრო მეტი ასეთი ტიპაჟი დაუფარავად აქვეყნებს თავის გასამართლებლად ასეთი სახის ინტერვიუებს, მით უფრო აშკარა ხდება თუ რასთან გვქონდა საქმე 2004 წელს და რა ხდება 2012 ის მერე.საიბედუროდ ჩვენ ამჯერადაც ჩამოვრჩით ცივილიზაციის მატარებელს და ჩავჯექით ტიუმენის მიმართულებით მიმავალ "პლაცკარტში". არა უშავს, ისევ თავისუფლად გავყიდით მჟავე მანდარინსა და მღვრიე ღვინოს ვორონეჟსა და ჩელიაბინსკში.გაიხარე ერო. ეტყობა ასე გვირჩევნია.
Walter White
30 იანვარი 2024 23:40
13
ნამდვილად მეტის ღირსები არ ვყოფილვართ,ამ შემეტენეობას და კოლაბორაციონიზმს ვერ იტანს ახალგაზრდობა ამიტომ გარბის ამ ქვეყნიდან,აქ მყოფების უმეტესობა კი სტოკჰოლმის სინდრომით არის შებყრობილი!!!!!
სანდრო
31 იანვარი 2024 00:10
9
აი ყოჩაღ!!მოროშკინა შენით ამაყობს!!!!
გრუზინი
30 იანვარი 2024 23:35
11
არა ბოჭო შენ დანით რაზბორკებზე და თავნებზე ირბინე და თავზე გადაი…., სააკაშვილი კი მოგეფერება
ტტტტ
30 იანვარი 2024 22:49
18
ამან თავის ციხითა და სააკათი ხომ წაიღო კიდევ ტვინი - ერთი ნელსონ მანდელა იტანჯებოდა სიმართლისათვის და მეოეე ეს
Givi
30 იანვარი 2024 22:21
16
ვინც დემეს იცნობს ახლოდან ან შორიდან კრიმინალობა და ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობა როგორ უნდა დააბრალო და გასროკო, რათ უნდა ამას დიდი ფილოსოფოსობა რომ ამით მაშინდელმა ხელისუფლებამ ქულები დაიწერა
მამუკა
30 იანვარი 2024 21:53
34

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული