საჯარიმოს გარედან - არაბიძემ "ჰერკულესს" სუპერგოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ესპანურ "ჰერკულესს" დაუპირისპირდა და გიორგი არაბიძის ულამაზესი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა.

სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 17 თებერვალს, ესტონური "ლევადიას" წინააღმდეგ გამართავს. 

შეგახსენებთ, ესპანური შეკრების პირველ მატჩში "ტორპედო" ნორვეგიულ "სტაბეკთან" 1:2 დამარცხდა.

alt"შემოთავაზება 3 ევროპული კლუბიდან აქვს, თუმცა თავად საუდის არაბეთში თამაში სურს" - "ტორპედოს" პრეზიდენტმა არაბიძეზე ისაუბრა

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

alt"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე

მკითხველის კომენტარები / 17 /
საქართველოს ნაკრების "მთავარი" მწვრთნელი ხიზანა თუ მოშორდება,მაშინ აუცილებლად ითამაშებს ნაკრებში. სწორედ ის ითვალისწინებს მისი ეგრეთწოდებული ზემდგომი ორგანოების მითითებებს. სანიოლი აუტჩიკად ჰყავთ
დავით 67
16 თებერვალი 2024 18:54
1
გულშემატკივრების სახელით სპორტულ ჟურნალისტებს მოვუწოდებ, გააქტიურეთ არაბიძის ნაკრებში გამოძახების საკითხი, წერეთ მაგ საკითხზე, "სანიოლს მისი ხედვა აქ" და მსგავსი სისულელეებით ნუ იტყუებთ თავს, ფაქტია ასეთი გოლის გამტანი ფეხბურთელი კვარაცხელიას გარდა არაა ნაკრებში, ჰაერივით ჭირდება ნაკრებს და უსამართლოდ არ იძახებენ. ურემი რომ გადატრიალდება მერე გვიანია ვიღაცის თითქოს კრიტიკა,დღეს ქართულ ფეხბურთს ზომიერების ფუფუნება არა აქვს. პირველ რიგში სწორედ ჟურნალისტები იგუბებთ პირში წყალს და კუდს უქნევთ არაპროფესიონალ ფედერაციებს.
ნიკა
16 თებერვალი 2024 09:17
0
ნიკალა და ღვთისავარ საუკეთესოები ხართ <3
odala
16 თებერვალი 2024 08:57
1
არაბიძის ამბავი იმას გავს 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყიფიანი რომ არ წაიყვანეს, ეხლა კი საქართველოს ნაკრებს არ მიყავს ასეთი გაქანების ფეხბურთელი (თან სსსრ-და საქართველოს ნაკრებს შორის რო შეადარო კონკურენციაში ცადა დედამიწაა სხვაობა) და ასეთი ბიჭი რომელსაც შეუძლია თამაში თავის თავზე აიღოს და არაფრიდან კრიტიკულ მომენტში გოლი ან პრე ასისტი დაგიდოს თან აგერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თამაშში ლუქსემბურგთან (რომელსაც ხვიჩა ტოვებს) მიზანმიმართულად აიგნორებენ ფაქტია.
თამამად ვიტყვი კვარა, ჩაკვეტაძე, არაბიძის გაქანების კრეატიული შემქმნელი არცერთი სხვა ქართველი ფეხბურთელი არ მოიძებნება ამ ეტაპზე არსად და ამ ტრიოს არ ეძლევა ერთად თამაშის შესაძლებლობა მაგრამ ეს სულ ესე ვერ გაგრძელდება გამორიცხულია, და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ამ სამს ნებისმიერი ტოპ ნაკრების დაცვისთვის შეუძლია "წირვის გამოყვანა" არათუ მეორე ეშელონის ნაკრებებისთვის და დარწმუნებული ვარ ქართველ გულშემატკივარს მალე მოგვეცემა მათი ერთად ხილვის ბედნიერება "ჯვაროსნების" ფორმით, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიტყვი სტიქიური უბედურება იქნებიან ნებისმიერი რანგის თუ კალიბრის მოწინააღმდეგისთვის.
Charley
16 თებერვალი 2024 02:12
3
არაბას შეცდომა იყო ის, რომ ნაკრების მაისურით პირველივე მატჩში გოლი გაიტანა.
არ უყვარს ჩვენ ფედერაციას გამარჯვება და რა ვქნათ.
კვარას დადებითი ტესტიც მოგონილი იყო. 100% ვიცი, რომ ერთი თვის შემდეგ ჩაბარებულ ანტიტელების ანალიზები უარყოფითი იყო.
ნიკი
15 თებერვალი 2024 23:50
8
ამ ბიჭს პატრონი არ ყავს თვარაა. პატრონი კი ყავს, მარა ფედერაციაში არ ყავს და ამაშია საქმე.
კ ო მ ბ ლ ე
15 თებერვალი 2024 23:19
2
არაბიძეს არ იძახებენ ნაკრებში ცოცხალი თავით და რუს მარადიშვილს მზად არიან ზედ გაეგონ!!!!
ბექა
15 თებერვალი 2024 22:35
1
ეგ არის ქართველების დამახასიათებელი თვისება!!უცხოს უნდა გადაყვნენ და თავისიანი არ დააფასონ,მარადიშვილზე მეტი არ აქვს გაკეთებული ნაკრებში?ან ქართულ ფეხბურთში?
ბექა-ს
16 თებერვალი 2024 01:04
2
თითქმის დარწმუნებული ვარ დინამო თბილისში რომ იყოს ან უცოხეთში დაუძახებენ როგორი საჭირო კაცია ლუქსებურგთან კავარას არ ყოფნაში მერე ფინალში თუ გავედით ეს კავარაც იფ იფ
macbook pro
15 თებერვალი 2024 22:03
2
არის ხქლხი, რომელიც დეკემბრიდსნ მოყოლებული ლანძღავს არაბიძეს. ზოგი წონას უწუნებს, ზოგი გუშინდელ დღეს უწოდეს მის სათამაშო სტილს, ზოგი რას ამბობს და ზოგი რას. ჯერ ერთი დამისახელეთ საქართველოს ჩემპიონატში და თუნდაც ჩემპიონატს გარეთაც, (კვარას და ჩაკვეტაძის გარდა) რომელი შემტევი გვყავს უკეთეს ფორმაში? მერე მეორე, აქვს შესანიშნავი კოედნის ხედვა, შორეული დარტყმა, ტექნიკა და ბოლომდე იხარჯება. საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო იყო და ახლაც ეტყობა რომ ფორმაშია. რა უნდა გააკეთოს ამ ბიჭმა მეტი? გოლები გააქვს, ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს, საგოლე პასები და ფლანგიდან ფლანგზე გადატანები შესანიშნავი აქვს. შანს რქტომ არ იმსახურებს? იქნებ და საერთოდ ვერ შეეწყო გუნდს ან არ გამოსდის ნაკრებთან ერთად თამაში მაგრამ, ეს რომ გაიგო ხომ უნდა გამოსცადო? მითუმეტეს ახლა როდესაც კვარა გვაკლია. თუმცა ძლიერი სათადარიგო სკამიც რომ აუცილებელია დღევანდელ ფეხბურთში ესეც ფაქტია. კონკურენცია ყველასათვის საჭიროა, რომ არ მოდუნდეს. დამისახელეთ არაბიძეზე უკეთესი სათანადო შემცვლელი თუნდაც კვარასი ნაკრებში. თუმცა კვარას პოზიციის გარდა, ბევრ პოზიციაზეა არაბიძის გამოყენება შესაძლებელი. წარმატებები ტორპედოს და ყველა ქართულ კლუბს.
სიმართლე უნდა ითქვას
15 თებერვალი 2024 21:16
1
დამისახელოს ვინმემ უკეთესი შემტევი რომელსაც შორიდან დარტყმა, ტექნიკა, საუკეთესო პასი, მოედნის ხედვა და ბრძოლის ჟინი ერთიანობაში აქვს ეს ყველაფერი. თუ ფორმაშია, ქვეყნისათვის წარმატების მოტანა შეუძლია და სურვილი აქვს სამშობლოს გამოადგეს, საერთოდ არ მაინტერესებს სად თამაშობს, ვისი ახლობელი თუ ნათესავია და ა.შ. მთავარია ნაკრების წარმატება.
სიმართლე უნდა ითქვას
16 თებერვალი 2024 07:42
0
ლექსო-ს გეთანხმები ძმაო. არ გვაქვს ფუფუნება იმის რომ რომელიმე ნიჭიერი ფეხბურთელი დავაიგნოროთ. არც სამართლიანი არ არის. რა უნდა გააკეთოს ამ ბიჭმა მეტი? რაც მისი პოზიციის ფეხბურთელს მოეთხოვება ყველაფერი იდეალურად გააკეთა. მერე მეორე, სათადარიგოზე მაინც უნდა გყავდეს სულ მინიმუმ. ჯერ ერთი ყველა ფეხბურთელს სჭირდება შემცვლელი. თამაშის გასამწვავებლად ვინ შეიძლება შეიყვანოს? გვაქვს კი დიდი არჩევანი. რაც უფრო მეტია კარგი ფეხბურთელების რაოდენობა და რაც უფრო გრძელია სათადარიგოთა სკამი, მწვრთნელსაც მანევრირების უფრო დიდი საშუალება აქვს. ყველანაირი რესურსი უნდა იქნას გამოყენებული ნაკრების წარმატებისათვის. ნაკრები ქვეყნის სახეა და სამშობლოსათვის ყველა რესურსი უნდა იქნას გამოყენებული. იმედია ვიხილქვთ ნაკრებში. უბრალოდ ხომ შეიძლება გამოიძახონ და ნახონ როგორ ჯდება ჩვენი გუნდის სათამაშო ტაქტიკაში. ამაში მაინც რა უშლით ხელს რომ ვარჯიშებზე მაინც დააკვირდნენ?
სიმართლე უნდა ითქვას
16 თებერვალი 2024 07:37
0
ყველა გამოხმაურება
უსაზღვროდ ნიჭიერი.ყველას გვინდა და ველით;რომ ის მაქსიმალურად შეძლებს თავისი პოტენციალის რეალიზებას.წარმატებები,გიორგი!!!
ბრაზი
15 თებერვალი 2024 20:42
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული