საჯარიმოს გარედან - არაბიძემ "ჰერკულესს" სუპერგოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ესპანურ "ჰერკულესს" დაუპირისპირდა და გიორგი არაბიძის ულამაზესი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა.

სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 17 თებერვალს, ესტონური "ლევადიას" წინააღმდეგ გამართავს. 

შეგახსენებთ, ესპანური შეკრების პირველ მატჩში "ტორპედო" ნორვეგიულ "სტაბეკთან" 1:2 დამარცხდა.

alt"შემოთავაზება 3 ევროპული კლუბიდან აქვს, თუმცა თავად საუდის არაბეთში თამაში სურს" - "ტორპედოს" პრეზიდენტმა არაბიძეზე ისაუბრა

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

alt"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე

მკითხველის კომენტარები / 17 /
არის ხქლხი, რომელიც დეკემბრიდსნ მოყოლებული ლანძღავს არაბიძეს. ზოგი წონას უწუნებს, ზოგი გუშინდელ დღეს უწოდეს მის სათამაშო სტილს, ზოგი რას ამბობს და ზოგი რას. ჯერ ერთი დამისახელეთ საქართველოს ჩემპიონატში და თუნდაც ჩემპიონატს გარეთაც, (კვარას და ჩაკვეტაძის გარდა) რომელი შემტევი გვყავს უკეთეს ფორმაში? მერე მეორე, აქვს შესანიშნავი კოედნის ხედვა, შორეული დარტყმა, ტექნიკა და ბოლომდე იხარჯება. საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო იყო და ახლაც ეტყობა რომ ფორმაშია. რა უნდა გააკეთოს ამ ბიჭმა მეტი? გოლები გააქვს, ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს, საგოლე პასები და ფლანგიდან ფლანგზე გადატანები შესანიშნავი აქვს. შანს რქტომ არ იმსახურებს? იქნებ და საერთოდ ვერ შეეწყო გუნდს ან არ გამოსდის ნაკრებთან ერთად თამაში მაგრამ, ეს რომ გაიგო ხომ უნდა გამოსცადო? მითუმეტეს ახლა როდესაც კვარა გვაკლია. თუმცა ძლიერი სათადარიგო სკამიც რომ აუცილებელია დღევანდელ ფეხბურთში ესეც ფაქტია. კონკურენცია ყველასათვის საჭიროა, რომ არ მოდუნდეს. დამისახელეთ არაბიძეზე უკეთესი სათანადო შემცვლელი თუნდაც კვარასი ნაკრებში. თუმცა კვარას პოზიციის გარდა, ბევრ პოზიციაზეა არაბიძის გამოყენება შესაძლებელი. წარმატებები ტორპედოს და ყველა ქართულ კლუბს.
სიმართლე უნდა ითქვას
21:16 15-02-2024
1
უსაზღვროდ ნიჭიერი.ყველას გვინდა და ველით;რომ ის მაქსიმალურად შეძლებს თავისი პოტენციალის რეალიზებას.წარმატებები,გიორგი!!!
ბრაზი
20:42 15-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული