საქართველოს ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

25 და 28 თებერვალს, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მოახლოებული შეხვედრებისთვის მზადება ირის ანტმანის გუნდმა 16 თებერვალს, თბილისში დაიწყო. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი), თათია გაბუნია (კვარტალი, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი, ხობი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი, თბილისი), ნინო
ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ელენე ენჯიბაძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ტატიანა მატვეევა (ასია სპორტი, თურქეთი), ანა პავლიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სალომი დიმოპულო (კვარტალი, თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), მაიკო ბებია (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

მატჩების განრიგი

25 თებერვალი | საქართველო - ჩრდ. მაკედონია | 15:00

28 თებერვალი | საქართველო - ჩრდ. მაკედონია | 15:00

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს საქართველოს ნაკრებია თუ თბილის-სამეგრელოსი?
დავით
23:01 16-02-2024
1

სიახლეები პოპულარული