არაბიძეს ვერ აჩერებენ - გიორგის მაგარი გოლები "ვილიარეალის" მეორე გუნდის წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტორპედო" ამხანაგურ მატჩში "ვილიარეალის" მეორე გუნდს ეთამაშება. სტივ კინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 4:1 დაამარცხა.

ქუთაისელთა მხრიდან თავი კვლავ გიორგი არაბიძემ გამოიჩინა და "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა. არაბიძემ მატჩის მიწურულს მესამე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. "ტორპედოდან" სადებიუტო გოლის გატანა ფელიპე პირესმა მოახერხა.

გთავაზობთ ვიდეოს.

ვიდეო: სპორტმიამბე

altერთმანეთზე ლამაზი გოლები - არაბიძემ "ლევადიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]

alt"ტორპედოს" დასახული მიზნების მისაღწევად არაბიძე სჭირდება - გუნდის ლიდერის დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია

altსაჯარიმოს გარედან - არაბიძემ "ჰერკულესს" სუპერგოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
ორივე მეკარემ გაუშვა რა არის აქ მაგარი?!
გიო
06 მარტი 2024 15:32
1
ერმი მაგ უაზრო ფორმას გამოცვლიდეთ რაა.სად ტორპედო სად ფიროსმანი ვერ ვხვდები.
გიორგი IV
21 თებერვალი 2024 17:56
2
ქართული საკლუბო ფეღბურთი დასამარდა დასაფლავდა გასაზიზღრდა ყველაფერი ერთად
სასაცილოა
21 თებერვალი 2024 13:47
1
შემოსევია ფედერაციის ტროლები ფლავიუსის ხემძღვანელობით
!!
21 თებერვალი 2024 12:13
0
ერთგან ეწერა, რომ არაბიძის კარგი თამაში დროებითი გამონათებაა და სტაბილური არ არისო. სტივ კინი იცნობს თანამედროვე ფეხბურთს და მან არაბიძეს და მის გუნდელებს ტაქტიკურად გამართული საფეხბურთო აზროვნება ასწავლა. როდესაც ფეხბურთელი ფიქრობს სად გაიხსნას, როდის გაიხსნას, გადადგილდეს, ის მთლიანად თამაშშია ჩართული, მისი აზროვნება მთლიანად გუნდურ ქმედებაზეა, პარტნიორებთან ურთიერთობაზე, თამაშის ორგანიზებაზეა აგებული და გარემო ფაქტორების ზემოქმედებას, როგორიცაა უცხო მოედნის ფაქტორი, ნაკლებად განიცდის.
ჩვენ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დავკარგეთ იმის გამო, რომ თანამედროვე ფეხბურთის ქმედებისგან შორს არიან, არ იციან დროული პასი (ბურთს ათრევენ უაზროდ), არ იციან უბურთოდ მოძრაობის, დროული გახსნის, მანევრის მნიშვნელობა, გუნდური ურთიერთქმედება. ტექნიკურ ფეხბურთელს, როგორც კი მიეცემა განსწავლულ მწვრთნელთან ურთიერთობა, მაშინვე იწყებს განვითარებას, როგორც არაბიძის შემთხვევაში მოხდა. სამწუხაროდ, იგივე პრობლემა გვაქვს ეროვნულ ჩემპიონატში და ნაკრებშიც. როგორც კი კვალიფიციური მწვრთნელი დაინიშნება ნაკრებში (არადა ვერ ისწავლა კალაძე-კობიაშვილ-ხიზანიშვილის კრებულმა თანამედროვე ფეხბურთი), ჩვენი გუნდი მაშინვე გარდაიქმნება და უფრო მაღალი მიზნებისაკენ დაიწყებს ბრძოლას.
მარადიშვილზეც მინდა ვთქვა. არ არის ეს ბიჭი ნაკრებისათვის დასაკარგი. იმას, რასაც მის გარშემო რუსული პრესა ავრცელებს, ეს პროპაგანდაა და ნუ დავუჯერებთ. ყოველი მეორე შეკითხვა მის წარმომავლობას და ქვეყნების შედარებას ეხება. რამდენადაც ვიცი, ის და მისი ოჯახი ქართველობს და ვინმემ თუ იცის რას ნიშნავს რუსეთში ქართველობა, რამდენ პრობლემასთანაა ეს დაკავშირებული. ასე რომ, თუ ეს ბიჭი ნაკრებში გაქაჩავს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. აფრიკიდან ჩამოგვყავს სპორტსმენები და თუ იმსახურებს, ჩვენ ჯიშს ხელს ნუ ვკრავთ.
თენგაბი
21 თებერვალი 2024 11:57
0
ბევრჯერ შევხვდი ამ ადამიანისადმი დამცინავ კომენტარს უკვე. ზოგი რით ამართლებს ამ ბიჭის გამოუძახებლობას და ზოგი რით. ბოდიში მაგრამ მაინცადამაინც სახელები და გვარები უნდა ჩამოვთვალოთ რამდენი უთამაშებელი თუ არასტაბილური ფეხბურთელი გამოუძახებიათ და მეტიც, უთამაშებიათ წინა თამაშებში? თუ არც ის ფეხბურთელები გახსოვთ ნახევარ ტაიმს რომ ვერ ქაჩავდნენ ფიზიკურად? გველესიანიც თურმე ვერ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს. არ ვიცი რა პირადული დამოკიდებულებები გაქვთ ამ ფეხბურთელების მიმართ მაგრამ, როდესაც ქვეყანას ეხება საქმე, ყველამ გვერდზე უნდა გადადოს პირადი და საერთო საქმე უნდა აკეთოს. ფაქტია ეს ბიჭი ძალიან მაგარ ფორმაშია. ისიც ფაქტია, რომ მოედანზე დიდი განსხვავების შექმნა შეუძლია, რაც უმნიშვნელოვანესია დღევანდელ ფეხბურთში. 4 თამაშში 6 გოლი. ჯარიმა- იდეალური, პენალტი იდეალური, შორიდან დარტყმა იდეალური, მოედნის ხედვა შესანიშნავი. ამასთანავე კარგი დრიბლინგი. თითქმის არ კარგავს ბურთს. ბევრი გვყავს ასეთი მოთამაშეები? ამ ბიჭს აქვს სწორედ ის რაც ჩვენს ნაკრებს აკლია. შორეული დარტყმა, სტანდარტულების კარგი შესრულება და ბურთის დაჭერა. მთავარია ნაკრებს გამოადგეს და არ მაინტერესებს ვინ ვისი ახლობელია, ვინ სად თამაშობს ან ვის როგორი ხასიათი აქვს. თუ გუნდს და შესაბამისად ქვეყანას გამოადგება და კარგ ფორმაშია, ვინც გინდა ის იყოს და სადაც გინდათ იქ თამაშობდეს. მთავარი დადებითი რეზულტატით დასრულებული სანაკრებო მატჩებია. წარმატება მარტის მატჩებში იქნება უდიდესი ბედნიერება ჩვენი ერისათვის, უდიდესი სახელი ჩვენი ფედერაციისა და სამწვრთნელო შტაბისათვის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ბევრ ჩვენა სპორტსმენს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს. ყველამ ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ, ის რაც ჩვენს ქვეყანას წარმატებას მოუტანს. ფეხბურთელიდან დაწყებული, გულშემატკივრით დამთავრებული, მხოლოდ ერთზე უნდა ფიქრობდეს, როგორ მოვუტანოთ ქვეყანას წარმატება. ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაკისრია სამშობლოს წინაშე და ეს კარგად უნდა გავითავისოთ. წარმატებები საქართველოს.
სიმართლე უნდა ითქვას
21 თებერვალი 2024 10:50
0
საქართველოს ნაკრებისათვის საჭირო ფეხბურთელია არაბიძე. ეფექტური შეტევისათვის აუცილებელია სრულყოფილი თავდამსხმის ხაზი - მარცხნივ ხვიჩა, მარჯვნივ არაბიძე, ცენტრში ბუდუ ან მიქაუტაძე. ახალკაცის დროს თბილისის „დინამოში“ გუცაევის სწრაფი, ფლანგური გარღვევების და მეტოქის საჯარიმოში პასის შედეგად უამრავი საგოლე მომენტი იქმნებოდა. დღეს სწრაფი ფლანგური გარემარბები არა გვყავს. მარტო ხვიჩას მონდომება პრობლემას ვერ გადაწყვეტს, ხოლო სანამ ფლანგელი მცველები, კაკაბაძე და აზაროვი, მეტოქის საჯარიმომდე ჩავლენ, სწრაფი შეტევის განხორციელების ძვირფასი დრო იკარგება, მეტოქეს დაცვის ორგანიზება მოსწრებული აქვს უკვე და ზონები გადაკეტილია. ამიტომ არის გაუთავებელი პასები გვერდებზე და უკან. გარდა ამისა, მცველების შეტევაში სისტემატური ჩართვის შედეგად დაცვის შესაბამისი ზონა შიშვლდება და მიუხედავად ცენტრალური მცველების დაზღვევისა, მეტოქის სწრაფ კონტრშეტევას მოუმზადებელი ვხვდებით. ეფექტური და სწრაფი შეტევის განსახორციელებლად საჭიროა სწრაფი თავდამსხმელები და ფლანგების მაქსიმალური გამოყენება. ვფიქრობ, მარცხნივ ხვიჩა და მარჯვნივ არაბა, ამ პრობლემას მოაგვარებენ.
გარდა ამისა, ვახტანგ ქორიძის (ტუხა) და მანუჩარ მაჩაიძის შემდეგ, მანამდე კუტივაძე, საჯარიმო დარტყმების შემსრულებელი არ გვყოლია. ვფიქრობ, არაბა ამ პრობლემასაც მოაგვარებს.
თენგაბი
21 თებერვალი 2024 10:19
0
ეს ხალხი ელამია ???
გიორგი
20 თებერვალი 2024 23:50
1
სამაგიეროდ გამოიძახებენ ნაკრებში რუს მარადიშვილს!
სოსო
20 თებერვალი 2024 23:34
5
გამოიძახებენ ნუ აყაყანდით ინტრიგები.
ამ გველესიანზე რო წერთ კიდე-არავის არა აქვს მაგის ჟინი,გამოიძახა და შეკრებაზე შეატყო ვილიმ რო არ არის ნაკრების დონე,ერთი საქმეა ნაფუხქორებს და "შაჰ აბას იუნაიტედებს" რო ეთამაშები და მეორე -კაცს თხოვ ჰალანდთან და ფერან ტორესთან გათამაშოს.
სამწუხაროდ იმ ეტაპზე ისევ ცისარტყელა კაშია ჯობდა და ამ არსებას ახლა დაუძახებენ და ნუ შეი..თ
თუ არა და გამომიარეთ და ფედერაცია ერთად გავპ..დოთ
Levani
20 თებერვალი 2024 22:58
8
ინტრიგნობა არაფერ შუაშია. არავინ არ არის ჩასაფრებულ პოზიციაში აქ. ეს ბიჭი შარშანაც ძალიან პროდუქტიული იყო და ძალიან კარგად თამაშობდა(რატომაც დააჯილდოვეს), მაგრამ ამხანაგურ მატჩებშიც კი არ გამოუძახებია არა თუ ოფიციალურში. ვარჯიშებზეც კი არ დაკვირვებია. ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ ხალხი იმავეს ელის ახლაც. მაშინაც გაუგებარი იყო ამ ადამიანის გამოუძახებლობა და სხვებისაც ასევე. გასაგებია რომ ყველას ვერ ათამაშებ, გასაგებია სტაბილურობა გსურს მაგრამ გაფართოებულ შეკრებაზე და ამხანაგურებში მაინც ხომ შეიძლება სხვა ფეხბურთელებსაც დააკვირდე? თუ ბევრი გვყავს მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები?
სიმართლე უნდა ითქვას
23 თებერვალი 2024 23:07
0
უკაცრავად, თქვენი აზრით გველესიანზე უკეთეს ჩემპიონატში თამაშობს კაშია? ევროპაში ყველა ჩემპიონატი ნამდვილად ვერ სჯობნის აზიისას. არც აზიის ჩემპიონთა ლიგაა კონფერენს ლიგაზე ნაკლები, სადაც შტურმთან დიდი ანგარიშით დამარცხდა სლოვანი. თუ სისწრაფით და ფიზიკური ფორმით სჯობს კვირკველია ან კაშია? უდიდესი პატივისცემა მათ. ისინი გუნდში აუცილებლად უნდა იყვნენ. გამოცდილების მქონე ფეხბურთელები აუცილებელია და ასევე მათი დაფასებაც აუცილებელია. მაგრამ რამდენად არიან ძირითადის და შეუცვლელი ფეხბურთელები ვხედავთ მგონი. ყველამ უნდა ვიფიქროთ გუნდურად. თუ რა არის უკეთესი ნაკრებისათვის.
სიმართლე უნდა ითქვას
23 თებერვალი 2024 23:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული