მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა, მარიამ კალანდაძემ და ტატიანა მატვეევამ ისაუბრეს.
საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხზე შემოგთავაზებთ.
ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ხატია ჭყონიას გარდა, რომელიც ბოლო შეხვედრაში დაშავდა, მოახლოებულ მატჩებს ყველა
ჩემი აზრით, საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე დავიწყეთ, მიუხედავად იმისა, რომ წილისყრა მარტშია. მსურს ფეხბურთელების და მათი განვითარების ხილვა. ვფიქრობ, პროგრესი აქვთ. ვარჯიშებზე კარგი ატმოსფეროა და მსურს, რომ ის, რასაც ფეხბურთელები ვარჯიშებზე აკეთებენ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებში მოედანზე ვიხილოთ. მოწინააღმდეგე ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ თითოეულ მატჩში გამარჯვება გვსურს.
პირველ მატჩი კვირასაა და მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაუჭირონ ფეხბურთელებს. თამაშიდან თამაშამდე უფრო შემტევი გუნდი ვხდებით. გვსურს, რომ ვდომინირებდეთ მოედანზე და სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ. ვფიქრობ, გულშემატკივარი მოვა და ისიამოვნებს ჩვენი გუნდის თამაშით“.
მარიამ კალანდაძე (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): „ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ, თუმცა გვქონდა ინდივიდუალური დავალებები. ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეგვესრულებინა და შეკრებისთვის ფორმაში ვყოფილიყავით. დიდი სურვილი გვაქვს, რომ შესარჩევს შევხვდეთ პოზიტიური ხასიათით, რასაც, რა თქმა უნდა, გამარჯვებებით მივაღწევთ. გულშემატკივრების თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ეს წინა მატჩებში იყო“.
ტატიანა მატვეევა (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): „სათამაშოდ მზად ვართ. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. იმედია, ეს განწყობა და ჩვენი ვარჯიშები თამაშზე აისახება. ვეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ. ველოდებით ყველას, რომ მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ ხვალინდელ შეხვედრაში“.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი), თათია გაბუნია (კვარტალი, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი, ხობი)
დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ტატიანა მატვეევა (ასია სპორტი, თურქეთი), ანა პავლიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სალომი დიმოპულო (კვარტალი, თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), მაიკო ბებია (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)
მატჩების განრიგი
25 თებერვალი | საქართველო - ჩრდ. მაკედონია | 15:00
28 თებერვალი | საქართველო - ჩრდ. მაკედონია | 15:00
nakrebi.ge