საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. ირის ანტმანის გუნდმა ამხანაგურ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 სძლია.
გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 53-ე წუთზე გახსნა - ანა ჩემინავას პასით გოლი მაიკო ბებიამ გაიტანა. 61-ე წუთზე, თეონა ბაქრაძის პასით უპირატესობა ორამდე ანა ჩემინავამ გაზარდა. 83-ე წუთზე, ჩემინავამ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის მეორე ამხანაგურ მატჩი 28 თებერვალს გაიმართება. შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე შედგება და 15:00 საათზე დაიწყება.
ირის ანტმანი
(ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გოგონებმა პირველივე წუთიდან კარგად ითამაშეს, თუმცა პირველ ტაიმში თავდაჯერება დააკლდათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. მეორე ტაიმი კი შესანიშნავად დაიწყეს, ბევრს მოძრაობდნენ უბურთოდ და გააკეთეს ყველაფერი, რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობდით. ბედნიერი ვარ. თითოეული თამაში, რომელსაც მოვიგებთ, მეტ თავდაჯერებას და რწმენას შესძენს გუნდს".
ანა ჩემინავა (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "მინდა გოგონებს და გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. სასიხარულოა, რომ წლის პირველ მატჩში ორი გოლი გავიტანე, უბედნიერესი ვარ. დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე თამაშსაც გამარჯვებით დავასრულებთ".

nakrebi.ge