საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნის შანსი მე-8 წუთზე ჰქონდა, თუმცა თეონა ბაქრაძის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი არაზუსტი აღმოჩნდა. მატჩის ერთადერთი გოლი კი თამარ ტატუაშვილმა მე-18 წუთზე გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი, რომელიც 25 თებერვალს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
5 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გახდება ცნობილი. საკვალიფიკაციო
ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "საკმაოდ დიდი შეკრება გამოვიდა. გოგონებმა 14 დღის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს. ორი რთული თამაში ჩავატარეთ 48-საათიანი ინტერვალით. ჩვენთვის ეს ძალიან კარგი შედეგია. ბევრი გამოწვევა გვქონდა ვირუსის გამო, მეორე მატჩის წინ რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა. თუმცა, ბედნიერი ვარ, რადგან იმ მოთამაშეებმა, რომლებიც დღეს მოედანზე გამოვიდნენ, თამაშის მოგება შეძლეს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საკმაოდ დიდი შემადგენლობა გყავს და ფეხბურთელებს ნებისმიერი დროს და ნებისმიერ პირობებში შეუძლიათ გამარჯვებისთვის ბრძოლა, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის.
ერთა ლიგაზე მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მცირედი დაგვაკლდა. ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, თუმცა მომდევნო ციკლში უკეთესი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. ბედნიერი ვარ, რადგან შეკრებიდან შეკრებამდე გოგონები აუმჯობესებენ საკუთარ თამაშს".
ანასტასია ბოლქვაძე (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "დღევანდელი თამაში ძალიან რთული აღმოჩნდა. გვაკლდნენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ ამ თამაშის მოსაგებად. მნიშვნელოვანი იყო, რათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დადებითი ემოციებით შევხვდეთ. ვამაყობ ჩვენი გუნდით. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ორკვირიანი ციკლი გამოგვივიდა".
nakrebi.ge