"არაგვმა" ახალწვეულები წარადგინა და ახალი სეზონის წინ მიზნები დასახა

AutoSharing Option
"არაგვმა" ახალი სეზონის დაწყების წინ ახალწვეულები წარადგინა და ქართული სპორტული მედიისათვის სასტუმრო "ათლეტუქსში" პრესკონფრენცია გამართა, სადაც "არაგვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ხუბეჯაშვილმა, სპორტულმა დირექტორმა ილია ვეკუამ და მთავარმა მწვრთნელმა დავით ქოქიაშვილმა ისაუბრეს.

ეროვნული ლიგა 2 - ის ახალი სეზონის წინ "არაგვში“ იასპარეზებენ ახალწვეულები: ლუკა ნანავა, ნიკა გაბელაია, კიჭი მელიავა, დავით მაისაშვილი, გურამ ადამაძე, ნიკოლოზ აფაქიძე, ანდრო ნემსაძე, გიორგი გეგია, გიორგი ჯანელიძე, კობა ქებურია, გიგა წურწუმია, ლაშა ჯღამაია, ლევან წოწონავა, ოთარ ტორაძე, დავით კირკიტაძე, გიგა ამბროლაძე და დიორბეკ ტაიროვი.

გიორგი ხუბეჯაშვილი ("არაგვის“
აღმასრულებელი დირექტორი)
: "გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო. ლიგა 3 - ში დამაჯერებელი ასპარეზობის შედეგად დავწინაურდით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებით ვიასპარეზოთ. ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში გადასვლაა. მომავალ სეზონში რეგიონულ ლიგაში იასპარეზებს "არაგვი 2“; ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ჩემპიონატებში ითამაშებენ "არაგვის“ ჭაბუკთა გუნდები. მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, ილია ვეკუა. სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა ფიზმომზადების მწვრთნელი, ვასილ პავლიაშვილი. "არაგვი 2“ - ს ვაჟა ლომაშვილი გაწვრთნის. მას გიორგი ჭეიშვილი დაეხმარება. რაც შეეხება ფინანსებს, არის სპონსორთა ჯგუფი, კიდევ მიმიდინარეობს მოლაპარაკება პოტენციურ ინვესტორებთან. საშინაო მატჩებს სართიჭალაში გავმართავთ. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას ვეტყვი თითოეულ ჟურნალისტს. სამომავლოდაც მჭიდროდ ვაპირებთ მედიასთან თანამშრომლობას.

ილია ვეკუა ("არაგვის“ სპორტული დირექტორი): "მიგვაჩნია, რომ "არაგვი“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში გადასვლაა. ეს ჩემთვის შინაური გუნდია, ადრეც ვმუშაობდი აქ. ყველაფერს გავიღებთ იმისათვის, რომ მომავალ სეზონში წარმატებით ვითამაშოთ. დიდი მადლობა მედიას დაფასებისა და ყურადღებისათვის. ჩვენთვის თქვენი აქტიურობა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.“

დავით ქოქიაშვილი ("არაგვის“ მთავარი მწვრთნელი): "მომავალ სეზონს დიდი იმედით ვეგებებით. ამბიციური მიზნები გვაქვს. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი ლიგა იქნება. არის რამდენიმე კლუბი, რომელსაც მიზნად ეროვნულ ლიგაში აღზევება აქვს, მაგრამ კონკრეტულ ფავორიტს მე ვერ გამოვარჩევ. ნებისმიერ გუნდთან დიდი ბრძოლა გვექნება.
ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ესაა: ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ. "არაგვი“ ყველა შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავა მინდორზე.

მიმაჩნია, რომ ძალიან ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრები. ბოლომდე მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც გუნდში არიან. მადლობა ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორს, ილია ვეკუას ნაყოფიერი სელექციისათვის. „არაგვი“ არის ერთი ოჯახი. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს მოსვლისათვის, დაფასებისათვის. მომავალშიც ამ რეჟიმში ვითანამშრომლებთ მედიასთან.“

altეროვნული ლიგა დაიწყო - ბათუმის "დინამომ" "კოლხეთს" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძრწოდეთ და გეშინოდეთ, არაგვი მოდის)))) ისე, თეთრია ეგ თუ შავი?))))
სად დაერხათ დანარჩენებს...)))
14:16 03-03-2024
1
მართლა რა აზრი ასეთ გუნდებს 200 კაცი რო არ მივა სტადიონზე მასეთი გუნდები უმაღლესშიც არიან გაგრა და საბურთალო
Beqa
20:03 02-03-2024
2

სიახლეები პოპულარული