ვილი სანიოლს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შესაძლოა უახლოეს მომავალში ირლანდიის ნაკრები ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს უახლოეს
მომავალში აუცილებლად დატოვებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად სხვა რამდენიმე სპეციალისტისა, სანიოლი ამჟამად ირლანდიის ნაკრებისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატურაა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა "დინამო არენაზე" 19:00 საათზე დაიწყება.

altსანიოლის სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო - რა ნახა ფრანგმა ქუთაისში? [VIDEO]

altსანიოლი ვიზიტებს განაგრძობს - ამჯერად ჩაკვეტაძეს შეხვდა

alt"ქართველები უნიკალურები არიან! მათთვის მთავარი

გამარჯვებაა და არა ფული ან სხვა წარმატება" - ვილი სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ
მკითხველის კომენტარები / 33 /
იმედია რაღაც შესაგუებელ განცხადებასთან არ გვაქ საქმე ნეგობრებო...თორე წარმატებები ვუსურვოთ არაა ვილის წასვლა დიდი დარტყმა,ჩვენი ნაკრები გაიზარდა და ვფიქრობ გაცილებით მაღალი დონის მწვრთნელი უნდა ჩაუდგეს სათავეში..ვფიქრობ ფედერაციამ კარგად დაზოგა ვილის მოყვანით ბიუჯეტი,ეხლა გუნდი მინიმუმ 3 ძალიან ძლიერი ფეხბურთელით და 8-9 საშვალოზე მაღალი დონის 25 წლამდე ბიჭით იწონებს თავს!! ორი წლიანი კონტრაქტი თუნდაც ყურში ძალიან მოხვდეს ვინმეს ისეთი თანხაა გამოსაძებნი და შესაბამისად მწვრთნელიც, ამბიციური კაცი თანამრდროვე ხედვით ამ გუნდს შეიძლება ისე გაასროლინოს სულ შეიცვალოს და სასიკეთო რელსებზე გადავიდეს მთელი ქართული ფეხბურთი!!! ასე რომ გარისკვად ღირს!!
მირო
08 მარტი 2024 06:33
5
ერთი ნაბიჯი დაგვრჩა ევროპაზე გასასვლელად, ამ შედეგამდე რომ მივსულიყავით ამისათვის ვაისმა და იქამდე ქეცბაიამ ბევრი გააკეთეს, ამის გარდა დღეს ნაკრებში გვყავს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ მარჩის ბედის გადაწყვეტა, გარდა ამისა ქართველი მაყურებელი და გადატენილი სტადიონი, (ბოლო წლებია ნაკრების თამაშებზე სტადიონი ივსება) ხოდა ვაისი ადგება და ამ ყველაფერს საკუთარ თავზე მიიწერს, ოღონდ გავიდეთ და მიიწეროს, სანილოსთვის საქართველოს ნაკრები ყველა ვარიანტში კარგი ტრამპლინია მის კარიერაში
იკა
08 მარტი 2024 04:58
2
გავგიჟდები პირდაპირ-ს
მეც ეგ დავწერე რომ გასული არის ეგ გუნდი რამდენიმეჯერ და არ ჩაეთვლება გმირობად-აი უფრო მეტის მიღწევის კი რა გითხრა.
თუ ნახე ბოლო წლებში ირლანდიის თამაში გეცოდინება,მაგრამ რო გენახა არ გამაკრიტიკებდი.
იმ გუნდს რომელიც ჩვენ სიმპათიურად გვახსოვს რობი კინი დაფი და უკან ჯონ ოში ჰყავდა.
დღეს კიდე არავინაც არა ჰყავს,
არტურ მაკლინია მარცხენა ფლანგელი ცოტა აზრზე-გაიქცევა,ჩააწოდება და ეგ არის სულ მაგათი თამაში.
ახლა კიდევ ერთხელ ნუ მომწერ-მეთევზეები და მეპურეებიო.
რას ერჩი მეთევზეებს,მშვენიერი პროფესიაა.
დაიჭერ თევზს,გაყიდი.რასაც ვერ გაყიდი შეწვავ შეჭამ და იქნები ჯანზე.
ჩვენებს რო ყველას თსუ და გეპეი აქვს დამთავრებული იმიტომ ააშენეს ქვეყანა
Levani
08 მარტი 2024 02:54
1
არ გამიკრიტებიხარ!უბრალოდ ცოტა გადაამლაშე,როდესაც გენეტიკურად უფანტაზიო გუნდად მოიხსენიე,იმიტომ,რომ განსაკუთრებით 90-ში მართლაც ძლიერი თაობა ჰყავდათ:ბონერი,ოლირი,სტონტონი,ჰაუტონი,ოლდრიჯი,მაკგრათი,კასკარინო,კინი,ირვინი და ა.შ.თორემ დღევანდელი ჩვენი ნაკრები,ნამდვილად სჯობს ირლანდიას,თუნდაც კვარა და მარადას გამო!
არა მეგობარო
08 მარტი 2024 19:14
0
ვილი აუცილებლად წავა, გონიერი ევროპელია, თან ლუქსემბურგთან მაქსიმუმს გააკეთებს. პროფესიონალია და წერტილი.
თორნიკე
07 მარტი 2024 20:08
10
რაის პროფესიონალი?! ჩვენამდე, ერთადერთი გუნდი რომელსაც წვრთნიდა საფრანგეთის ახალგაზრდული იყო 20 წლის წინ და იქიდანაც მალევე დაახვევინეს. იმის მერე მაგას მწვრთნელიბასთან შეხება არ ქონია სანამ ჩვენებმა არ იპოვეს. ისე იმდენ მართლა პროფესიონალ ამჯერად უმუშევარ თუნდაც საშუალო დონის ( გვარდიოლასა და კლიპზე ხომ არაა საუბარი) მწვრთნელს შორის რომ ეგ იპოვო მართლა უნდა მოინდომო რა...
კაი ერთი
08 მარტი 2024 12:25
1
ოღონდ ჩვენ მოგვშორდეს და დაისვენებს სრულიად საქართველო ამ უნიათო კაცისგან
Koko17
07 მარტი 2024 19:55
32
ახლა ირლანდიას "ააშენებს"...
გია
07 მარტი 2024 17:15
11
მეტი რა შედეგი უნდა დაედო, ქართული ფეხბურთით? ერთი კვარა გვყავს. მაგის ნახევარი ჩაკვე (ნუ ტრამვების გამო, თორე ჩაკვე მაგარი იყო), და ხანდისხან ფეხბურთის მოთამაშეები-ნუ ამოირჩევა ერთი 3-4 კაცი. დანაჩენი კატასტროფა.
ჰოდა, ამიტომაც უნდათ ირლანდიელებს, კაცმა არაფრისგან შედეგი დადო.
მწარე
07 მარტი 2024 16:31
13
ამ გადამწყვეტი მატჩების წინ ახლა ამის დრო იყო?გამოდის, თავი ქუდში აქვს - ასეთ შემთხვევაში იმის რისკი ჩნდება, რომ ჩვენი ნაკრები დაიკიდოს და აქცენტი საკუთარ მომავალზე გააკეთოს (ბევრ ნიუანსს ვგულისხმობ, მაგალითად: არასათანადო სანაკრებო კონტინგენტის შერჩევა, ისე რა მიდგომა თამაშამდე, არასწორი შეცვლები და ა.შ.)
ეჭვიანი
07 მარტი 2024 16:12
19
რაში აწყობს რო? თუ კარგად არ ათამაშებს და არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს ირლანდიას რაში მოუნდება_
პირიქით რაც შეიძლება კარგად გამოაჩენს თავს რომ ირლანდია დააინტერესოს და რაც შეიძლება სარფიანი ხელშეკრულება გააფორმოს.
ეჭვიანს
07 მარტი 2024 20:21
0
Სტატია ერთხელ მაინც წაიკითხა, ვინც ქოფი-ფასტ-გუუგლ თრანსლეითი მოსინჯა პირველად ცხოვრებაში?)))
გ.შ.
07 მარტი 2024 15:52
3
აქამდე თუ ებარა რა ასწავლა რო!? ვენახის სხვლას ასწავლიდა ალბათ! ლუქსემბურგთან კიდევ, თოხვნა და ბარვას ასწავლის! ვის ცალია ფეხბურთისთვის!
მწვრთნელი
07 მარტი 2024 15:42
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული