15 მარტს, ქუთაისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიამ დაიწყო ფუნქციონირება.

აკადემიაში 2009 და 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ემზადება, რომელიც იმერეთში სელექციის საფუძველზე დაკომპლექტდა. ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ 2 წლის განმავლობაში იცხოვრებენ და ისწავლიან. საფეხბურთო განათლებასთან ერთად, აკადემიის აღსაზრდელები ადგილზე შეისწავლიან ქართულს, ისტორიას, ინგლისურს და მათემატიკას. ამავდროულად, რეგიონში გრძელდება სელექციის პროცესი.

აკადემიაში პირველ საწვრთნელ პროცესს ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი, გოჩა თამაზაშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის მერიის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული აპარატის და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. სტუმრებმა ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, გაესაუბრნენ აკადემიის აღსაზრდელებს დისციპლინისა და განათლების მნიშვნელობაზე და წარმატება უსურვეს საფეხბურთო კარიერაში.

ქუთაისის ტექნიკურ ცენტრის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა და ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანია მოწყობილი. ტექნიკური ცენტრის ტერიტორიაზე ასევე აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახები მოეწყო. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდება.

GFF.GE

კახა
უნდა გამოვავილინოთ ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგები და ამ სისტემით მე4 კლასის შემდეგ ბავშვები გადავიდეს ასეთ სეავლების ფორმატში მშობლისთვისაც შეღავათია და მომავილო თაობა ოროფესიონალი სპეციალისტი გაიზრდება რაზეც მსოფლიოში მოთხოვნა დიდია განათლების სისტემა უნდა გადაერთოს ნელნელა თანამედროვე მოთხოვნილებებზე ძველი ერთად შეყრილი 30 ბავშვი ერთი მასწავლებელი ხელფასისთვის მომუშავე სულერთია რამდენი წარჩინებული და რამდენი ცუდი ნოსწრების ბავშვი ეყოლება თავისი ნეგატიური მომენტებით გამოდის უმრავლესობა უაზრო დროის ფლანგვა ესკიარა სამხედრო პროფილის ბევრი სკოლები სადაც რეჟიმი და დისციპლინა უმთავრესია რომ ქვეყანას ყავდეს პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა და არა ქარაფშუტა რაღაც თავზე მოხვეული შანსინ რომანტიკა რაც არასდროს იყო ქართველისთვის მისაბაძი ჯობია ქვეყანა თავის ტრადიციებს დაუბრუნდეს სადაც წესიერება პატიოსნება და სამშობლოს სიყვარული იყო უპირატესი
ირაკლი
ყოჩაღ ფედერაციას! კარგი საქმეა! ბევრ ახალგაზრდა ტალანტს მიეცემა საშუალება რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და გზა გაიკვალოს! წარმატებები!!
დრანდელი
ბევრი ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელი აღეზარდოთ ქართული ფეხბურთისთვის.დიდ და წარმატებულ გზას გისურვებთ!
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა