ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ორი მატჩი ჩატარდა.
„ტორპედომ“ სახლში „დილას“ 1:0 მოუგო. გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გიორგი არაბიძემ გაიტანა.
„ტორპედო“ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 2 აპრილს „კოლხეთს“ უმასპინძლებს, ხოლო 9 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი „დილა“ 3 აპრილს თბილისში „დინამოს“ შეხვდება.
ტორპედო - დილა 1:0
გოლი: არაბიძე (45+1)
„გაგრამ“ გასვლაზე „სამტრედიას“ 3:1 სძლია
სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - გაგრა 1:3
გოლები: 1:0 გოგოლაშვილი (12), 1:1 პაპუაშვილი (22), 1:2 ხარებაშვილი (28), 1:3 ვაწაძე (48)
ა მ ი ხ ს ე ნ ი თ!!!!!!!
რა იცით ხოლმე, წახვალთ-წამოხვალთ და ხვიჩას მიახტებით ნეგატიური კომენტარებით?
ხვიჩა რა შუაშია არაბიძის ამ დარტყმასთან? რა, ხვიჩამ თქვა, მე უფრო კარგად დავარტყამდი მის ადგილზეო? შეეშვით რა იმ ბიჭს.
ეს მოწონებებიც რომ სასწრაფოდ დაგისვამთ კომენტარზე, რომ შესაბამისი აზრი შექმნათ.
მგონი ახალი სექტა ყალიბდება არაბიძის მხარდამჭერი.
შეიძლება, მეც მინდა, რომ არაბიძემ ნაკრებში ითამაშოს, მაგრამ ზედმეტ აჟიოტაჟს ნუ ქმნით.
თუ ასეთი მაგარია და მხოლოდ სანიოლი ვერ ხედავს მის ღირსებებს, ქუთეისს რატომ ვერ გასცდა?
შენი მოცულობითი ეპისტოლებიდან ვხვდები, რომ უამრავი თავისუფალი დრო გაქვს საწერად და ვერ გაგეჯიბრები მაგაში ნამდვილად. :))
წარმატებები. სიმართლე ხომ უნდა თქვას ვინმემ ბოლო-ბოლო და აგერ, შენ ამბობ, როგორც შენი სახელიდან ჩანს. :))
,,ინტენსივობა აკლია", ზოგადად გასაგებია. მარამ უნდა განიმარტოს, თუ რას ეყრდნობა ეს შეფასება - მოთამაშის ზოგადი სტატისტიკაა თამაშის დროს, მინდვრის კონკრეტულ ზონას ეხება, ყველა სხვა მოთამაშეზე ნაკლები აქვს და ა.შ., თუ რა პარამეტრებით გაზომეს. ან იქნებ, რამდენიმე მიზეზია.
გასაგებია, რომ სანიოლმა ძალიან ბევრ ჩვენგანზე უკეთ იცის მწვრთნელობა და იმიტომაცაა ნაკრების სათავეში, მაგრამ როცა გუკშემატკივრების უმრავლესობას უჩნდება ერთიდაიგივე აქტუალური კითხვა, ასე პასუხის ორი სიტყვით მიგდება - ინტენსივობა აკლია, იმ მოქალაქეების შეურაცხყოფაა, რომლებიც, სხვათა შორის, მაგ სანიოლს ხელფასს უხდიან, გადასახადების გადახდის გზით.
არ გეწყინოს რა,არ უნდოდა გატანა,უბრალოდ ასეთი და ამაზე უკეთესები გამოსდის ხოლმე.
P.S.ისე,მართლა რა ბიჭო გაგინათ ასეთი.