"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი

AutoSharing Option
ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს გამოეხმაურა. 

"ახლა მთავარი კითხვაა:
შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?

ამ კითხვაზე პასუხი მარტივი არაა, რადგან გუშინდელმა თამაშმა ტკბილ-მწარე შეგრძნება დაგვიტოვა. რომ არა VAR-ის ჩარევა, ვინ იცის, თამაში როგორ გაგრძელდებოდა? თუმცა ისიც სათქმელია, რომ საერთო ჯამში, ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და უფრო მეტი მომენტიც გვქონდა (ორჯერ გავარტყით ძელს), ოღონდ ფეხბურთი ის თამაშია, სადაც ყოველთვის არ იგებს ის, ვინც უკეთ თამაშობს და გუშინ შეიძლება ეს ამბავი მომხდარიყო, რომ არა მსაჯი.

ორჯერ შემოგვიტია სახიფათოდ ლუქსემბურგმა და ორივეჯერ ბეწვზე გადავრჩით; ერთხელ მამარდამ გვიხსნა, მეორეჯერ - VAR-მა, არადა, ჩვენი დაცვის ტრიოს გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა. ეს შეფასებებშიც აისახა (კაშია- 7.2, კვირკველია - 7.2, დვალი - 7.7). ზოგადად, დაცვა შეცდომას რომ არ უშვებდეს, ფეხბურთში გოლი არ გავიდოდა, ამიტომ საერთოდ უშეცდომო თამაშს ვერავის მოსთხოვ. დაცვაში შეცდომა ყველა გუნდისთვის გარდაუვალი ამბავია (ამას წინათ კიდევ ერთხელ ვუყურე "დინამო"- "კარლ ცეისის" 1981 წლის ფინალის მომენტებს და ჩვენს კარში რომ გოლი გადის, მაგ დროს ჩივაძე და ხიზანიშვილი ისეთ ბავშვურ შეცდომებს უშვებენ, დღეს რომ ეს ქნან ჩვენმა მცველებმა, მათი ნაკრებიდან მოკვეთას მოვითხოვდით).

შესაბამისად, გაშვებულ გოლში მარტო დაცვას აღარ ადანაშაულებენ ,ხოლმე: მთელი გუნდი აგებს პასუხს, რადგან თანამედროვე ფეხბურთში მთელი გუნდი უტევს, მთელი გუნდი იცავს თავს. გუშინდელ გოლში ნახევარდაცვას არანაკლები ბრალი აქვს, რადგან მათ ტაქტიკური ჯარიმა არ აიღეს, როცა კონტრშეტევაზე წამოვიდა მეტოქე და ზოგადად, თამაშის იმ მონაკვეთში ბურთი დაუთმეს ლუქსემბურგს, რამაც გამოიწვია ქაოსი ჩვენს კართან. ზოგადად, თუ გინდა, შენს კართან ხიფათი არ შეიქმნას, მეტოქე კარამდე არ უნდა მოუშვა და ეს სწორედ შემტევებმა და ნახევარმცველებმა უნდა უზრუნველყონ. ანუ ბურთი და თამაში შენ უნდა აკონტროლო (რა თქმა უნდა, არსებობს მეორე ნომრად თამაშის ტაქტიკაც, მაგრამ ჩვენ ეს არასდროს გამოგვივიდა).

გუშინდელ თამაშში სწორედ ეს იყო კარგი, რომ საქართველომ სცადა შემტევი ფეხბურთის თამაში და ეს დიდწილად გამოუვიდა. სანიოლი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ესაა ჩვენი გუნდისთვის უფრო ორგანული. ამისთვის საჭირო რესურსიც გვაქვს, ჩვენ თავად რომ არ ვხუჭავდეთ თვალს და ვაიგნორებდეთ კარგ ფეხბურთელებს. სანიოლს მუდმივად შევახსენებთ, როგორ აიგნორებდა ჩკავეტაძეს დიდი ხანი (ზოგი გულშემატკივარიც მხარს უბამდა, მაგან დაცვის დახმარება არ იცისო), ახლა კი ის გუნდის ლიდერია. იგივე სიჯიუტეს იჩენს ის ახლა არაბიძესთან დაკავშირებით, არადა, გუშინდელ თამაშში გამოჩნდა, რომ გვაკლია მასეთი ფეხბურთელი. ავხსნი, რატომ:

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ დიდი სხვაობა იყო შეტევის მარცხენა ფლანგსა და მარჯვენა ფლანგს შორის. ჩვენი შეტევების 90 პროცენტი მარცხნიდან ვითარდებოდა, რადგან მარცხნივ ჩაკვეტაძე და შენგელია დაქროდნენ. (შენგელიამ საბოლოდ დაამტკიცა, რომ ამ პოზიცაზე დღეს ნაკრებში უკონკურენტოა. შეფასებაც ზივზივაძის შემდეგ ყველაზე მაღალი მიიღო გუნდში - 8.1. მერე რა, რომ ზოგიერთივით ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს და საბერძნეთის საშუალო გუნდშია! ცხოვრება ზოგჯერ უსამართლოა).

აი, მარჯვენა ფლანგზე იგივე ვერ ხდებოდა, რადგან იქ არ გვყავდა ჩაკვესნაირი ტექნიკური ფეხბურთელი. სანიოლმა სიურპრიზი შემოგვთავაზა და ქოჩორაშვილი საყრდენის პოზიციაზე კი არ დააყენა, არამედ - რვიანის, ხოლო საყრდენად კიტეიშვილი მოქმედებდა. კიტე ყველგან კარგია. ქოჩორაშვილიც კარგი ბიჭია, მაგრამ ჩაკვესნაირი ტექნიკა არ აქვს და კაკაბაძეს ისე ვერ რთავდა შეტევებში, როგორც ჩაკვე შენგელიას.

ახლა წარმოიდგინეთ, მის ადგილზე არაბიძე რომ მდგარიყო. ანუ მარცხნიდან შეტევებს ჩაკვე გაამწვავებდა, ხოლო მარჯვნიდან - არაბიძე და ასეთი დისბალანსი ფლანგებს შორის არ იქნებოდა. პლუს, საბერძნეთთან ბურთის დაჭერა გვჭირდება და არაბიძე აქ ჩაკვესთან ერთად დიდ წვლილს შეიტანდა, მაგრამ აწი ამაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს? ალბათ მაინც არ გამოიძახებს.

ამიტომ იმაზე ვთქვათ, ამ რესურსით რისი შეცვლა შეგვიძლია.

ზოგი ფიქრობს, რომ საბერძნეთთან შემტევები კი არ უნდა დავამატოთ, არამედ ჩამშლელები. მე ამას არ ვეთანხმები დავწერე ზემოთ, რატომაც. ზოგადად, კლასიკური ექვსიანების დრო, ჩემი აზრით, წავიდა. მაგალითად, "ინტერში" ამ პოზიციაზე ჩალჰანოღლუ თამაშობს და ვინ იტყვის, რომ ის ჩამშლელია? ახლა რეჯისტების დროა და კიტესგან კარგი რეჯისტა გამოვა.

ერთადერთი, კანკავაზე მეფიქრება: რისთვის დააბრუნა სანიოლმა წასული კაცი, თუ მის დაყენებას არ აპირებდა? საბერძნეთთან თუ მაინც კლასიკური ექვსიანით თამაშს გადავწყვეტთ და კანკავას დააყენებს, მაშინ კიტე შეიძლება რვიანის პოზიციაზე წასწიოს და მარჯვენა ფლანგი შეტევაში სუსტი აღარ იქნება, მაგრამ მე კიტეს დავტოვებდი ცენტრში და მარჯვნივ, არაბიძის არყოფნაში, წიტაიშვილს დავაყენებდი.

წიტაიშვილი შეტევაშიც კარგია და დაცვაშიც. კარგ ფორმაშიცაა. პლუს, ცაციაა და მარჯვნიდან ცენტრისკენ კარგად შედის და საჯარიმოს გარედან კარგად ურტყამს. კაკაბაძესაც უკეთ ჩართავდა შეტევებში, ვიდრე ამას ქოჩორაშვილი აკეთებდა და მარჯვენა ფლანგი შეტევაში პასიური აღარ იქნებოდა.

მთავარი კი ისაა, რომ საბერძნეთთან ხვიჩა დაგვიბრუნდება და ჩვენი გუნდი შეტევაში უფრო სახიფათო გახდება. თუმცა ხვიჩას დაბრუნება დამატებითი თავსატეხიცაა მწვრთნელისთვის: ან ბუდუ უნდა დასვას სკამზე, ან ჟორჟი. თქვენ ვის დასვამდოთ მის ადგილზე?", - წერს მერაბი.

მკითხველის კომენტარები / 69 /
ბ-ნო მერაბ, საიდან მოიტანეთ, რომ მეორე ნომრად თამაში არ გამოგვდის?!... ერთა ლიგის ამ გათამაშებაში, რაც თამაშები მოვიგეთ, მაკედონიასთან და ბულგარეთთან, სწორედ მეორე ნომრით. პირველ ნომრად სახლში ვეთამაშეთ ბულგარეთს და მომენტიც კი ვერ შევქმენით - 0:0. საბერძნეთთან პირველ ნომრად თამაში, გარანტირებული წაგებაა, რადგან ობიექტურად ჩვენზე ძლიერი, დისციპლინირებული და რაც მთავარია, ტაქტიკურად გამართული გუნდია... გუსტავო პოიეტმა აშკარად დაატყო ხელი მაგ გუნდს, ნახეთ მათი თამაშები საფრანგეთთან და ჰოლანდიასთან, ტოლი არაფერში დაუდეს და ბოლომდე ინარჩუნებდნენ ჯგუფიდან პირდაპირ გასვლის შანსს, მერე თემურ ქეცბაიას ჰკითხეთ - როგორ მოახერხა უსუსტესი კვიპროსით მაგ საბერძნეთის დამარცხება და მიხვდებით, რომელ ნომრად თამაშით გვექნება გასვლის შანსი... ისე, სანიოლი ესპანეთთანაც პირველ ნომრად აპირებდა თამაშს და კიდევაც "გამოიცნო" - აკი, გოლიც გავიტანეთ...
დდდ
22 მარტი 2024 14:49
1
ამ ფინალში გამოჩნდება ხვიჩას რა შეუძლია.. მესიმ ითავა და ნაკრებს მსოფლიო მოუტანა. კი იყვნენ სხვებიც ვინც მიეხმარნენ მაგრამ თავი და თავი იყო მესი ყველას გადაუარა.... ასე უნდა იყოს ხვიჩაც ერთი ციმიკასი ყავთ მეტნაკლებად ცნობილი და ისიც სხვა ფლანგზეა. ხვიჩამ უნდა დაგლიჯოს ჩაკვეც აუწყობს ფეხს აუცილებლად და ბუდუ იზავს რამეს ან ჟორჟიკა.. კაი იქნებოდა არაბიძეც ყოფილიყო მეორე ტაიმში გამოადგებოდა ნაკრებს... ასე იყო ბუდუს შემთხვევაშიც სანამ აქციები და ამბები არ მოაწყო გულშემატკივარმა არ გაიგო იმათმა ყურებმა.. თურმე კაი ყოფილა ხო? მასე იქნება არაბიძის შემთხვევაშიც!!!!
რონი
22 მარტი 2024 20:19
2
მე არ ვამბობ რომ ძლიერი და დაუმარცხებელი გუნდია საბერძნეთი,მითუმეტეს როდესაც ხვიჩა გყავს გუნდში,ისეთი კლასის ფეხბურთელი რომელსაც შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი,მაგრამ ესეთი შეუფასებლობა და დაუფასებლობა მოწინააღმდეგის რაც თქვენ დაწერეთ,არ ვიცი. სათადარიგოთა სკამზე უზით ალკმაარის და ერედივიზიონის ბომბარდირი,მემგონი ამით ყველაფერია ნათქვამი.თუ ეს არაა საკმარისი,მაშინ გეტყვი რომ 4 ფეხბურთელი თამაშობს ინგლისის ჩემპიონატში.
მაგრამ მე მჯერა რომ საბერძნეთი კი არა თურქეთიც რომ იყოს აუცილებლად დავამარცხებთ და გავალთ ევროპაზე.
საქართველო
23 მარტი 2024 07:12
0
საქართველო-ს

არ გეჩვენება , რომ ძალიან Xმამაღალი განაცხადი გამოგივიდა საქართველო რომ დაირქვი , ვაშაძე ხო არ ხარ ,,სრატეგია აღმაშენებელი" რომ მიიწეპა ?! ცოტა თავმდაბლობა არ გვაწყენს ჩემის აზრით .
ტარიელი
23 მარტი 2024 11:07
1
აუ ექსპერტებო……მთელი თამაში ბურთი გვეჭირა რამდენჯერ ძელს გავარტყით ბიძია ეს ლუქსემბურგი ანდორა კი არარი.შეგიტევს ხანდახან და სახიფათოდაც აბა რა გინდოდათ თქვენ?მთელი თამაში უშანსოდ ყოფილიყვნენ?დიდი ბოდიშით ბატონო
შახრუდინი
22 მარტი 2024 14:10
2
აი,ის ხალხი მაგიჟებს,სულ დამცველის როლში რო გვევლინება და ძალიან პატრიოტობას აწვება,როცა ყველაზე ჩმორი ხალხია. ვაისის დროს,ვიძახდით რო ზიზვივაძე გამოსაძახებელია და არ იძახებდა,დონე არ აქვსო და ხომ გამოჩნდა რო აქვს? კიდევ უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება,თუმცა მეზარება და ყველას კარგად გახსოვთ,როცა ერი ითხოვდა და მწვრთნელები არ უსმენდნენ,მერე გამოდიოდა რო ის ფეხბურთელი,ვისაც ხალხი ითხოვდა იყო საკვანძო და გადამწყევტი. როცა ადამიანი იმსახურებს გამოძახებას,უნდა გამოიძახო და მისცე შანსი. იმ დროს კი არა,როცა უკვე გადამწყვეტი თამაშებია,მაშინ უნდა დაუძახო როცა ამის საშუალება არის. არაბიძეზე ისეთი სიტუაციაა არის რო ეს ბიჭი იჩაგრება და ამიტომ არის ასეთი ამბავი.თუ ვამბობთ,რომ ნაკრები ყველასია,მაშინ ყველას უნდა ქონდეს თამაშის საშუალება და ის არავინ უნდა დაჩაგროს. მარტო არველაძეების ან შენგელიების არის ნაკრები? ვატო არველაძე ყავდათ გამოძახებული ბევრჯერ,თუმცა ისეთი ცუდი ფეხბურთელია რო ვეღარ კადრულობენ. სირცხვილია,ხალხი ევროპაში გაწევრიანება გვინდა და ნაკრებში ჩაწყობაზე არის საუბარი ისევ. ნიჭს უნდა მისცე გზა ფართო და არა გვარიშვილობა,თუმცა ჩმორი და გაყიდული ქართველები სულ იცავენ თავის ბატონებს. ვიღაც გამოხტება ისევ და დაიწყებს ათასი რაღაცის თქმას,თითქოს ბოღმიანი ვარ ა.შ. რა არის ბოღმა და ტყუილი,ჩმორები არ გვყავს ქართველებს თუ ქვეყანას არ ყდიან ყოველდღიურად? რომელია ტყუილი?
იასონას უდარი
23 მარტი 2024 00:24
3
ევროპაში გაწევრიანება გინდა იასონა? რაშია საქმე, გულმა რეიზა გაგიწია? აქანე ვინმემ უდარი ხომ არ გაგიკეთა?!
გურიიდან
23 მარტი 2024 08:51
6
აი ხალხია ეგეთი,შენ სულ სხვა ხარ,მაღლა მდგომი.
ადამიანი
23 მარტი 2024 07:20
2
ყველა გამოხმაურება
ქოჩორას ადგილზე არაბიძეო... კარგით რა, ეს კაცია ამ გვერდის მფლობელი ან ადმინისტრატორი, რატომ აქვეყნებთ მის ამხელა მოსაზრებას, რომელი ნოდარ ახალკაცი ესაა.
QT
22 მარტი 2024 21:04
13
ყველაფერზე რომ ორიგინალური აზრი აქვთ?! რაიმე მაინც გესმოდეს ან ფეხბურთის ან პოლიტიკის?!
vj
22 მარტი 2024 14:57
20
საერთოდ არაფერში არ ვეთანხმები,

არაბიძის ქოჩორაშვილის ადგილზე დაყენება საიდან მოაფიქრდა საერთოთ გაუგებარია. ქოჩორაშვილმა რამდენი ართმევა გააკეთა ხო უნდა დაინახო.

მეორე კიდე კანკავას და საზონოვს რაც შეეხება, კაცი ვარჯიშებზე უყურებს და ვინც ფორმაშია აყენებს და აზაროვზეც იგივეს ვფიქრობდით ყველა და ფაქტია გაამართლა შენგელიამ და აცადეთ ამ კაცს რა!
ვილი
22 მარტი 2024 19:57
2
ქოჩორაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ჩემი აზრით შენგელიაზე ნაკლები შეფასება არ უნდა მიეღო. კანკავა კიდევ საერთოდ არ უნდა დაებრუნებინათ როგორც გამოჩნდა. შე დალოცვილო, გიძახიან იმიტომ, რომ საჭირო ხარო შენი გამოცდილებისა და ლიდერული თვისებების გამოო და როგორ იქცევი? როგორც გამოუცდელი ლაწირაკი, თან უკვე როცა საქმე დასრულებულია. საშიშია მაგ ადამიანის ძირითადში დაყენება...
დათო
22 მარტი 2024 21:01
4
არსებობს სპორტული ჟურნალისტიკა და ჟურნალისტები. მათ გარდა ამ თემებზე წერა სხვებს უნდა აეკრძალოთ. მერაბ მეტრეველი ფეხბურთში ძალზე რიგითი მოქალაქის დონეზე ერკვევა, რომელსაც არც ეროვნული ჩემპიონატის, არც ქართველი ლეგიონერების მატჩები არ უნახავს და რაღაც ინფორმაციებით სტატიას აკოწიწებს. "ამას ის რომ ექნა და იმას ეს", ეგეთი აბსურდით ეროვნული ნაკრების გადამწყვეტ მატჩებზე არ მსჯელობენ. მსაჯის შეცდომა იყო, რომ ლუქსემბურგელი დროულად არ გააძევა. მათი გოლი რა თქმა უნდა, არ უნდა ჩათვლილიყო. ეგ ეპიზოდი საკამათოც არ არის.
ზაზა
22 მარტი 2024 15:46
16
რა მექანიზმით ავუკრძალოთ სპორტულ თემებზე წერა, კონსტიტუციის დონეზე თუ ნორმატიული აქტებით? და მერე აკრძალვას თუ დაარღვევენ და მაინც დაწერენ რა ვუყოთ, რით დავსაჯოთ?
ხვიჩა
22 მარტი 2024 16:32
1
რა ვუყოთ და ბურჭულაძის პარტიის პარტბილეთი ჩამოვართვათ.
როცა ეგ ბურჭულაძის პარტიის სახე გახდა, ყველასთვის ცნობილი ოყო, რომ ბურჭულაძე სააკაშვილის სატელიტი იყო. მაინც შევიდა, იქნებ, კარიერა გავიკეთოო. კი გაიკეთა . . .
ხვიჩა-ს
22 მარტი 2024 18:13
5
მერაბ მეტრეველი ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
buba
22 მარტი 2024 17:44
3
სად დაფრინავთ გულშემატკივრებო?ვის მოვუგეთ მსაჯის დახმარებით?გეტყვით,ოფიციანტებს,პარიკმახერებს და "საპოჟნიკებს".ამ თამაშით გ ვინდა ევროპაზე გასვლა?
555
22 მარტი 2024 16:36
36
შე მართლა საპოჟნიკო ლუქსემბურგი და გიბრალტარი ვერ გაგირჩევია
ხვიჩა
22 მარტი 2024 18:59
2
ვინ იყო საპოჟნიკი და პარიკმახერი? ნახე რა გუნდებში თამაშობენ. ეგ სიტყვები ფარერებთან ჭრიდა კლავიატურის ლომო! გეტყობა მაგრად ერკვევი ფეხბურთში...
???
22 მარტი 2024 17:19
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული