„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

AutoSharing Option
„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება.

კერძოდ, პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დიუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დიუსელდორფიდან თბილისში 27
ივნისს).

ავიაკომპანიის ინფორმაციით, პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.

მათივე განმარტებით, ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება 1-ელი აპრილიდან ავიაკომპანიის ვებსაიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას!

ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბილეთს თირკმლის ფასი თუ არ დაედება კარგი იქნება
ლაშა
01:08 30-03-2024
0
მოსკოვში იფრინეთ თქვენ, ციმბირშიც და იქვე დარჩით, აღარ დაბრუნდეთ.
გიორგი
17:24 29-03-2024
10

სიახლეები პოპულარული