
მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც სტარტს 14 ივნისს აიღებს, გერმანიაში გაიმართება.
ბუდუმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქომაგებს, რომლებიც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვიან, საკუთარ სახლში პირადად მიიღებს.
"ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით, ჩემთან, სახლში გეპატიჟებით", - განაცხადა ზივზივაძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.