"ასე ვეღარ გაგრძელდება!" - "ტორპედოს" ფანების განცხადება

AutoSharing Option
გუშინ, 29 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში "ტორპედო" ბათუმის "დინამოს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს.

ასე ვეღარ გაგრძელდება!!!

როცა ვიცოდით რო გუნდს უჭირდა და არანაირი რესურსი არ ქონდა მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა იმ შედეგით კმაყოფილები ვიყავით რაც იყო, მაგრამ ახლა როცა საქართველოში ყველაზე უკეთესი პირობები ჩვენ გვაქვს მსგავს შედეგს არ მივიღებთ და არ შევეგუებით!!!

აქ საუბარი არ არის მარტო გუშინდელ მარცხზე..

უახლოეს მომავალში გუნდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას დავგეგმავთ და ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მოხვიდეთ.
დროს და
ადგილს გაგაგებინებთ", - წერს "ჯუნგლები"

შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

altბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
ვერ გევიგე, რა უნდებიენ სიმონ
გოგა
30 მარტი 2024 18:12
1
რა უნდებიან და რეიზა წავაგეთო.რამდენ თამაშს წავაგებთ იმდენჯერ უნდა შევცვალოთ მწვრთნელიო,რაა აქანე გოუგებარი?
gurulo
30 მარტი 2024 23:15
0
მიკვირს ხალხი რატო არ დადის ჩემპიონატზე.ცუდი ჩემპიონატია?
შოტლანდიის ორგუნდა ჩემპიონატი ჯობია თუ აზერბაიჯანის ერთგუნდა ჩემპიონატი.
კარგია რომ ტორპედოს პირობები აქვს,მაგრამ რატო გინდათ რომ ყველას 5-0 მოუგია,აგერ ბათუმმა არაფერი დაუთმო.
იქეთ საბურთალო რომელიც კარგად თამაშობს გორმა გატეხა.
ცალკე კიდე სოლიდურად მოთამაშე თელავი-რომელიც ფოთში დამარცხდა.
თუ ფეხბურთი გვიყვარს თამაშებზე უნდა ვიაროთ- სამი რამ აკლია ჩვენს ჩემპიონატს მაყურებელი,2-3 სტადიონი და ნორმალური გაშუქება ტელევიზიით(ცოცხალი კომენტატორები-ც ო ც ხ ა ლ ი !)
Levani
30 მარტი 2024 16:06
5
საბურთალო კარგად თამაშობს მარა გორმა გატეხაო იძახი, გორმა იმიტო გატეხა რო გორი უფრო კარგი გუნდია. ან თელავის სოლიდურობა სად ნახე 5 დან ერთი თამაში მოიგო.
a a
30 მარტი 2024 17:05
1
ჩხეტიანმა გაგააქტიურათ? თქვენი აზრი რატომ უნდა გაითვალისწინოს ინვესტორმა?გუნდისთვის რას აკეთებთ? თამაშზე სემიჩქის საჭმელად რომ მოდიხართ იმიტომ.კერესელიძე რომ არ იყოს და წავიდეს გუნდიდან თვენ კუთვნილ ადგილზე აღმოჩნდებით მესამე ლიგაში
!!
30 მარტი 2024 15:53
3
რას იძახი კერესელიძეს არ უნდა შედეგი? რაღაცას რომ ითხოვ ჯერ კითხე საკუთარ თავს რა გაგიკეთებია გუნდისთვის? თუ ჩხეტიანის დავალებას ასრულებთ შაურად! მოუფრთხილდით გუნდს და პატივი ეცით იმ სტაბილურობას რაც ბიჭებისთვის არის შექმნილი..ამ სტაბილურობის უკან ვინც დგას გაანალიზეთ.მადლობა ღმერთს გუნდში ჩხეტიანი არ არის და მაგის დაქირავებულ ვაი გულშემატკივარს არავინ უსმენს..წარმატებწბი ტორპედოს ჩასაფრებული ხალხის გარეშე
macbok pro-s
30 მარტი 2024 18:03
1
რა ჩხეტიანი რა. სხვა ვინმე. შემნადგენლობა არის ყველა პირობა შედეგს რომ. ვითხოვთ დანაშაულია.
macbook pro
30 მარტი 2024 17:29
8
რატო ბრაზდებით? ვალს რო გადახდა უნდა რა ეგ არ იცით? ევრო თასებზე რო გაგიყვანათ ბათუმმა ეგ ხო კარგი იყო?დ.დ.
kaka
30 მარტი 2024 15:46
2
მართლა ჯუნგლები ხართ, ამდენი წელი რით ვერ ისწავლეთ ჭკუა ყველას რაზბორკებზე როგორ ექაჩებით, არ არის ჩვენი ფეხბურთი მაღალი დონის და რატო ვერ შედს ამათ ტვინებში?
მაუგლი
30 მარტი 2024 15:41
4
დღევანდელ ტორპედოს,ყველაზე მეტად მოთმინება და დრო სჭირდება.ფეხბურთელებისაგან გუნდი ვერც ერთ კვირაში შეიქმნება და ვერც ერთ თვეში.რაც უხეშად ჩაერევით,მით მეტად გააფუჭებთ სიტუაციას კლუბში. დააცადეთ და არ წააგებთ!
სოსო
30 მარტი 2024 14:46
2
შეიძლება არაფერ შუაში არ არი მარა ეს შავი რა უბედურებაა მგლოვიარე დროშას გავს, არ უხდება ჩემი აზრით
Qomagi
30 მარტი 2024 14:41
1
ვარავსკოი ფერია სიმონ
სახელი
31 მარტი 2024 00:38
1
მშვენიერი ტაიმბოლი დასვეს გუნდებმა და იხეირეს, რას ერჩით
ქომაგი
30 მარტი 2024 14:36
11
სამარცხვინოდ და შემაზრზენად გაფორმებულად წაიქცა პენალტის ასაკიდებლად არაბიძე, კაცს რომ პრეტენზია გაქვს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის ასე არ უნდა იქცეოდე. წაქეცვა ყველას შუძლია, შენ არწაქცევა როგორ შეგძლია ეს გვაჩვენე თუ ხარ პროფესიონალი და ვაჟკაცი ფეხბურთელი.
არ იკადრო არც შენ და არც სხვამ ქართულ ლიგაში ასეთ დაცემულობა. ხალხს ფეხბურთს ნუ შეაზიზღებთ!
Jango
30 მარტი 2024 14:17
20
გუნდი დაუბალანსებელია,ძალიან მოკლე სკამი აქვს,არა აქვს აკადემია და ზოგადად არ უვარგა სელექცია, რაც მენეჯმენტის დაბალ კვალიფიციურობის ბრალია.ასე კი გუნდს საევროტურნირო და შიდასაჩემპიონო შანსები უმცირდება/დინამოსთან სულაც სკოლის მოსწავლემ მოგვიგო
Eusebio
30 მარტი 2024 12:28
1
სელექციის რა არ მოგეწონა მეგობარო? მგონი ყველაზე კარგი ლეგიონერები მოიყვანეს წელს ტორპედოს სტაფმა სხვა კლუბებთან შედარებით, ბავშვთა აკადემიაც აქვს, რომელსაც დრო ჭირდება. ინტერ აკადემია ტორპედოსია და უნდა გაიზარდონ ბავშვები, 12 წლის ბავშვი ვერ ითამაშებს ჯერ კლუბში. ვერ ვიტყვი რომ მენეჯმენტი დაბალ კვალიფიციურია და ვერ მუშაობს. დრო ჭირდება ყველაფერს, იმპერიები ერთ დღეში არ აშენებულა.
anti
30 მარტი 2024 13:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული