"ასე ვეღარ გაგრძელდება!" - "ტორპედოს" ფანების განცხადება

AutoSharing Option
გუშინ, 29 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში "ტორპედო" ბათუმის "დინამოს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს.

ასე ვეღარ გაგრძელდება!!!

როცა ვიცოდით რო გუნდს უჭირდა და არანაირი რესურსი არ ქონდა მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა იმ შედეგით კმაყოფილები ვიყავით რაც იყო, მაგრამ ახლა როცა საქართველოში ყველაზე უკეთესი პირობები ჩვენ გვაქვს მსგავს შედეგს არ მივიღებთ და არ შევეგუებით!!!

აქ საუბარი არ არის მარტო გუშინდელ მარცხზე..

უახლოეს მომავალში გუნდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას დავგეგმავთ და ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მოხვიდეთ.
დროს და
ადგილს გაგაგებინებთ", - წერს "ჯუნგლები"

შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

altბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
არ არის საჭირო მეგობრებო ცხელ გულზე მოქმედება, ახალი გუნდია და შეთამაშება სჭირდება, დროთა განმავლობაში მოვა შედეგი, დარწმუნებული ვარ ეს გუნდი შედეგს დადებს, საქ. ჩემპიონატშიც და ევრო ტურნირებზეც.
anti
12:04 30-03-2024
4
დღევანდელ ტორპედოს,ყველაზე მეტად მოთმინება და დრო სჭირდება.ფეხბურთელებისაგან გუნდი ვერც ერთ კვირაში შეიქმნება და ვერც ერთ თვეში.რაც უხეშად ჩაერევით,მით მეტად გააფუჭებთ სიტუაციას კლუბში. დააცადეთ და არ წააგებთ!
სოსო
14:46 30-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული