საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!

როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.

ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი
ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.

მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში!

წყარო: Gff.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
და ტურისტულ ფირმებს საიდან აქვთ ბილეთები?
უეფას ოფიციალურ საიტზე წერია ამ მომენტისთვის არ არის გაყიდვები მაისამდე-ო.
Levani
30 მარტი 2024 20:26
0
საკითხავია ახლა მაგი!?
კორუფციულ ქვეყანაში , მარცხენა ფულის შოვნის კაი მაგარი წყარო!!!
მამუკა
31 მარტი 2024 00:50
3
მომავალში ბილეთების შეძენის უფლება პირველ რიგში უნდა ჰქონდეს ნამდვილ გულშემატკივრებს. ვისაც სეზონის აბონემენტი აქვს შეძენილი და ესწრება საქართველოს ჩემპიონატის თანაშებს, ის არის გულშემატკივარი, და ის უნდა ესწრებოდეს საერთაშორისო თამაშებს.
ბილეთები ნამდვილ გულშემატკივრებს
30 მარტი 2024 14:04
5
ვის არ მოეწონა ჩემი აზრი?
ბილეთების გადამყიდველებს.
ბილეთები ნამდვილ გულშემატკივრებს
01 აპრილი 2024 08:35
0
ბოდიში და ზღაპარია, რასაც თქვენ ამბობთ.დინამოს თამაშების დასასწრები აბონიმენტი რა შუაშია ნაკრები გუნდების თამაშებთან?
ბილეთი ნამდვილ გულშემატკივარს-ს
31 მარტი 2024 04:23
3
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული