5 აპრილს, 19:00 საათზე, ირის ანტმანის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიეტუვას უმასპინძლებს. მატჩზე დასწრება თავისუფალია. 9 აპრილს საქართველოს ნაკრები ბელარუსის ნაკრებს კვიპროსში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება.
საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო საქართველოს ნაკრებს მოახლოებულ შეხვედრებში ტატა მატვეევა და თამარ ტატუაშვილი ვერ დაეხმარებიან. მათ ნაცვლად, ირის ანტმანმა ეროვნულ ნაკრებში მარიამ ცისკარიშვილი და ანა წულაია გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი)
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ნათია დანელია (კვარტალი), ანა წულაია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი)
nakrebi.ge