უკრაინელი ჟურნალისტი: წიტაიშვილი კიევის "დინამოში" დაბრუნდება, მაგრამ...

AutoSharing Option
უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გიორგი წიტაიშვილის მომავლის შესახებ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომელსაც კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და იჯარის წესით ბათუმის "დინამოში" თამაშობს.

"წიტაიშვილი კიევის "დინამოს" ეკუთვნის და იძულებული იქნება დაბრუნდეს, რათა კიევურ კლუბთან კონკრეტული ვალდებულებები შეათანხმოს, რადგან მოქმედი ხელშეკრულებითაა დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდება, მაგრამ თუ ფიფას წესი გაგრძელდა, რომლის მიხედვით, უცხოელებს კონტრაქტის შეჩერების უფლება აქვთ, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბრუნდეს.

წიტაიშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე გავიდა, ჩემპიონატის შემდეგ კიევის "დინამოში" დაბრუნდება, მერე კი საკითხი
გადაწყდება", - განაცხადა ციგანიკმა თავისი საავტორო პროგრამის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგრამ მას იქ არ უნდა!
ლაშა
18:26 02-04-2024
0
სასწრაფოდ უნდა წავიდეს ბათუმიდან,დღეს საბურთალოსთან თამაშს ვუყურე და ერთადერთი ფეხბურთელი იყო ვინც წინააღმდეგობას უწევდა საბურთალოს,ფაქტობრივად ბურთს ვერ ართმევდნენ,უბრალოდ 1 ფეხბურთელიც არ აღმოჩნდა გუნდში ვინც მხარს აუბამდა. ნაკრებისთვის საჭირო კაცია და ევროპაზე ძალიან გამოგვადგება და საწყენია რომ ესეთი დაბალი დონის ჩემპიონატში უწევს თამაში
საქართველო
23:28 02-04-2024
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული