რა არის გოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა, რომელიც ცნობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მენიუდან გახდა და ხარობს თუ არა ეს მცენარე საქართველოში?

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. გა­დამ­წყვეტ მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა სა­ბერ­ძნე­თი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ით და­ა­მარ­ცხა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვე­ყა­ნა­ში ზე­ი­მი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ჩვე­ნი მკი­თხვე­ლიც ჯი­უ­ტად გვთხოვს, რომ კვლა­ვაც შევ­თა­ვა­ზოთ სტა­ტი­ე­ბი ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე.

ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ, კი­დევ ერთი მკი­თხვე­ლის სურ­ვი­ლით მო­ვამ­ზა­დოთ სტა­ტია, თუ რა არის გოჯი ბერი, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის წევ­რებს ის გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ, მას მერე, რაც მათ­მა შეფმ­ზა­რე­ულ­მა კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლურ­მა ნაკ­რე­ბის მე­ნი­უ­ში შე­ი­ტა­ნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის კვე­ბა­ზე სწო­რედ შეფი კონ­სტან­ტი­ნე ზრუ­ნავ­და.

"შეფ,
რა ჰქვია იმას? გოჯი ბერი! გო-ჯი ბე-რი! გო-ჯი ბე-რი!.." - ის­მის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გა­სახ­დე­ლი­დან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კად­რებ­ში.

"ეს არის სხე­უ­ლის ელექ­სი­რი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს უამ­რავ ვი­ტა­მინს, მი­ნე­რალს, ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა მხედ­ვე­ლო­ბას, თა­ვის ტვი­ნის მუ­შა­ო­ბას და კონ­ცენ­ტრა­ცი­ას და ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გია კან­სა და კუნთს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი ცხი­მე­ბის და­საშ­ლე­ლად, რაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და შეფმა კონ­სტან­ტი­ნემ, რო­დე­საც ჰკი­თხეს, თუ რა იყო გოჯი ბერი.

მაშ ასე: რა არის გოჯი ბერი?
გოჯი ბერი, იგი­ვე მგლის კენკრა - "WolfBerry“ (Licium Barbarum) ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი კენკრო­ვა­ნი მცე­ნა­რეა და ჩი­ნუ­რად დღეგ­რძე­ლო­ბის ნა­ყოფს ნიშ­ნავს.

ძვე­ლი ჩი­ნუ­რი გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, დე­და­მი­წა­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მულ ადა­მი­ანს ლი ცი­ნი­უ­ნი ერ­ქვა და 256 წე­ლი­წადს იცო­ცხლა. ლი ცი­ნი­უ­ნის ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის სა­ი­დუმ­ლო იყო მცე­ნა­რე, რომ­ლის ნა­ყოფ­საც იგი ყო­ველ­დღე ჭამ­და. ეს იყო გო­ჯის კენკრა, იგი­ვე გოჯი ბერი.

განაგრძეთ კითხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
მინდა ვიკითხო. ხომ შეიძლება ასეთი რაღაცეები არ გააშუქოთ?. დიდი შეცდომაა ამოს გაშუქება. რით იკვებება ჩვენი ნაკრები მარტო ჩვენ არ ვკითხულობთ.მენიუ ჩვენი სპორტსმენების უნდა იყოს საიდუმლო. ასე ვთვლი. მოჭიდავეები და ძიუდოისტები განსაკუთრებულ მენიუთი იკვებებიან. რომელიმემ იცით რითი? ხოდა არაა საჭირო ამის გამომზევება. ზუსტად ასე ხდებოდა საქართველოში წარმოებულ ომებში. მიდიოდნენ და ყველაფერს აშუქებდნენ. რაც მტროსთვის საუკეთესო დაზვერვა იყო.
ვაჟა
10:06 03-04-2024
3
მე მაქვს დარგული, იყიდება სანერგეებში, კენკრაა 3 წლის მერე იძლევა ნაყოფს
suxumchanin
02:50 03-04-2024
1

სიახლეები პოპულარული