HITC: 16 წლის ქართველი ვუნდერკინდით ევროგრანდები დაინტერესდნენ

AutoSharing Option
ბრიტანული HITC-ის ცნობით, თბილისის "დინამოს" 16 წლის თავდამსხმელით, ვახტანგ სალიათი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჭაბუკ ფეხბურთელად მიიჩნევა, "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდნენ და მის შეძენას განიხილავენ.

აღნიშნულია, რომ ქართველ ვუნდერკინდს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ და მას აგრეთვე "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი", "ატლეტიკო", "ბარსელონა", პსჟ, "ბაიერნი" და "დორტმუნდი" აკვირდებიან.

გამოცემა წერს, რომ არ არის გამორიცხული, სალია ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების განაცხადში მოხვდეს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
აქ ჩამოთვლილ გუნდებს მისი ყიდვა იმიტომ უნდათ, რომ იმედის მომცემი ბიჭია და კაპიკებად ჩაიგდებენ ხელში. მერე ავარჯიშებენ ახალგაზრდულ გუდში და შეეცდებიან კარგი ფეხბურთელი გაზარდონ, მაგრამ ახალგაზრდულ გუნდში ვარჯშს დინამოს ძირითადში თამაში არ ჯობია? სად უფრო გამოიწრთობა? იქ მაშინ უნდა წახვიდეს, როცა ძირითადი გუნდის ძირითადში თამაშის შანსი ექნება. მუდამ უნდა გახსოვდეთ ჭიათურის მაღაროელის ძირითადში თამაში ჯობია, ბარსელონასა და რეალის სათადარიგო სკამზე ჯდომას.
ჟორა გაბრიჭიძე
10:12 09-04-2024
0
კვერნაძეზეც ეგრე ამბობდნენ, მაგრამ ისე გავარდება ფროზინონე რომ ერთბაშად 90 წუთი არ აქვს ნათამაშები
გივი
15:53 05-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული