HITC: 16 წლის ქართველი ვუნდერკინდით ევროგრანდები დაინტერესდნენ

AutoSharing Option
ბრიტანული HITC-ის ცნობით, თბილისის "დინამოს" 16 წლის თავდამსხმელით, ვახტანგ სალიათი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჭაბუკ ფეხბურთელად მიიჩნევა, "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდნენ და მის შეძენას განიხილავენ.

აღნიშნულია, რომ ქართველ ვუნდერკინდს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ და მას აგრეთვე "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი", "ატლეტიკო", "ბარსელონა", პსჟ, "ბაიერნი" და "დორტმუნდი" აკვირდებიან.

გამოცემა წერს, რომ არ არის გამორიცხული, სალია ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების განაცხადში მოხვდეს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
რეებს მიაცვ მოაცვამთ! არ აურიოთ ამ ნიჭიერ ბავშვს ტვინი! ახლა მოლოდინი რომ გაუჩნდეს ევროზე წასვლის და არ წაიყვანენ რაც სამართლიანიც იქნება, მერე ამ ბიჭს თუ გული დაწყდა და თამაში გაუფუჭდა ვინ იქნება დამნაშავე?!
კოტე
19:30 04-04-2024
5
ეგრევე პირველ ნაკრებს ნუ დაუკავშირებთ, აგერ 17 და 19 წლამდელები რომ ასტრონომიული ანგარიშებით მარცხდებიან, იქ უფრო გვიჭირს...
დდდ
20:52 04-04-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული