"ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ. მნიშვნელობა არ აქვს, რა იწერებოდა ზამთარში - მე დღეს ქუთაისის "ტორპედოს“ ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები“, - თქვა გიორგიმ მარტის დასაწყისში, უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყებამდე.
თუმცა ის არც ამჯერად
"არაბიძე? მოთამაშეები შევარჩიე გამოცდილებით და შეთამაშებულებით. სულ არის კამათი, ვინ უნდა გამოვიძახოთ და ვინ - არა. არაბიძე გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა, რადგან კარგი სეზონი ჰქონდა. მას ახლაც ვაკვირდებოდი, მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი. ლიონელ მესი ერთადერთია, რომელსაც აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს. იმედია, გიორგი ამას გამოასწორებს“.
განაგრძეთ კითხვა
ევროპაზე თუ არ წაიყვანეს ასეთ კარგ ფორმაში ცუდი იქმება ძაან დაეხმარება ნაკრება მარჯვენა ფლქნგზე
მე წარმატებებს ვუსურვებ.
პირველი - ფეხბურთის დღევანდელ ფედერაციას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის. წინსვლაა ინფრასტრუქტურაში, ბავშვების ფეხბურთში, ნაკრები გავიდა ბოლოს და ბოლოს ევროპაზე და აქაც ფედერაციის წვლილი დიდია. ერთადერთი მინუსი რაც მახსენდება, მაკედონიასთან 2020-ში მაყურებლები არ იყო სტადიონზე, თუმცა ეს მთავრობის გადაწყვეტილება იყო და არა ფედერაციის.
მეორე - სანიოლსაც მადლობის მეტი არაფერი დაუმსახურებია, კაცმა ევროპაზე გაგვიყვანა. არ ქონდა დიდი სამწვრთნელო გამოცდილება, მაგრამ დიდი ფეხბურთელი იყო და რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტით. ვაისმა დ ლიგა მოიგო, სანიოლმა კი ც ლიგა და მომდევნო გათამაშებაში ბ ლიგაში ვითამაშებთ - ესეც უკვე მიღწევაა, სერიოზულ გუნდებს გავეჯიბრებით და მსოფლიოს შესარჩევს უფრო მომზადებული შევხვდებით. ნაკრების მოთამაშეებს ეგ ვერ ასწავლის ფეხურთს, თუმცა დისციპლინა, მათ შორის სათამაშო და თავდადებული თამაში ასწავლა. ერთადერთი მისი შეცდომა ესპანეთთან სახლში ოთხი მცველით თამაში იყო, მოულოდნელობის ეფექტი უნდოდა და სამწუხარო გაკვეთილი მიიღო.
მესამე - საკმაოდ გვყავდა დიდი ტალანტები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშეს: ჭანტურია, ყენია, მჭედლიძე, ანანიძე, არაბიძე, ნინუა, თუნდაც ოქრიაშვილი. მგონი ვკარგავთ პარკაძეს და სიგუას, რომლებსაც ფაქტიურად არ ათამაშებენ. მიზეზების განხილვას არ შევუდგები, განსხვავებული სიტუაციებია, მაგრამ ასეთი რამ ხდება. არაბიძემ ვერ განავითარა თავისი კარიერა, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ათამაშდა. ზღაპრული მარცხენა აქვს, კარგი დარტყმა, მაგრამ სწორია სანიოლი - თანამედროვე ფეხბურთი დიდი ინტენსივობაა. ხვიჩასაც კი არ პატიობენ ამას, ერთადერთი მესის და რონალდოს ქონდათ უფლება, დაცვას არ დახმარებოდნენ.
იქნებ არაბიძეს საბა ლობჟანიძე ჯობია ნაკრებში? შეიძლება ნაკლები ტალანტია, მაგრამ ძალიან მუშაა. გემოვნების საკითხია, თუმცა ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია.
ლამის ორმოცდათხუთმეტი წელია ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ჯერ არ გამიგია, ხალხის მოთხოვნით თბილისის დინამოში ან რომელიმე ნაკრებში აეყვანოთ რომელიმე ფეხურთელი.
კარგით რააა - თუ გიყვართ ფეხბურთი უყურეთ და გულშემატკივრობით სიამოვნება მიიღეთ.