საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია.

ტურნირის დასკვნით შეხვედრაში სალომე ხუბულურის გუნდმა ესტონეთის ნაკრებს 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი სოფი ხელაშვილიმა შეასრულა. თითო გოლი ქეთევან ჭურკვეიძის, ანანო წიქარიძის და ლოლიტა კალოიანის ანგარიშზეა.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირის სამივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. სასტარტო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ სან მარინოს 7:4 სძლია, ლუქსებმურგის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა კი 4:1 მოიგო.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
აშკარაა,რომ ქალთა ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა.დიდი შრომაა ჩადებული.მეტად სასიხარულოა ეს.ასე გააგრძელეთ გოგონებო!წარმატებები საქართველოს!!!
კოლხიდელი
08:39 22-04-2024
1
ამათ პატრონი არ ჰყავთ? დაღრეცილი ფეხებით ვის მოეწონებით. თქვენი საქმე განათლება, გათხოვება და შვილების აღზრდა. რა დაგარბენინებთ?
დალი
07:59 22-04-2024
5

სიახლეები პოპულარული