თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა. როგორც კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, ფიფია ვერც ფეხბურთში და ვერც პოლიტიკაში ვერ ერკვევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან "დინამო თბილისზე" და პირადად ჩემზე საუბარის შემდეგ თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლებიც "დინამო თბილისში" ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ მე ჩემს ქვეყანაში არავის ჩამოვუყვანივარ, მით უმეტეს, არც ერთ პოლიტიკურ თუ მმართველ ძალას. საქართველოში ბიზნესსაქმიანობა ჯერ კიდევ 1997 წლიდან დავიწყე და ასე გრძელდებოდა "დინამო
თბილისის" შეძენამდეც, წლების განმავლობაში.

რაც შეეხება საფეხბურთო საქმიანობას და მის დასაწყისს - სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საკლუბო სტრუქტურა ჩვენ ჩავანაცვლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით.

დავაფუძნეთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ანდრეი შევჩენკომ, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელ კახა კალაძესთან ერთად მიიღო.

დავაფუძნეთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებშიც პირველად მიიქციეს მედიის და გულშემატკივრის ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი აბუაშვილმა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა.

2015-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში "დინამო თბილისის" აღზრდილმა 21-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი მოწინავე მაჩვენებელია.

მხოლოდ გასულ, 2023 წელს, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში "დინამო თბილისის" აღზრდილმა 60-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
"დინამო თბილისის" აკადემიის ინიციატივით, რეგიონებში ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი მოზარდებისა და მწვრთნელების აღმოჩენას და წახალისებას. პროექტი 10-ზე მეტ რეგიონში, 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის განვითარებაში.

წლების განმავლობაში შესაძლებლობა მივეცით საუკეთესო ქართველ და გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელებს, შევუქმენით ყველანაირი პირობა და სამჯერ ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე. ამ პერიოდში, 6-ჯერ მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა, 4-ჯერ დავით ყიფიანის საქართველოს თასი, ხოლო 4-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი.

"დინამო თბილისი" არის სახალხო კლუბი, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია.

ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოხატულია 9 აპრილის, იუნკერების ხსენების, აგვისტოს ომისა თუ სოხუმის დაცემის დღეს ფეხბურთელებისა და მთელი კლუბის სახელით შესაბამის ცერემონიებში მონაწილეობაში. ჩვენ, ასევე, ერთგულად და ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.

ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო უკვე ისტორიის ნაწილია, რომელიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებთან, უამრავი ვარსკვლავისთვის გზის გაკვალვასთან ასოცირდება და მათი განცალკევება და ერთმანეთთან დაშორება ვერ მოხერხდება.

"დინამო თბილისის" მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ( მათ შორის, 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომლებსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლებიც "დინამო თბილისში" ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაციით ავხსნა.

პატივისცემით,
რომან ფიფია
"დინამო თბილისის" პრეზიდენტი".

წყარო: FC Dinamo Tbilisi

alt"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

მკითხველის კომენტარები / 49 /
მართალია ეს კაცი, კარგის მეტი რა გაუკეთებია გუნდისთვის? ჩვენ კი ვთხოვთ რომ ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფში მოხვდეს მაგრამ მაგას რამდენი თანხები ჭირდება ყველამ იცის. გუნდი ყოველთვის საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის ახალგაზრდა ფეხბურთელებით, დინამოს სკოლის აღზრდილებით.
shalva
22 აპრილი 2024 20:30
44
დედამიწაზე არ ცხოვრობ? ვინ ითხოვს ჯგუფს? 99% პირველი ეტაპის გადალახვის იმედს კარგავს ივლისში
სიმართლე
22 აპრილი 2024 22:26
1
shalva შენ ფეხბურთის შალვა ხარ , ნათელაშვილი შალვა ))
ტარიელი
23 აპრილი 2024 01:14
1
ჩემი დასაწერი არაერთხელ დავწერე და საკმარისია …უბრალოდ რა ველაპარაკო ტიპს ვინც კვარას და მამარდას აღზრდას იბრალებს ….მაშინ რატომ აღმოჩნდა ერთი რუსთავში და მეორე ლოკომოტივში კითხეეეეეთ რა ვინმეეემ ….!!!! მაგრამ მაქვს ერთი თხოვნა ვისაც აქვს ( ჟურნალისტებს, ფეხბურთელებს უბრალოდ ვინც მისწვდება)წვდომა მაგ ფიფიასთან ( მგონი 1966 წლიანი არის )1972 დან 1992 წლამდის რამდენი თამაში აქვს ნანახი იმ ლეგენდარული თბილისის დინამოს თუნდაც ტელევიზორიიით ….კითხეთ რა ვინმეეემ არ გაინტერესებთ
მდააა
23 აპრილი 2024 03:40
7
როინ ფიფია მამიდა:)))))
სუფთა ეგ არის!!!
23 აპრილი 2024 05:16
1
ორი თაღლითი დაუპირისპირდა ერთმანეთს
დავით 67
23 აპრილი 2024 00:15
12
მესამე შენა ხარ! გიგა.
დავით 67-ს
23 აპრილი 2024 09:51
2
1. ჩემი აზრით დინამო თბილისის ადგილი ჩვენს გულებში საქრთველოს ნაკრებმა შეცვალა, გამომდინარე აქედან დინამო თბილისის არ ყავს საკუთარი ფანების ბაზა და არც არასოდეს ეყოლება!
2.მე რომ დიდ ფულიანი ბიზნესმენი ვიყო არასოდეს ვიყიდდი საფეხბურთო კლუბს საბჭოთა ბოლშევიკური სიმბოლიკით და სახელით. 100 ზე მეტი დინამოა ამ ქვეყანაზე დუშანბეს დინამოდან დაწყებული ზაგრების დინამოთი დამტავრებული!
რობი
22 აპრილი 2024 22:25
12
ამერიკაში,ჰიუსტონის გუნდიც,დინამოს სახელით გამოდის.დაიჯერებ,რომ ისინიც კომუნისტური წარსულიდან მოდიან?დინამოს,გენერატორებს უძახდნენ და ამ სახელს,ასე განმარტავდნენ:დინამო,ეს არისძალა და მოძრაობა.თბილისის დინამო,ეს ბრენდია და უცხოეთშიც ყურადღებას იქცევს.ესეც რეკლამის ერთი სახეა,ინვესტორის,ან ფეხბურთელის მოსაზიდად.რაც ფიფიას ფული აქვს,ის ფული,აკადემიის კარგად მუშაობას ჰკმარა და ამაზე დიდი მადლობა ეკუთვნის.გუნდის ნორმალურ დონეზე ფუნქციონირებას,გაცილებით მეტი სჭირდება.მას რუსთავის აზოტი წაართვეს,რომლის ფულითაც იდეაში უნდა შეენახა დინამო.აღარ აქვს ფული,ვერც აზოტს იბრუნებს და არც დინამოს შეძენის მსურველი გამოჩნდა.რაც აქვს,მაგით დინამოს ვერ გააძლიერებს,მაგით მხოლოდ აკადემიას ამუშავებს კარგად და მაგაზე დიდი მადლობა ეკუთვნის.სხვა არაფერი შეუძლია და მგონი საკმარისია მისი გინება.მგონი ინდოელებმა თუ სინგაპურელებმა დაითრიეს,რუსთავის აზოტი,ჰოდა მათ იყიდონ დინამოც,გააძლიერონ და წარმატებებს მიაღწიონ.მაგრამ არ უნდათ და ისევ ამ კაცს ვაგინებთ.არ გამოდის სამართლიანად.
სოსო
23 აპრილი 2024 10:14
0
მე ამათი პოლიტიკური იწილო-ბიწილოსი არა ვიცი, მაგრამ თბილისის დინამო+ფედერაცია+მსაჯები ადვილად ჩაგრავდნენ სხვა გუნდებს. თუ ეს პოლიტიკური დაპირისპირება ამ უმსგავსო პრაქტიკას მოსპობს, მივესალმები. მინდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები სახელს იხვეჭდნენ საფეხბურთო წარმატებებით და არა პავიაზკის გაკეთებით, პოლიტიკური განცხადებებით და ა.შ. არასაფეხბურთო აქტივობებით.
ბ. დილანიშვილი
23 აპრილი 2024 10:14
8
აი ამ უტიფარ ,ფულის მათეთრებელ სოვდაგარს , ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს, აქამდე მიუჩენდნე7ნ ადგილს იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ ჩვენი მთავრობა მარტო ლაყბობით არის დაკავებული 12 წელია
:)))))
23 აპრილი 2024 09:49
5
ამას რომ მოუსმინოს კაცმა გეგონება ამნაირი მენეჯერი და ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული კაცი ქვეყანაში არავინაა.... ვაი შენს პატრონს.... იმას რატომ არ ამბობ რამდენჯერ გახვრიტა ფსკერი დინამომ ევროთასებზე?რამდენჯერ შეირცხვინა თავი არარაობა გუნდებთან?... ენას ძვალი არ აქვსო და ამბობ რასაც გინდა... გუნდის ხელმძღვანელობის ნამუშევარი ისახება გუნდის წარმატებაზე და ამ დინამოზე არ შეგვიძლია სამწუხაროდ წარმატებებზე ვილაპარაკოთ...არც პოლიტიკა მაინტერესებს და პოზიცია ოპოზიცია... სამწუხაროდ შიშით ველოდები მორიგ ევროსეზონს ჩვენი დინამოს შედეგებიდან გამომდინარე.... წარმატებები ქართულ ფეხბურთს...
დავითი...
23 აპრილი 2024 19:31
2
კალაძე!!გუთენტრაკენ!
კარგით რააა
23 აპრილი 2024 13:31
6
რა კავშირშია ფიფია ნაკრებთან ?
ზაქრო
22 აპრილი 2024 20:18
17
ნაკრებთან რა კავშირი აქ? წაიკიტხეტ მაინც? უმრავლესობა, სადღაც 80 % ნაკრების მოთამაშე ამ კაცის მიერ დაარსებულ აკადემიაშია აღზრდილი! ამან ჩამოიყვანა თავის დროზე ბარსელონიდან კარასკო, კაცი რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ფეხბურთის განვითარებაში! სხვათაშორის კარასკოს აღზრდილია აგრეტვე ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელები მუდრიკი, სუდაკოვი, ლუნინი, კანაპლია და სხვები (უკრაინაში ის წაიყვანეს საქარტველოში კარგი მუშაობის შემდეგ)
რობი
22 აპრილი 2024 20:40
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული