თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა. როგორც კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, ფიფია ვერც ფეხბურთში და ვერც პოლიტიკაში ვერ ერკვევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან "დინამო თბილისზე" და პირადად ჩემზე საუბარის შემდეგ თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლებიც "დინამო თბილისში" ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ მე ჩემს ქვეყანაში არავის ჩამოვუყვანივარ, მით უმეტეს, არც ერთ პოლიტიკურ თუ მმართველ ძალას. საქართველოში ბიზნესსაქმიანობა ჯერ კიდევ 1997 წლიდან დავიწყე და ასე გრძელდებოდა "დინამო
თბილისის" შეძენამდეც, წლების განმავლობაში.

რაც შეეხება საფეხბურთო საქმიანობას და მის დასაწყისს - სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საკლუბო სტრუქტურა ჩვენ ჩავანაცვლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით.

დავაფუძნეთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ანდრეი შევჩენკომ, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელ კახა კალაძესთან ერთად მიიღო.

დავაფუძნეთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებშიც პირველად მიიქციეს მედიის და გულშემატკივრის ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი აბუაშვილმა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა.

2015-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში "დინამო თბილისის" აღზრდილმა 21-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი მოწინავე მაჩვენებელია.

მხოლოდ გასულ, 2023 წელს, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში "დინამო თბილისის" აღზრდილმა 60-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
"დინამო თბილისის" აკადემიის ინიციატივით, რეგიონებში ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი მოზარდებისა და მწვრთნელების აღმოჩენას და წახალისებას. პროექტი 10-ზე მეტ რეგიონში, 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის განვითარებაში.

წლების განმავლობაში შესაძლებლობა მივეცით საუკეთესო ქართველ და გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელებს, შევუქმენით ყველანაირი პირობა და სამჯერ ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე. ამ პერიოდში, 6-ჯერ მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა, 4-ჯერ დავით ყიფიანის საქართველოს თასი, ხოლო 4-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი.

"დინამო თბილისი" არის სახალხო კლუბი, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია.

ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოხატულია 9 აპრილის, იუნკერების ხსენების, აგვისტოს ომისა თუ სოხუმის დაცემის დღეს ფეხბურთელებისა და მთელი კლუბის სახელით შესაბამის ცერემონიებში მონაწილეობაში. ჩვენ, ასევე, ერთგულად და ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.

ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო უკვე ისტორიის ნაწილია, რომელიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებთან, უამრავი ვარსკვლავისთვის გზის გაკვალვასთან ასოცირდება და მათი განცალკევება და ერთმანეთთან დაშორება ვერ მოხერხდება.

"დინამო თბილისის" მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ( მათ შორის, 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომლებსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლებიც "დინამო თბილისში" ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაციით ავხსნა.

პატივისცემით,
რომან ფიფია
"დინამო თბილისის" პრეზიდენტი".

წყარო: FC Dinamo Tbilisi

alt"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

მკითხველის კომენტარები / 49 /
ამას რომ მოუსმინოს კაცმა გეგონება ამნაირი მენეჯერი და ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული კაცი ქვეყანაში არავინაა.... ვაი შენს პატრონს.... იმას რატომ არ ამბობ რამდენჯერ გახვრიტა ფსკერი დინამომ ევროთასებზე?რამდენჯერ შეირცხვინა თავი არარაობა გუნდებთან?... ენას ძვალი არ აქვსო და ამბობ რასაც გინდა... გუნდის ხელმძღვანელობის ნამუშევარი ისახება გუნდის წარმატებაზე და ამ დინამოზე არ შეგვიძლია სამწუხაროდ წარმატებებზე ვილაპარაკოთ...არც პოლიტიკა მაინტერესებს და პოზიცია ოპოზიცია... სამწუხაროდ შიშით ველოდები მორიგ ევროსეზონს ჩვენი დინამოს შედეგებიდან გამომდინარე.... წარმატებები ქართულ ფეხბურთს...
დავითი...
23 აპრილი 2024 19:31
2
კალაძე!!გუთენტრაკენ!
კარგით რააა
23 აპრილი 2024 13:31
6
ფიფია არა მარტო ნაცია, არმედ მავნებელიც არის!
ოთარი
23 აპრილი 2024 11:18
13
ხო აბა რა,ფედერაციის არჩევნებში კობიაშვილს უჭერდა მხარს და ნაკრები კიდევ სულ დინამო აკადემიის აღზრდილებითაა სავსე და მავნებელია აბა რა...
მაშ შენი კომენტარი რაღა არის თუ არა მავნებლობა?
სოსო
23 აპრილი 2024 16:14
6
კი ნამდვილად!
მართა
23 აპრილი 2024 12:14
3
მე ამათი პოლიტიკური იწილო-ბიწილოსი არა ვიცი, მაგრამ თბილისის დინამო+ფედერაცია+მსაჯები ადვილად ჩაგრავდნენ სხვა გუნდებს. თუ ეს პოლიტიკური დაპირისპირება ამ უმსგავსო პრაქტიკას მოსპობს, მივესალმები. მინდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები სახელს იხვეჭდნენ საფეხბურთო წარმატებებით და არა პავიაზკის გაკეთებით, პოლიტიკური განცხადებებით და ა.შ. არასაფეხბურთო აქტივობებით.
ბ. დილანიშვილი
23 აპრილი 2024 10:14
8
აი ამ უტიფარ ,ფულის მათეთრებელ სოვდაგარს , ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს, აქამდე მიუჩენდნე7ნ ადგილს იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ ჩვენი მთავრობა მარტო ლაყბობით არის დაკავებული 12 წელია
:)))))
23 აპრილი 2024 09:49
5
უამრავი სტატია იდება ამ ფიფიაზე და ხალხს გაგებინეთ,სად იშოვა ფული მაგ კაცმა. ჟურნალისტები ხომ გქვიათ და რას ემსახურებით,პატრონებს თუ სიმართლეს? ამ კაცმა რუსეთში იშოვა ფული,როგორც ბიძინამ და ახლა ერთმანეთს ებრძვიან? ხაზარაძეს ძალიან კარგად არსებობდა და თანამშროლობდა ბიძინასთან,მერე რაღაც ვერ გაიყვეს და პარტია შექმნა,ასეა ფიფიას ამბავიც. გავა დრო და გარკვევა,შეიძლება ყველა მხარე რუსეთის თამაშს თამაშობს და ხალხს თავისი ხელით ათხრევინებენ სამარეს. უბრალო რაღაცეებზე დაკვრივება და ანალიზი სჭირდება ხალხს,სწორი კითხვები უნდა დასვათ. მოდი ვიკითხოთ,ორივე მხარიდან დამისახელეთ პირი,ვინც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის თავს გაწირავს? მეორე კითხვა,თუ ყველა მთავრობა ან პოლიტიკოსი თავის ინტერესებს ემსახურება,მაშინ მათ გამო რატომ იკლავთ თავს? დებილები ხართ? მესამე კითხვა,თუ მეორე კითხვა მართალია და ყველა თავის თავს ემსახურება,მაშინ რატომ ხართ მომხრე მათი რაოდენობის ზრდის? რა გგონიათ,რუსის ვანია რო შემოვა,ლომჯარია,კობახიძე ან მელია დაგიცავთ? ამიტომ იფიქრეთ,რომ ჩვეულებრივი მოქალქენი ერთად იყოთ,დაპირისპირებას მოეშვით და თუ ჩხუბი უნდათ,აგერ პარლამენტი და დინამოს სტადიონი,გაიყვნენ და იჩხუბონ. რატომ უნდა მოიქცეთ ასე? იმიტო რო არეულობის დროს,ყველაზე მეტი ჩვეულებრივი ადამიანები იხოცებიან და მათ ყოველდღიურობაზე მოქმედებს,მდიდრები უფრო გამდიიდრდებიან. შეგიძლიათ მითხრათ ერთი მდიდარი,ვინც ღარიბებისთვის თავის გაწირა? მდიდრებიში აუცილებლად ქოცებს არ ვგულისხმობ,არც ნაცებს აკლიათ ფული და არც ენჯეო სექტორს,ხოდა ამათთვის იბრძვით და არ ელაპარაკებით მეზობელს? ან რა რუსეთი ან ამერიკა ან ევროპა,იმ ბნელ წლებში მეზობელს შემოქონდა საჭმელი თუ არ გქონდა,რუსები ბომბებს გაყრიდნენ და ამერიკელები მატლიან მფქვილს გვიგზავნიდნენ. საქართველო საქართველოზე უნდა იფიქროს და არა იმაზე სხვას რა უნდა.

პ.ს. ეს კანონი მისაღებია,იმიტო კი არა რო კარგია,არამედ მაინტერესებს დამოუკიდებლები ვართ თუ არა. თავისუფლება ისედაც არ გვაქვს
იასონას უდარი
23 აპრილი 2024 06:25
9
კი,ამ კანონით დგინდება ვართ თუ არა რეალურად დამოუკიდებლები. დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტი(როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ის) იღებს კანონს და უცხოეთიდან უბრძანებენ არ მიიღოს ეს კანონი,ეს დამოუკიდებლობა არის? გერმანია ან საფრანგეთი რო იღებდეს რაღაც კანონს და ქართველებმა ვაკრიტიკოთ,მოეწონებათ? ხალხის მიერ არის არჩეული ეს პარლამენტი და კრამონი ვინ არის? თან თვითონ აღიარეს არჩევნების შედეგი ანუ გამოდის რო სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. რაც შეეხება ოფშორებს,რატომ ხტუნაობთ ამ თემაზე? შავი ფული ბანკების გავლით რანაირად შემოვა? გიფიქრიათ ამაზე? რა გგონიათ,კეისებით შემოიტანენ ფულს და საწარმოს ააშენებენ? შემოვა ინვესტიცია და ის დაექვემდებარება კანონმდებლობას,ეროვნული ბანკის რეგულაციებს და ასევე,კერძო ბანკების მოთხოვნებს. გადართეთ სხვა არხზე,ხო ხედავთ ფორმულა და მთავარი თავებს გილაყებთ,რატომ უჩალიჩებთ საკუთარ თავებს? მაზოხისტები ხართ? ან წაიკიტხეთ,მენქიუ და ჰეინე,ან ეროვნული და კერძო ბანკების რეგულაციები. კითხვა ხო იცით?
იასონას პასუხი ლაშას
23 აპრილი 2024 16:35
1
ამ ხალხმა რუსეთი ძარცვეს მაინც და იქ იშოვეს საშოვარი და საქართველოში დღეს ვინც მილიონერია ძირითადი ნაწილს სამეგრელო და აფხაზეთის ძარცვით რო აქვთ ნაშოვნი ფულები მაგი უფრო არის მოსაკითხო ჩემო ძმაო...
სოსო
23 აპრილი 2024 16:26
0
ყველა გამოხმაურება
როინ ფიფია მამიდა:)))))
სუფთა ეგ არის!!!
23 აპრილი 2024 05:16
1
ჩემი დასაწერი არაერთხელ დავწერე და საკმარისია …უბრალოდ რა ველაპარაკო ტიპს ვინც კვარას და მამარდას აღზრდას იბრალებს ….მაშინ რატომ აღმოჩნდა ერთი რუსთავში და მეორე ლოკომოტივში კითხეეეეეთ რა ვინმეეემ ….!!!! მაგრამ მაქვს ერთი თხოვნა ვისაც აქვს ( ჟურნალისტებს, ფეხბურთელებს უბრალოდ ვინც მისწვდება)წვდომა მაგ ფიფიასთან ( მგონი 1966 წლიანი არის )1972 დან 1992 წლამდის რამდენი თამაში აქვს ნანახი იმ ლეგენდარული თბილისის დინამოს თუნდაც ტელევიზორიიით ….კითხეთ რა ვინმეეემ არ გაინტერესებთ
მდააა
23 აპრილი 2024 03:40
7
ფიფიას დამსახურებაა ნაკრები, რომ რამეს შვება, ყველა თითქმის დინამოს აკადემიის გაზრდილები არიან, მაგრამ დინამოს აშკარად უჭირს ფინანსურად , ხოლო ირაკლი , მეორე ანტუან ტრი ტრი ღარიბაშვილი და მეუფე იაკობი დიდებულად ერკვევიან სპორტში, პოლიტიკაში და განსაკუთრებით კობახიძე მაკედონიასთანნსტადიონზე თვითონ და შვილი, რომ იყვნენ მაყურებლად ცარიელ სტადიონზე, ფიფიაც და ესენიც რუსკი კარაბლის პასაჟირები არიან!!!
ხვიჩა მაღლაკელიძე
23 აპრილი 2024 02:43
27
ქართველ ხალხს უხეთქავთ გულებს ყოველ წელიწადს. ხან მეთევზეები გათრევენ და ხან მეცხვარეები . ქართული ფეხბურთის სირცხვილი და მესაფლავეები ხართ შენ და შენი დინამო . ფეხბურთის ყველა ქართველმა გულშემატკივარმა იცის ეს.ხმას როგორ იღებ?
ტარიელი
23 აპრილი 2024 01:20
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული