თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა. როგორც კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, ფიფია ვერც ფეხბურთში და ვერც პოლიტიკაში ვერ ერკვევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან "დინამო თბილისზე" და პირადად ჩემზე საუბარის შემდეგ თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლებიც "დინამო თბილისში" ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ მე ჩემს ქვეყანაში არავის ჩამოვუყვანივარ, მით უმეტეს, არც ერთ პოლიტიკურ თუ მმართველ ძალას. საქართველოში ბიზნესსაქმიანობა ჯერ კიდევ 1997 წლიდან დავიწყე და ასე გრძელდებოდა "დინამო
თბილისის" შეძენამდეც, წლების განმავლობაში.

რაც შეეხება საფეხბურთო საქმიანობას და მის დასაწყისს - სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საკლუბო სტრუქტურა ჩვენ ჩავანაცვლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით.

დავაფუძნეთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ანდრეი შევჩენკომ, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელ კახა კალაძესთან ერთად მიიღო.

დავაფუძნეთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებშიც პირველად მიიქციეს მედიის და გულშემატკივრის ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი აბუაშვილმა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა.

2015-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში "დინამო თბილისის" აღზრდილმა 21-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი მოწინავე მაჩვენებელია.

მხოლოდ გასულ, 2023 წელს, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში "დინამო თბილისის" აღზრდილმა 60-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
"დინამო თბილისის" აკადემიის ინიციატივით, რეგიონებში ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი მოზარდებისა და მწვრთნელების აღმოჩენას და წახალისებას. პროექტი 10-ზე მეტ რეგიონში, 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის განვითარებაში.

წლების განმავლობაში შესაძლებლობა მივეცით საუკეთესო ქართველ და გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელებს, შევუქმენით ყველანაირი პირობა და სამჯერ ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე. ამ პერიოდში, 6-ჯერ მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა, 4-ჯერ დავით ყიფიანის საქართველოს თასი, ხოლო 4-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი.

"დინამო თბილისი" არის სახალხო კლუბი, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია.

ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოხატულია 9 აპრილის, იუნკერების ხსენების, აგვისტოს ომისა თუ სოხუმის დაცემის დღეს ფეხბურთელებისა და მთელი კლუბის სახელით შესაბამის ცერემონიებში მონაწილეობაში. ჩვენ, ასევე, ერთგულად და ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.

ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო უკვე ისტორიის ნაწილია, რომელიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებთან, უამრავი ვარსკვლავისთვის გზის გაკვალვასთან ასოცირდება და მათი განცალკევება და ერთმანეთთან დაშორება ვერ მოხერხდება.

"დინამო თბილისის" მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ( მათ შორის, 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომლებსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლებიც "დინამო თბილისში" ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაციით ავხსნა.

პატივისცემით,
რომან ფიფია
"დინამო თბილისის" პრეზიდენტი".

წყარო: FC Dinamo Tbilisi

alt"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

მკითხველის კომენტარები / 49 /
როცა ფარერელი მეთევზეები მოგიგებენ 6-0 კი არ უნდა იამაყო შენი “ნამოღვაწარით” პირველივე რეისით უნდა აახვიო ამ ქვეყნიდან
BOSS
22 აპრილი 2024 22:02
17
ოჰო შეასიეს ქოცტროლები ეგრევე, წავიდა ახალი კაცის გაშავება. ქოცტროლებო, ოდესმე თუ ხმას ამოიღებთ ამ ქვეყანაში, ხო იცით რო თქვენც ზუსტად იგივე მოგელით, რასაც თქვენ ახლა სხვებს უკეთებთ. ოდესმე სამარტალი თუ დაგჭირდატ, ვინმე ქოცი უსამარტლოდ მოგექცათ. ზუსტად იგივე დრეში ჩავარდებით ტქვენც, თქვე ნაძირლებო, რასაც სხვებს უკეთებთ.
000
22 აპრილი 2024 22:50
27
რაც არ უნდა ილაპარაკოს ფიფიამ, ფაქტი არის სახეზე. ყველაფერი ფასდება შედეგით,რაც დინამოს შემთხვევაში სავალალოა.
ბადრი
22 აპრილი 2024 20:36
6
ყოჩაღ მთავრობა!!მაგარი განწყობით აცილებთ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე,თქვენ ხართ ქვეყნის ნომერ პირველი მტრები!ყველაფერს აკეთებთ,რომ ხალხი დააპირისპიროთ ერთმანეთს!!წყალში ჩაუყარეთ ფეხბურთელებსაც და ხალხსაც საზეიმო განწყობა!!!!
სანდრო
22 აპრილი 2024 19:59
41
სანდრო, მისამართი გეშლება! ხალხის ნომერი პირველი მტერი, ნაცებისკენ მოიკითხე, თავისი პატარა დაგეშილი ნაცუკებით, რომლებიც აზზრზე არ არიან რას აპროსტებენ! რასაც ჩასძახებენ გრანტი ჭამია ენჯეოშნიკები, იმასავე ამოსძახებენ ეს "პატარა ნაც ბავშვები". სხვათაშორის ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელების განცხადებებმაც, ხელი შეუწყო მათ წაქეზებას. რაც შეეხება საფეხბურთო საზეიმო განწყობას, მაგაში ნამდვილად გეთანხმები, რადგანაც ნაცების გამოხტომებმა, მართლაც ჩაგვაშხამეს ხალხსაც და ფეხბურთელებსაც.
სანდროს
22 აპრილი 2024 21:02
9
ბიუჯეტის ჭამიები, ებრძვიან გრანტი ჭამიებს,ამათი შემყურე კი უბრალო ხალხი იჭყლიტება,ახლა რა გგონია მთავრობის წევრები და მათი ცოლ შვილი კომოს მილანს და პარიზზს დაიკლებენ?!სიღარიბე უნდათ ჩვენთვის,ფუფუნება თავიანთი თავებისთვის!!!!
უცნობ-ს
22 აპრილი 2024 21:32
6
ყველა გამოხმაურება
კობახიძე გულზე არ მეხატება, მაგრამ ფიფიასნაირი თაღლითი და მატყუარა მგონი პოლიტიკოსი კობახიძეც კი არ არის. გაიხსენეთ ყოველ წელიწადს კლუბის პრეზიდენტის მიერ შეპირებული და მოყოლილი ე.წ. "დაჩის (უკაცრავად, რომანოზას) ზღაპრები" და დასკვნის გამოტანა მარტივია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, მისი მოსვლის პირველივე დღეს "დინამო"-ს ქართული ემბლემა რუსული "დ"-თი რომ შეცვალა, მერე წლების განმავლობაში გუნდი თანდათან გაანადგურა და ახლა უმაღლესი ლიგიდან გაგდებას უმიზნებს...
fani
22 აპრილი 2024 21:21
13
მდინარაძე, გამოდი გიცანით.
.....
22 აპრილი 2024 22:51
13
თუ ასეთი და ამდენი ფეხბურთელი აღზარდეთ,ამდენი უცხოელი რატომ გყავს საკუთარ გუნდში?
რეზო
22 აპრილი 2024 20:27
14
ნუ არ აპატიეს რომ ქართული კლუბებიდან მხოლოდ დინამომ გააკეთა განცხადება რუსული კანონის წინააღმდეგ...
არ აპატიეს რომ დინამოს არასოდეს ავიწყდება 9 აპრილი, 26 მაისი, საქართველოს ოკუპაციის დღე, იუნკერები, აფხაზეთის ომი და ა.შ. და ყოველთვის ეროვნულ პოზიციაზე დგას...
არა აპატიეს რომ ვაზელინი არ წაისვა...
სციპიონ აფრიკელი
22 აპრილი 2024 21:26
49
აპატიეს კი არა როგორც
იჩუქა პატარკაციშვილებისგან ისე აჩუქოს
სხვას, ათეულობით მილიონს რომ
ითხოვს. “აკადემია”დაიტოვოს თუ
უნდა.
The
22 აპრილი 2024 22:30
7
ნაცს ხომ პრინციპი არ გააჩნია. ფიფიას კი არა აღა-მაჰმად-ხანს გაამართლებენ თუ დაჭირდათ. ერეკლე კი გამოაცხადეს მოღალატედ და მაგაზე უარესი რაღა უნდა ქნან.
odala
22 აპრილი 2024 23:58
11
ბერა ივანიშვილი,ან კალაძე რატომ არ ყიდულობენ და დებენ ფულს ქართულ კლუბებში??რა გაგიჭირდათ ისეთი,რომ ერთი ყარაბაღის დონის კლუბი ვერ გააკეთეთ?!
..
22 აპრილი 2024 21:19
3
ფიფიას გაკეთებული საქმე არ გაიშვა "დინამო", გამომივიდა ესეც დემოკრატიის შუქურა:-) მინი ოლიგარქია რუსეთში ნაშოვნი ფულით ბორინკასავით ...
სიმართლე
22 აპრილი 2024 23:15
15
კობახიძის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ , ფიფია მთავრობას ოპოზიციაში უდგას აზოტის ქარხნის გულისთვის თვითონვე ამბობდა წამართვესო ოღონდ ყიდვით როგორ იყიდა აღარ ამბობდა,სიმართლე ეგაა , დინამო როგორც ააყვავა შედეგები მეტყველებს, თორემ კანონის და დემოკრატიის ბედი სულ არ ადარდებს , ამასაც ბორიასავით რუსეთში აქ მილიონები ნაშოვი !!!
დავითი
22 აპრილი 2024 23:11
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული