"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:

"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"

მკითხველის კომენტარები / 152 /
უსირცხვილო, უნამუსო და თავხედი კალაძე.
მარი
01 მაისი 2024 22:32
52
კალაძე ვირთხა, ეგრევე მოკიდებს ცოლშვილს ხელს და ისევ ევროპაში მილანში გადაბარგდება თავს მსხვერპლად წარმოაჩენს და ბიძინას დიქტატურის მძევალი ვიყავიო
Badiri
01 მაისი 2024 22:11
53
სულით და გულით გიერთდები, ბევრი შენნაირი უ ნდა გამოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, ქვეყნის ერთგულება და მომავლის გზა. რუსული ოცნება უნდა ჩამოიშალოს არჩევნებამდე.
ქართველი
01 მაისი 2024 22:00
61
მეც მომხვდა მარა ეხლა უფრო დიდი სულისკვეთებით მივდივარ, თავს არ დაგაჩაგრინებთ ნაძირლებო, თქვენი კუთვნილი რძე უნდა დავლიო.......
ზურაბ სუხაშვილი
01 მაისი 2024 21:57
42
ვენაცვალე აჭარელ ახალგაზრდებს, ეს ბინძური კორუმპირებული კალაძე თავისი 2 ავტოგოლით დარჩება საქართველოს ისტორიაში.
ირაკლი
01 მაისი 2024 21:30
61
ვინც გუშინდელი ხალხის ცემას ამართლებს ყველა არაადამიანია! შემოლაგდნენ ტროლები აქაც და შეესივნენ. წავიდა რუსეთში კი და დაუშვა შეცდომა მაგრამ ახლა სწორ მხარეს დგას და ამაზე ლანძღავენ, წარსულის შეცდომის გამო აღარ გამოვიდეს? ვინც ამბობთ კიდე ფეხბურთელს პოლიტიკაში რა უნდაო ჩვენს პარლამენტში არაერთი ფეხბურთელია გაიხსენეთ.
Dima
01 მაისი 2024 21:25
45
აქ ან ბოტებით ხართ სავსე ან წასულია ქვეყანა... ამდენი დაზომბირებული ხალხი ერთნაირი ლექსიკით... რამდენს იღებთ 50 ლარს თუ 100 ლარს? ომი რომ იყოს თქვენს გამო უნდა წავიდე და თავი შევწირო თქვენ და თქვენაირებმა რომ იპარპაშონ? ღმერთო შენ დაიფარე ეს ბედკრული საქართველო... კაცს რომელსაც მართველი გუნდის ფანია იმ კაცს რაუნდა ელაპარაკო? ქვეყანა გააერთიანეს? ძლიერი არმია გვყავს? ხალხი საზღვარგარეთ აღარ გარბის? გაჭირვება უმუშევრობა დამარცხებულია? მართლა მეკარტოფილეები ხართ ადრე მიშისტები და ნაცები იყავი ეხლა ქოცები ხართ ყვარყვარეები ხართ შალიკო რომ მოვიდეს შალიკოებიც მშვენივრად გახდებით..
რონი
01 მაისი 2024 21:21
38
შენ ფეხბურთელი რომ არ იყავი, ვიცი. სამაგიეროდ, რა მაგარი კანონმცოდნე (სხვა ტერმინს ვერ მიხვდები და ამიტომ ვწერ ასე) ყოფილხარ კემბრიჯის უნივერსიტეტდამთავრებულო!
xuta
01 მაისი 2024 21:21
33
კალაძემ საკუთარი ძმა ფულში გაცვალა და სამშობლოს ვერ გაცვლის?
ალადაშვილს
01 მაისი 2024 21:19
65
ეს ის კახა ალადაშვილია, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში რომ წავიდა სათამაშოდ, მახაჩკალის ანჟიში და შემდეგ ხაბაროვსკში.. არარაობა ვინც იყო, გამოჩნდა მაშინ.
Baxt
01 მაისი 2024 21:16
54
ხაბაროვსკი ხოა რუსეთი, იქაც თამაშობდა.
ჯიჯიო
01 მაისი 2024 22:20
12
მახაჩკალა ისეთივე რუსეთია როგორც აფხაზეთი.
ირაკლი
01 მაისი 2024 21:27
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული