"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
ხვიჩა ნუ ნერვიულობ, აკეთე შენი საქმე; შენს სამშობლოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება ... აქციებს ბევრად უფრო მძიმედ და დაუნდობლად შლიან აშშ-ში, საფრანგეთში ... ეს ქარაქუცებიც დაოკდებიან, უცხოური ფულები გამჭვირვალე გახდება და ევროკავშირშიც შევალთ!
ყველა ვინც ამა თუ იმ მიმართულებით პოზიციის დაფიქსირებას გაძალებს, ყველა უსინდისოა და მოექეცი, როგორც უსინდისოს!
შენი პირადი გულშემატკივარი
04 მაისი 2024 10:33
18
ჩემო პოლიტიკურად გაუნათლებელო ივანიშვილოვის თაყვანისმცემელნო და სააკიანის არასრულწლოვანო მომხრენო!
ეს კანონი რომ ამოქმედდება, რუსეთის აგენტებს დასჯიან? არა. ვინც რუსეთში იშოვა ფული და დღესაც რუსეთიდან იღებს ფულს, იმას დასჯიან? არა. რუსეთის აგენტ ივანიშვილოვს დასჯიან? არა რუსული ქურდული ოცნების წევრებს დასჯიან? არა. სააკისტებს მოხსნიან არჩევნებიდან? არა. მაშ რისთვის არის ეს კანონი საჭირო, თუ იცით? ერთ მიზანს ემსახურება: საქართველოში ქაოსის შექმნას. და ამაში ორივე მხარე იღებს მონაწილეობას.
რეალობა
04 მაისი 2024 09:55
13
კარგი კომენტარი გააკეთა ხვიჩამ.
ივანიშვილოვის კრემლებოტებმა და სააკიანის გრანტობოტებმა დაანებეთ ხვიჩას თავი.
რეალობა
04 მაისი 2024 04:56
18
ამოლპებით სიძულვილში ხალხო, ერთი მხარეც, მეორეც და მესამეც. რად გინდათ ასე აშენებული რამე, ან რა უნდა ააშენოთ? ბიბლიოთეკაში ვათენებდი ხოლმე ლამის რომ ჩემი ქვეყნის ისტორია მესწავლა ქართული და უცხოური წყაროებიდან და ვერასდროს ვერ ვუძებნიდი რაციონალურ ახსნას თუ როგორ შეიძლებოდა მაგალითად ქართლი კახეთისგან ცალკე ყოფილიყო და იმერეთი გურიისგან. ახლა ეს ყველაფერი თანამედროვე რეალობაში დაიხატა და გასაგები გახდა- როგორ და აი ამგვარი ურთიერთსიძულვილით, შუღლით, ამპარტავნებით, ქედმაღლობით, სიფიცხით, შეუწყნარებლობით, ვირული თავდაჯერებულობით. დღეს მხოლოდ ფურცელზე ვართ ერთიანი სახელმწიფო, რეალურად კი მილიონჯერ უარესად დაყოფილები და გათითოკაცებულები ვიდრე მაშინ. ამის მიზეზი არც ცუდი კანონია,არც ხელისუფლება,არც ოპოზიცია ან ნჯო, არამედ თითოეული ჩვენგანი აი იმ "ღირსებებით" შემკული. უკეთესის საწინდარი ყოფილიყოს დღევანდელი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
ალექს
04 მაისი 2024 17:11
3
შენ თვითონ არ ჩარეულცარ ამ სიგლახეში და პირველად წერ ?
ამ ნიკით -"ალექსი", რანდენიმე უადგილო და მიკერძოებული კომენტარი უკვე დაფიქსირებულია და...
---------
საქართველოს გაუმარჯოს !
სწორი ხარ, სიმართლეს წერ, მაგრამ
04 მაისი 2024 18:10
3
ამ "რიჟა" ბაზარს სჯობდა პირდაპირ გეთქვა ვისკენ ხარ.გულანთებული თანატოლებისკენ ვისაც ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება უნდათ თუ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე გამილიონერებულ არაკაცებისკენ.ან საერთოდ არაფერი გეთქვა.
მეტი ვაჟკაცობა გამოიჩინე
04 მაისი 2024 12:41
32
არასოდეს პრორუსი არ ვყოფილვარ, მაგრამ რაც ახლა ხდება დამღუპველია საქართველოსთვის. ასეთი ჯოს, ჯოს ძახილით დავკარგეთ შიდა ქართლი და აფხაზეთი, ხოლო უფრო ადრე უღმერთო ნოე ჟორდანია მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგად სხვა ტერიტორიები. ხალხმა უბრალოდ რუკა არ იცის, შეხედეთ სად მდებარეობს საქართველო ყველა მხრიდან მუსულმანური ხალხებით ვართ გარშემორტყმული. საქართველოში უკვე ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი ალიევი და მამედოვია. ერდოღანი ლექსებს კითხულობს და ფიცს დებს რომ დედა სამშობლოს მოწყვეტილი მესხეთი დაუბრუნდება თურქეთს.
ზურა
04 მაისი 2024 10:23
23
რუსეთზე რას მოგვახსენებთ?პუტინი რას ფიქრობს?ერდოღანის და ალიევის ფიქრები გცოდნია და პუტინისაც გეცოდინება.
ვალერი
04 მაისი 2024 10:37
9
ძალადობას არა გმობს! დგას, უყვარს, არის საქართველო )
გია_544
04 მაისი 2024 02:32
40
ტიპი რა ღვარძლიანია,ვიღაცას თურმე მისი წარმატება არ უნდოდა,ეხლა ამის ხსენება დდ..ვახ ბიჭო რა..ამას თავი მართლა რაღაცა გგონია.
გიო
04 მაისი 2024 02:28
74
და შენ თვითონ ვინ ხარ შე ჭიაყელა ? რას წარმოადგენ ??
zura222
04 მაისი 2024 05:35
21
კვარა, მართალი ადამიანი ხარ ! ზუსტად ასეთი მშვიდი, რაციონალური და დალაგებული სიტყვა და მოწოდებებია საჭირო ახლა ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის და არა ისეთი ცეცხლზე ნავთს რომ დაასხამს.
QT
04 მაისი 2024 22:53
2
მომავალ კვირებში ისეთი ამბები იქნება, მოუწევს კვარას ქართული ოცნენის ლანძღვა, ქართულ ოცნებას ახალგაზრდებმა განაჩენი გამოუტანეს, ეს აქციები პოლიტიკური აქციები არ გეგონოთ, რომ იკრიბებოდნენ და იშლებოდნენ, უფრო და უფრო მეტ ძალას განახებთ და ისევ აგალოკინებთ თქვენს გადაფურთხებულს
კოლხი
04 მაისი 2024 13:08
38
Ვისით გვაშინებ დემნა გვასალიათი თუ გიორგი მასხულიათი.შედით ქალო საქათმეში
Კოლხ-ს
04 მაისი 2024 14:41
5
ფეხები, არ მოგვჭამო და წაგვაჭამო!
პეტრუშა კოლხს
04 მაისი 2024 13:28
6
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული