"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
მეტის თქმაც შეუძლებოდა ასეთ დროს. დააფიქსირა რო ევროპაში უნდა, მაგრამ ოცნება აიტაცებს და უტუხად იტყვის ჩვენც იგივეს ვამბობთო-ყოჩაღ ხვიჩასო! ვერ მოგთხოვთ მეტს, სხვა საფიქრალიც გაქვს, მაგრამ შენს ზუსტ ნათქვამს შეიძლება შეეცვალა ვითარება და სიცოცხლეებიც კი გადაერჩინა მომავალში კანონის გაწვევით...
ბათუმი
04 მაისი 2024 09:54
21
რონალდოობისა რა გითხრა და ყაველაშვილობა კი კარგად გამოგივა, თუ ასე გააგრძელე!
გაიღვიძე ერთაოზ, დაინგრა ქვეყანა.
04 მაისი 2024 09:03
39
აქ არ არის საუბარი რეალია უფრო კარგი თუ ბავარია, სამშობლოს მომავალზეა ლაპარაკი და ქვეყნის ბედი წყდება, ყველას ვალია დააფიქსიროს თავის აზრი, თორემ მერე გვიანი იქნება, არჩევნებიც ახლოვდება ბიძინა მანევრირებს რას ხუი ივო ზნაით?
Badiri
04 მაისი 2024 15:28
15
ხვიჩა შენ პოლიტიკოსი არ ხარ დიპლომატიურ ტექსტებს რომ აქვეყნებ, უბრალოდ დადექი ახალგაზრდების და საქართველოს მომავლის გვერდით დაწერე რასაც ფიქრობ "არა რუსულო კანონს", სულ ეგაა. შენ არაფრით არ ხარ მთავრობასთან დამოკიდებული და ძალით ნუ იფუჭებ სახელს, კალაძე რომ ძულს ხალხს ვხედავთ, მაგრამ მაგი ფულებს შოულობს და ამად უღირს.
ნიკა
04 მაისი 2024 15:07
38
ხვიჩა, ნუ გეშინია, პირდაპირ თქვი, ნუ ხარ მშიშარა, შენზე ვლოცულობთ, ღამეებს ვათენებთ, მაგრამ პირდაპირ თქვი, დგახარ შენი თაობის ახალგაგაზრდების გვერდით, თუ მოგწონს მათი ცემა, დასახიჩრება, რა ვერ ხვდები, საით მიგვაქანებენ? იქნებ შენც იქით მიგიწევს გული, კი ბატონო. იქაც ცხოვრობენ ნორმალური ადამიანები, მაგალითად, სიომინი, მაგრამ სახელმწიფო ხომ დამპყრობელი იყო ყოველთვის, შენც თავისიანად გთვლიან, რადგან საქართველო თავისი ჰგონიათ, შენ ნიჭიერი ახალგაზრდა ხარ და იმედია განსხვავდები ყაველაშვილისგან, მაშინ პირდაპირ დაწერე, არა ძალადობას, არა რუსულ კანონს
პატრიოტი
04 მაისი 2024 12:06
21
ვინ არი ახალგაზრდობა ბიჭო პარტ აქტივის გადამზადებული ხალხია ახალგაზრდობა ვის სცემენ დადგნენ სპეცნაზიდან ათი მეტრის მოშორებით და არავინ არაფელს ეტყვის, არა მომზადებული არიან გოგოები მიდიან სპეცნაზთან ათურთხებენ აგიმებენ აბა რას უზამდა კარგად დაიმდეს კიდე ევროპაში რაც მოყვიდოდათ ნახავდენ ეგეთი პროვოკაციისთვის
Soso
04 მაისი 2024 12:19
13
კვარაცხელიას აზრი არ მგონია ვინმესთვის გადამწყვეტი ან მნიშვნელოვანი იყოს,თუმცა მაინც ტეხავს რუსეთის არ ხსენება ..სხვა მხრივ,მეტ ინტელექტს და აზროვნებას მისგან არც არავინ მოელის.
თემო
04 მაისი 2024 11:55
32
|თუ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რატომ უტევდით, აზრი დააფიქსირეო, "დიადი ქართველი" ლომჯარიადან დაწყებული. რას ელოდით? კვარაცხელია მორწმუნე მართლადიდებელია და ეკლესიის საწინააღმდეგო პოზიციას (იხ. საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება) არ დააფიქიწრებდა ჭინკების გულის გასახარად (რუსეთიდან მართული ვითომ ევროპული ნაცები იგულისხმება).
გულშემატკივარი
04 მაისი 2024 13:03
2
…პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი! (და არა პირიქით…) იყავით პროფესიონალები!
!!!
04 მაისი 2024 10:40
1
ეს არ არის ამის დაწერილი, აშკარად სხვანაირად მეტყველებს და თუ ვცდები მაშინ კალლლა2 ყოფილხარ
ქართველი
04 მაისი 2024 09:55
24
ვითომ თანადგომა გამოუცხადე ხვიჩას. სინამდვილეში სრულიად ეწინააღმდეგები მისი პოსტის შინაარსს. აქებ შემრიგებლური პოზიციისთვის და თან იმ ხალხს რომლებსაც თანადგომა გამოუცხადა გაგიჟებულ მასას უწოდებ. ეგ მასა საკუთარი მომავლისთვის იბრძვის. სულ რო არ იყო იურისტი იმით მაინც უნდა მიხვდე მაგ კანონის ავკარგს, რომ მსოფლიოში დადებითი შეფასება მხოლოდ მედვედევმა, პესკოვმა, ლავროვმა, დუგინმა და ტინა კანდელაკმა (საქართველოს უერთგულესმა მეგობრებმა) მისცეს.
04 მაისი 2024 11:19
22
ძლივს,როგორც იქნა "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნისთვის საჭირო და სასარგებლო კანონის მიღება გადაწყვიტა და მედასავლეთე რეგვენებმა ლამისაა დაამხონ და განკითხვის დღე მოუწყონ.უსუსურია "ოცნება",რამეთუ სიმართლე ვერ გაუტანია და მათი დიდი წვლილიც არის იმაში,რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ტვინი აქვს გამორეცხილი და მტერი და მოყვარე ერთმანეთში არევია.მათ ,აქამდე მათი მხარდამჭერებიც კი დაუპირისპირდნენ,რომლებიც თბილ ადგილეზე მოკალათებულნი გვმოძრვრავდნენ მათ მიერ კონტროლირებბადი მედიებიდან."რუსული კანონი"----ეს ხომ სიცრუეა,რომელიც ქვეყანას ანგრევს და აზიანებს.ამ ცრუ ტერმინის გამომყენებლები კი ქვეყანას მტრობენ და შიგნიდან ანგრევენ.მტრებს კი მტრულად უნდა დახვედრა და შეგებება.ამ მართლაც და უნიათო "ოცნების"ადგილზე ,საჯაროდ,პირდაპირ ეთერში ,დავუსაბუთებდი მოღალატეს ,რომ ის ცრუობს და ამით ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას,ჩვენს ხალხს.ამის შემდეგ კი ვუჩივლებდი და როგორც ქვეყნის მტერს და მოღალატეს გავასამართლებდი.მაგრამ აქვთ ამის თავი?
ამბაკო
05 მაისი 2024 08:24
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული