"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
კვარა რაც ნაპოლში გადახვედი ერთი თამაშიც არ გამომიტოვებია,გვიხაროდა შენი წარმატება და ბევრჯერ სიხარულის ცრემლებიც გვქონია,ვლოცულობდით შენი წარმატებისთვის.დიდი სპორცმენები მაშინ არიან საყოველთაო პატივისცემის ობიექტი როცა დიდი ადამიანები არიან!სიმართლე თუ არ გიყვარს ნულია ადამიანის ფასი! ნახევრად სიმართლე კი ტყუილზე უარესია! დიდი ფილოსოფოსობა არ არის საჭირო დღეს ხედავდე სად არის სიმართლე,რუსეთი მტერია არა მარტო საქართველოსი არამედ მთელი ცივილიზებული კაცობრიობისათვის!!! პირველ რიგში ქრისტეს და ქრისტიანობის!!! რუსეთი ბოროტების იმპერიაა და გემუქრება შესრუტვით და გადაჯიშებით როგორც სხვა ბევრი ერი შეისრუტა,სხვათა შორის ყაზანში თამაშობდი და უნდა იცოდე.დასავლეთი კი დემოკრატიით გემუქრება,რომელთან უფრო გაიტან თავისას? ნუ პოლიტიკოსობ, არც მწვადის დაწვა გინდა და არც შამფურის. შენმა თანაგუნდელებმა პირდაპირ თქვეს სათქმელი და თავის თავთანაც და ქვეყანასთანაც მართლები არიან. ნუ იქნები ნელთბილი!
გიორგი
04 მაისი 2024 13:35
28
ბეღლის ვირთხებს და ამ შესანიშნავ ახალგაზრდობას ათანაბრებ ერთმანეთთან? ნონსენსია. ქრისტემ ბრძანა მახვილით მოვედიო და სახრე დაუშინა ტაძარს დაუფლებულ, ანგარებით შეპყრობილ, ადამიანებად წოდებულ ნახირს. ეს ომია, აქ ან ნათელ მხარეს ხარ ან ბნელეთისას (რუს), სხვა პოზა უბრალოდ არ არსებობს. ბნელებთან დიპლომატია არ ჭრის. ქოცყაჩაღები ოთხ ფეხზე აპირებენ "ღირსეულად" ევროპაში შეგრიალებას, იქ კი ამგვარი პეიზაჟი დახვდებათ: ღორები მათზე გაცილებით უფრო სუფთა და თავმოყვარე, ძროხები კი შეუდარებლად კოხტა და კეთილთვისებიანი. ჰოდა ეს მყრალი ჯოგი ვის რა ჭირად და ჯანდაბად სჭირდება ცივილიზებულ სამყაროში. აქედან გამომდინარე მათ წიხლებით გადაამისამართებენ ჩრდ.კორეაში. იქ კი, როგორც ცნობილია, პუბლიკა უკიდურესად დამშეულია, ისედაც სიბინძურით იკვებება თვეგამოშვებით და რაც ამ ჯოგს იქ მომავალი ეხატება, თავად შეათვალიერე გონებაში ჩამონტაჟებული ჭოგრიტით. არა და თავისუფალი კაცი ხარ, ვერავინ შეგზღუდავს, მაყუთი გაგაჩნია და კალაძე შეგიძლია დაიქირავო ზრდილობის მასწავლებლად. ეს ვარიანტიც არსებობს, თეორიულად. მაგრად იყავი!
ელიასი
04 მაისი 2024 10:50
20
ეს ბიჭები უკვე სხვა თაობისანი არიან და დიდი მიხვედრა არ უნდა ვის მხარეს იქნებიან. ყველამ ნახა ევროპა და ალბათ მოწონთ იქაური ცხოვრების წესები, სტილი და კანონები. რადგანაც ჩვენზე უკეთესად ცხოვრობენ, ე.ი. ჩვენზე ჭკვიანებიც არიან ან უკვე გაიარეს ის სირთთულეები რასაც ჩვენ ეხლა გავდივართ. დარწმუნებული ვარ თითქმის ყველა ერთ აზრზე არიან, უბრალოდ სხვადასხვა ტექსტით გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს. დროს წინ ვერაფერი დაუდგება! არ მოგწონთ ასეთი ახალგაზრდობა? მერე ვისი ბრალია, ფრანგების თუ ზიმბაბველების? ჩვენი ბრალია! და იმის მაგივრად რომ საკუთარ თავს ვამტყუნებდეთ, ქუჩაში კბილებს ვამტვრევთ ბავშვებს. მაგ ასაკში ჩვენ უკეთესები ვიყავით? არა მგონია. უკეთესები რომ ვყოფილიყავით, უკეთესადაც აღვზრდიდით! ასე რომ ჯობია შევეშვათ და ხაბარელივით ნუ დავუწყებთ ჭკუის სწავლებას. ჰო, აქ ბევრს წერენ მესაჯდომეებზე. რა, ეხლა დაინახეთ ასეთი ორიენტაციის ხალხი, თუ მამათმავლები არ დადიოდნენ საქართველოში ჯერ კიდევ ათასი წლის წინ? მე თუ მკითხავთ ყველაზე დიდი მესაჯდომე კორუმპირებული თანამდებობის პირია, რომელიც ხრავს ქვეყნის ბიუჯეტს, ასუსტებს მას და რყვნის თავის გარემოცვას! აბა, ქუჩაში მოსიარელე მესაჯდომემ რა უნდა დამიშავოს, როცა თავისი გაჭირვებია საცოდავს? მოკლედ, ხვიჩას და ბიჭებს წარმატებები და გამარჯვება საქართველოს!
ასეა ეს
04 მაისი 2024 10:50
7
ეს გირჩელების თაობა სამწუხაროდ უკვე დაკარგულია და მათ გამოსწორებას აღარაფერი ეშველება! მერე რატომ გგონიათ, რო ამ თაობის გარდა, საქართველოში სხვა ახალგაზრდებიც არ არიან? არის თაობა რომლებისთვისაც, საქართველო უპირველეს ყოვლისაა და სხვათაშორის უამრავიც!
ასეა ეს-ს
04 მაისი 2024 11:51
2
Uazro posti
Pele
04 მაისი 2024 09:10
25
კანონთან დაკავშირებით პუტინს რა აქვს ნათქვამი, არ ვიცი და არც მაინტერესებს, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ რუსეთში თავისუფლება არც 2012 წლამდე ყვაოდა! P. S. მასე რომ ვიმსჯელოთ, ნებისმიერი კანონის გამკაცრება შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად, პუტინს თუ სხვა ვინმეს, ამიტომ აღარ მივიღოთ კანონები და რაც გვაქვს, ისინიც გავაუქმოთ?!
ზურა
04 მაისი 2024 21:26
10
პარტ აქტივიც გამოსულა არენაზე !
დასვენების დღებია !!! :)))
აუ, რამხელა ძალისხმევაა ! :)
04 მაისი 2024 15:41
8
რატო არავის მოგსვლიათ აზრად მარტივი გამოსავალი? თუ მოხდება კანონის მიღების შემდეგ ის რასაც შიშობს ამერიკა ევროპა ამოქმედდეს სანქციები წართმევა თუ შეგიძლიათ სტატუსის მერეც ხომ შეგეძლებატ არა მითუმეტეს თუიციტ რო გარდაუვლად მოხდება რისიც გეშინიათ
ნოდო
04 მაისი 2024 12:19
8
Imedi tv s postia.
Pele
04 მაისი 2024 09:16
19
ღალატი რა ღირს ჩვენ ნამდვილად არ ვიცით,შენ კი აუცილებლად გეცოდინება. ხომ გამოჩნდაო,---რა გამოჩნდა ,რას ბოდავ ,რას მიედ მოედები.გამოჩენით კი გამოჩნდა ,მაგრამ არა ის ,რასაც შენ გულისხმობ.გამოჩნდა ,რომ დასავლეთის მზაკვრულმა პოლიტიკამ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოაშტერა და გამოათაყვანა .ორი პროცენტი მდიდარია და დანარჩენები ღარიბებიო და ამას რუსეთს აბრალებ.ადამიანის ამაზე მეტი გამოდებილება შეიძლება? 30 წელზე მეტია რაც რუსეთს დავშორდით და შენ სათაყვანებელ დასავლეთს ჩავბარდით ,მორცხვი ქალიშვილივით და თუ რამ ცუდი და უკეთური გვჭირს ხომ მათი მოღვაწეობის შედეგია? ამ რეალობის შებრუნებით აღქმა მხოლოდ და მხოლოდ გარეწრების და მოღალატეების ბუნებაშია.სიცრუე,ტყუილი,უნამუსობა,თვალებში ნაცრის ყრა,----აი ვინ არის დასავლეთი ,აი ვანა ხართ თქვენ,მისი მოთაყვანეები.
გიორგის
05 მაისი 2024 12:31
9
მეც მაგას ვამბობ.სასწრაფოდ აღსადგენია კომუნისტური წყობილება.მერე კი უეჭველი გვეშველება.აქ რელიგიური ფანატიზმია ვიდრე ღვთის სიყვარული.
ყოფილი კომუნისტი
05 მაისი 2024 13:33
4
საქართველო, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებაა და არა ქართველი ახალგაზრდების სისხლში ხელებ ამოსვრილი ნაციონალური მოძრაობა. სირცხვილი შენ ხვიჩა კვარაცხელია და ზურად დათუნაშვილო, ნაცების ყურმოჭრილო მონებო. დასანანია, მაგრამ იძული ვარ ევროპაზე ჩვენს თამაშებს ბოიკოტი გამოვუცხადო.
ჟორა
04 მაისი 2024 14:09
30
აბა რა, თურქეთს უბალეიშიკე და ყაზანის რუბინს.
ჟორას
04 მაისი 2024 14:28
1
ძაან დააკლდები ევროპის ჩემპიონატს და იქნე კიდევ ერთხელ დაფიქრდე მაგ გადაწყვეტილებაზე. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა მე ვიყო დიდიე თუ ნაკრები გავიყვანო სანამ ჟორა გადაწყვეტილებას არ შეცვლისო.
გიო
04 მაისი 2024 15:07
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული