"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
ღალატი რა ღირს ჩვენ ნამდვილად არ ვიცით,შენ კი აუცილებლად გეცოდინება. ხომ გამოჩნდაო,---რა გამოჩნდა ,რას ბოდავ ,რას მიედ მოედები.გამოჩენით კი გამოჩნდა ,მაგრამ არა ის ,რასაც შენ გულისხმობ.გამოჩნდა ,რომ დასავლეთის მზაკვრულმა პოლიტიკამ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოაშტერა და გამოათაყვანა .ორი პროცენტი მდიდარია და დანარჩენები ღარიბებიო და ამას რუსეთს აბრალებ.ადამიანის ამაზე მეტი გამოდებილება შეიძლება? 30 წელზე მეტია რაც რუსეთს დავშორდით და შენ სათაყვანებელ დასავლეთს ჩავბარდით ,მორცხვი ქალიშვილივით და თუ რამ ცუდი და უკეთური გვჭირს ხომ მათი მოღვაწეობის შედეგია? ამ რეალობის შებრუნებით აღქმა მხოლოდ და მხოლოდ გარეწრების და მოღალატეების ბუნებაშია.სიცრუე,ტყუილი,უნამუსობა,თვალებში ნაცრის ყრა,----აი ვინ არის დასავლეთი ,აი ვანა ხართ თქვენ,მისი მოთაყვანეები.
გიორგის
05 მაისი 2024 12:31
9
მეც მაგას ვამბობ.სასწრაფოდ აღსადგენია კომუნისტური წყობილება.მერე კი უეჭველი გვეშველება.აქ რელიგიური ფანატიზმია ვიდრე ღვთის სიყვარული.
ყოფილი კომუნისტი
05 მაისი 2024 13:33
4
არვარგა ხმალი რომელიც ქვეყნის ერთიანობისთვის არ ელავს. ბედნიერია ის ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული. სამშობლო ხომ ერთია ქვეყანაზე ის არცერთ თეთრათ არ იყიდება და ვინც ღალატს გაივლებს გულში უმალ ლეშათ იქცევა
დავითი
05 მაისი 2024 12:10
3
რამდენ ათასათ ან მილიონათ ღირს ქვეყნის ღალატი ხომ არ იცით? რეებს როშავთ საქართველოს რო რუსეთი ატორმუზებდა და ყველა მთავრობაში თავისი აგენტებს ამუშავებდა ეს ხომ გამოჩნდა? ისიც ხომ გამოჩნდა რომ ომის შიმშილის ქართველი ერის დასუსტების მეტი რუსეთს არაფერი გაუკეთებია თუ იმის იმედი გაქვთ რომ აფხაზეთს და ოსეთს დაიბრუნებთ ევროპის უარით ძალიან შემცდარხართ კიდევ ვიმეორებ საქართველო ისტორიულათაც და ისეც ვინც ისტორია არიცის და კომუნისტურში უცხოვრია მიხვდება რომ ევროპის ღირებულებები აღემატება რუსეთის საქციელებს არარსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი რომელმაც ვერ მიხვდეს საით მივდივართ და რატომ? მივდივართ იმიტო ხომ არა რომ ქრთამი კორუფცია და ორი სამი პროცენტი რომ გამდიდრდა და ხლა თავისი ქონება დაიცვას მიტომ ხომ არაა მსოფლიომ გვითხრა არა რუსეთს აქამდე სტრატეგიულ პარტნიორებათ აღიქვამდით ევროპა ამერიკას ეხლა რა შეიცვალაა სანქციების შემდეგ წასასვლელი აღარსად გრჩებათ ჩინეთის რუსეთის ირანის და ორბანის გარდა კითხვას ვსვავ შემოდგომით განაჩენს რომ ერი გააკეთებს და თავის არჩევანს გააკეთებს რომელ ქვეყანას აირჩევდით თავშესაფარებლათ თუ მართლა გინდათ რომ თქვენმა შვილებმა შვილიშვილებმა კომოროვო დაამთავრონ ოქსვორდის კემბრიჯის ნაცვლათ? დაიღუპებით და ვეღარგიშველით შემდეგ თავის მართლება როცა სამუდამო განაჩენს დაგიმტკიცებენ ისევ ის მოსამართლეები მოგისჯიან თქვენ რომ კორუმპირებულები არ გგონიათ და ამერიკამ რომ დაგისაქცირათ. ამაზე არ ფიქრობთ ხალხოო დადექით ბავშვების შვილების გვერდით თორემ ძალიან მწარე იქნება შედეგები ვეღარანაირი თავის მართლება გიშველით როცა აბობოქრებული ხალხი დაგესევათ და იმას მიიღებთ რაც დაიმსახურებთ
გიორგი
05 მაისი 2024 12:02
7
რომელი ევროპა გჭირდება,პატივცემულო ლადო,ის ევროპა ხომ არა გეიპარადების ჩატარებას,რომ ითხოვს ჩვენგან დაჟინებით?(თუ გეი ხარ,კი ბატონო,მაშინ ყველაფერი გასაგებია).ის ეროპა ხომ არა ,რომლის მიერაც თავსმოხვეული პოლიტიკით,ქვეყანა თვალსა და ხელსშუა შემოგვადნა? მოსახლეობის რაოდენობა თითქმის განახევრდა,დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დაგვაყენა და მომაკვდავ ერთა სიაში შეგვიყვანა..მკვდარი ევროპაში როგორ შეხვალ? მკვდარს თუ შეგიტანენ მხოლოდ.თუმცა შენ და შენნაირები ალბათ ამაზეც თანახმა ხართ ,თუკი კუბო ევროსტანდარტის და ღირებულების იქნება.კიდევ:ოჯახის ინსტიტუტი ფაქტიურად გაგვიუქმეს -გარდაცვლილი ჭარბობს დაბადებულს.70% -ინი განქორწინებები გვაქვს(საბჭოთა პერიოდში 10% იყო).ეკონომიკა აღარ გვაქვს ,განათლება და ჯანდაცვა მარილზეა გასული.სოც.უსამართლობამ პიკს მიაღწია."პრიხვატიზაციამ" შექმნა ერთი მუჭა მდიდრების და აბსოლიტური უმრავლესობის ღარიბთა ფენები და კიდევ უამრავი ნეგატივის ჩამოთვლა შეიძლება რომლებიც კოლექტიურმა დასავლეთმა მოგვიტანა.ყველაფერი ამის მიუხედავად თქვენ გინდათ დასავლეთი? რათქმა უნდა,მათ ხომ( კიდევ ერთი დიდი ცოდვა) ტვინებიც გამოგვირეცხეს.დასკვნა: ან ხართ დებილები ან მოღალატეები.
ლადოს
05 მაისი 2024 09:02
8
ძლივს,როგორც იქნა "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნისთვის საჭირო და სასარგებლო კანონის მიღება გადაწყვიტა და მედასავლეთე რეგვენებმა ლამისაა დაამხონ და განკითხვის დღე მოუწყონ.უსუსურია "ოცნება",რამეთუ სიმართლე ვერ გაუტანია და მათი დიდი წვლილიც არის იმაში,რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ტვინი აქვს გამორეცხილი და მტერი და მოყვარე ერთმანეთში არევია.მათ ,აქამდე მათი მხარდამჭერებიც კი დაუპირისპირდნენ,რომლებიც თბილ ადგილეზე მოკალათებულნი გვმოძრვრავდნენ მათ მიერ კონტროლირებბადი მედიებიდან."რუსული კანონი"----ეს ხომ სიცრუეა,რომელიც ქვეყანას ანგრევს და აზიანებს.ამ ცრუ ტერმინის გამომყენებლები კი ქვეყანას მტრობენ და შიგნიდან ანგრევენ.მტრებს კი მტრულად უნდა დახვედრა და შეგებება.ამ მართლაც და უნიათო "ოცნების"ადგილზე ,საჯაროდ,პირდაპირ ეთერში ,დავუსაბუთებდი მოღალატეს ,რომ ის ცრუობს და ამით ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას,ჩვენს ხალხს.ამის შემდეგ კი ვუჩივლებდი და როგორც ქვეყნის მტერს და მოღალატეს გავასამართლებდი.მაგრამ აქვთ ამის თავი?
ამბაკო
05 მაისი 2024 08:24
8
ყოჩაღ ხვიჩა! ყოჩაღ! მადლობა, რომ ამ წნეხს ღირსეულად უძლებ! ყველამ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ქვეყანას
c
05 მაისი 2024 02:27
1
კვარა, მართალი ადამიანი ხარ ! ზუსტად ასეთი მშვიდი, რაციონალური და დალაგებული სიტყვა და მოწოდებებია საჭირო ახლა ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის და არა ისეთი ცეცხლზე ნავთს რომ დაასხამს.
QT
04 მაისი 2024 22:53
2
ესპანეთის მოქალაქეობა მაქვს და ევროპარლამენტის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. მთელს ევროპაში იმდაგვარი განწყობებია, რომ ევროპისკავშირის მთელ საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლებებში საფუძვლიანი ცვლილებები იქნება! ასე რომ მოდი ნუ ვიჩქარებთ ვინ რას გვეუბნება წამსვლელი თანამდებობის პირები!! მთავარი საქართველოს ინტერესებია!!!
Pepelu
04 მაისი 2024 22:27
6
კანონთან დაკავშირებით პუტინს რა აქვს ნათქვამი, არ ვიცი და არც მაინტერესებს, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ რუსეთში თავისუფლება არც 2012 წლამდე ყვაოდა! P. S. მასე რომ ვიმსჯელოთ, ნებისმიერი კანონის გამკაცრება შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად, პუტინს თუ სხვა ვინმეს, ამიტომ აღარ მივიღოთ კანონები და რაც გვაქვს, ისინიც გავაუქმოთ?!
ზურა
04 მაისი 2024 21:26
10
მთელი დასავლეთი გეუბნება ამ კონონით ევროკავშირში ვერ შეხვალო, და მიუხედავად მათი ამ გაფრთხილებისა როცა ამ კანონს იღებ ეგ ნიშნავს რო უარს ამბობ ევროპაზე და მიდიხარ რუსეთში, მე არ მინდა დედააფეთქბეულ რუსეთში, დარწმუნებული ვარ არც თქვენ გინდათ რუსეთში ვინც ამ კანონს მხარს უჭერთ, რაც შეეხება ხვიჩას პოსტს იქ ეწერა ყველაფერს არა რაც გვაპირისპირებსო, ესეიგი ამ შემთხვევაში დამაპირისპირებელია ეს კანონი ანუ არა ამ კანონს ეგაგას ნიშნავს, ადამიანმა თქვა დიპლომატიურად, აქ ბევრი ქოცი და ტროლია და თარგმნიან თავისებურად. ხალხო ხვიჩასთვის ევროპაში ვიქნებით თუ აზიაში მაგისთვის ბერვინარც იცვლება იმიტომ რომ ის თვითონ ევროპაშია და მას და მის კეთილდღეობას არაფერი ემუქრება, ეს ჩვენ გვჭირდება ევროპა და ნორმალური ცხოვრება, ეს მთავრობა კი ბარიერია.არა რუსეულ კანონს არა ,, ქართულ რუსულ ოცნებას"
Lado
04 მაისი 2024 18:33
25
უშვებს ბოლს და ეგაა. დააყენა სუნი.
ლადოს-ს
04 მაისი 2024 21:10
12
ალა ლუსულ ქანონს,კი ნაცებს. ევროპამ რო გითხრას "ფეჩი" ხარო,ბოლი უნდა გამოუშვა?
ლადოს
04 მაისი 2024 19:15
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული