ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა გაავრცელა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს, მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალა და ფულადი ჯარიმის სახით 6,000 ლარი დააკისრა.

მსაჯზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი 1,200 ლარით და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

გორის "დილას" გულშემატკივრების ტრიბუნიდან მსაჯისთვის ნასროლი საგნის გამო გორული კლუბი დაისაჯა
2,800 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ჩაატარებენ.

"კოლხეთი" - "სამგურალის" მატჩზე საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების ვერდაცვის გამო ფოთელები დაჯარიმდნენ 3,500 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ითამაშებენ", - წერია განცხადებაში.

altარჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს

altარჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება

მკითხველის კომენტარები / 26 /
ესენი Ორიგინალი დილადან წაიყვანენ პრეზიდენტს
Ბათუმს ქათქათას
06:52 01-06-2024
3
ეს ხალხი გამოვა და იტყვის ევლოპა მინდაო,თუმცა საქაციელი პაპუასების აქვთ.რაღაც მოხდება და თურმე ებრძვიან,ჩაგრავენ და ა.შ. მსაჯს რო პრეზიდენტი უვარდება და უბრახუნებს თავპირში,ეს დანაშაული არ გგონიათ? ფიზიკური შეურაწყოფა სისხლის-სამართლის დანაშაულია,მე თუ მკითხავთ,კიდევ ადვილად გამოძვრა. ტური არ გავა რო მსაჯის პრობლემაზე საუბარი არ იყოს,მათი შეურაწყოფა და ცემა,თამაშებს შლიან ხშირად,ქვედა ლიგებში უფრო ხშირად.ცეხავიკები ყავს ყველა გუნდს მფლობელად და უაზროდ ამბიციური ფანები კიდევ,ბათუმს განსაკუთრებით. აი,ამიტომ არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს,ასეთი ხალხის და უაზრობის პიკზე მყოფი ფანების დამსახურებით. აგერ ტორპედომ მამადუ სახო ჩამოიყვანა,ასაკში მყოფი,მარა ლივერპულში ნაბურთავები. ბათუმის დინამომ რა გააკეთა ისეთი რო ამბიციები გაქვთ? ან თბილისის დინამომ,ყველაზე მეტი ფინანსების კლუბმა ვინ ჩამოიყვანა? ახალგაზრდებს შანს ეგ არ აძლევს თუ შინაური არ არის და სახელოვანი ხალხი არ ჩამოყავს,ხოდა რა წარმატებაზეა საუბარი.კვარაცხელია ისე წავიდა ევროპაში რო დინამოში შანსი არ მიეცა და რომ არა რუსეთის ჩემპიონატი,ლოკომოტივ რუბინები,როგორ იქნებოდა მისი საქმე? ამიტომაც მადლობა რუსებს,რომ ასეთი ტალანტს მიაქციეს ყურადღება,წაიყვანეს და გაგვიზარდეს.კი ბატონო,რუსეთი ოკუპანტია და მაიმუნი ვირისშვილი,თუმცა მადლიერება კარგი რამეა.ჩვენთან დაუფასებელი ტალანტი წაიყვანეს და დააფასეს. ასე ვართ ერი ზოგადად,კარგს არ ვაფასებთ,ფეხებზე ვიკიდებთ და თუ ის სხვამ დააფასა,მერე ამ სხვის სიძულვილს ვიწყებთ. რუსები რა შუაში არიან,როცა სააკაძის ისტორია გვაქვს სახეზე.იმდენად ვერ აიტანეს ადამიანი რო ორჯერ გაგდეს ქვეყნიდან,იმ ქვეყნიდან რომელსაც ყველაფერი შესწირა. შადიმანებით არის სავსე ეს ქვეყანა,ვიწრო პირადი ინტერესებით და მიტომ ვართ საცოდავები.ლომჯარიამ ფული დაკარგა და მიტინგები ეწყობა,ევროპა გვინდაო... ევროპა ნატახტარის ლიმონათი კი არ არის რო გინდოდეს,უნდა იყო ევროპელი და ხართ? არც ადრინდელი და არც ახლანდელი ევროპელი არ ხართ,ხოდა ამბიცია საიდან? ამიტომაც თვითგამორკვევას უნდა მიეცეს თითოეული ქართველი,რისი გაქანებისა ბრძანდება რეალურად და ამ გაქანებით რისი ამბიცია უნდა ქონდეს. აგერ ევროპაზე პირველად გავედით და უკვე ჩემპიონობის ამბიცია გაჩნდა,ხოდა სიდან ეგ ამბიცია? ჩვენისთანა უცნაური,განა არის ერი სადმე?! მსოფლიო ომის ზღვარზე დგას და ჩვენ იმაზე ვდაობთ,ვიღაც ენჯეოშნიკმა ფული უნდა გამოფინოს თუ არა. სწორედ რო დროული კანონი იყო,ნებისმიერი ენჯეო თუ სხვა უნდა მიილეწოს და მოილეწოს,რათა მათი გამოყენებით არ მოხდეს აქ სიტუაციის არევა ვიღაცის მიერ. ამ ნჯეოების რეიტინგი ყველაზე დაბალია,მოსახელობის მიმართ ანგარიშვალდებულება არ აქვთ,არც სახელმწიფოს მიმართ,მხოლოდ დამფინანსებლების ერთგულები არიან,ხოდა რანაირად არ არიან აგენტები? სერგო ორჯონიკიძეს ავტორიტეტი არ ქონია,ანგარიშვლადებული არ იყო ხალხის მიმართ,მხოლოდ საბჭოეთის ერთგული იყო,რადგან მათ დანიშნეს და წინსვლაში მიეხმარენ.თანამედროვე ორჯონიკიძეები არიან ეგ ხალხი და ყველა მათი მხარდამჭერი. ასევე,ბერიძე არის ცეხავიკი და გაუნათლებელი,ფული რანაირად იშოვა? ამანაც ქვეყანა გაყიდა?
იასონას უდარი
05:53 01-06-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული