მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

AutoSharing Option
3 ივნისს მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. სტადიონის გახსნის ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი.

სტადიონის გახსნის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი ბავშვთა გუნდის საჩვენებელი ვარჯიში. ღონისძიებას საფეხბურთო კლუბ "ალგეთის" ფეხბურთელები ესწრებოდნენ, რომლებიც საშინაო მატჩებს სწორედ ახალ არენაზე გამართავენ.

ახალ სტადიონზე მოეწყო 2000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა და დამონტაჟდა
სტადიონის განათებისა და გახმოვანების სისტემები. სტადიონის კომპლექსი მოიცავს უეფას სტანდარტებით (II კატეგორია) გათვალისწინებულ აცილებელ ყველა სივრცეს: გასახდელებს, საშხაპეებს, სწრაფი კვებისა და ტელერეპორტაჟების სივრცეებს და სხვა სამეურნეო და ტექნიკურ სათავსოებს. სტადიონი აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო სისტემით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

პროექტი განხორციელდა ენერგოეფექტურობის ღონისძიებებით, რაც ითვალისწინებდა გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციის და განათების სისტემების ენერგოდამზოგ გადაწყვეტებს, გადახურვისა და კედლების თბოიზოლაციას.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ეხლა ასეთი სტადიონი არ შეიძლება რომ ქონდეს სამტრედიას? გუნდი ამდენი ხანია ეროვნულ ლიგაში თამაშობს ჩემპიონიც გახდა რამოდენიმე წლის წინ . ხო შეუძლია კა ლაძე ს გაუკეთოს ასეთი კარგი ლამაზი სტადიონი გუნდს
ტოტტი
09:15 04-06-2024
2
გარდაბანშიც გახსენით ასეთი სტადიონი! ჯამარაულის საპატივსაცემოდ, 10 წელიწადში ერთი გოჩასნაირი ფეხბურთელი მაინც რომ გვაჩუქოს გარდაბანმა დიდი მადლობელი ვიქნები!
სანი
10:24 04-06-2024
1

სიახლეები პოპულარული