"ჩვენთვის მთავარი მეტოქე თურქეთის ნაკრებია, საქართველოზე კი ამის თქმა შემიძლია" - რა განაცხადა რიკარდო კუარეჟმამ?

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა რიკარდო კუარეჟმამ ევრო 2024-ის შესახებ ისაუბრა. როგორც პორტუგალიელმა A Bola-სთან ინტერვიუში განაცხადა, მისი აზრით, F ჯგუფში "სელესაოს" ყველაზე მეტ პრობლემებს თურქეთის ნაკრები შეუქმნის.

"თურქეთი დისციპლინირებული და კარგად ორგანიზებული გუნდია. ვფიქრობ, ყველაზე მეტ პრობლემას თურქები შეგვიქმნიან. ჩეხეთი ტაქტიკურად კარგად განსწავლული ნაკრებია, საქართველოს ნაკრები კი ახალგაზრდა და დინამიური გუნდია. გარანტირებული არაფერი გვექნება, ამიტომ თითოეული მეტოქე უნდა დავაფასოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ", - განაცხადა კუარეჟმამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის
დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
წინასწარ უაზრო ტრაბახმა იცის მერმე უკანალის აწვა. აქ მგონი ზოგიერთი სპეციალურად ტრაბახობს, თორე გულის სიღრმეში საქართველოს წაგება უნდათ.
მწარე
08:59 15-06-2024
3
18.06.24
საქართველო-თურქეთი 5-0
მატჩისშემდგომი განხილვა
წამყვანი-როგორ შეაფასებთ თამაშს?
ვეტერანი ფეხბურთელი-ანგარიშმა არ მოგატყუოთ,ამ თამაშით შორს ვერ წავალთ.
წამყვანი-სად უნდა წავიდეთ?ევროპის ფინალურზე ვართ.
ვეტერანი-ისე ხო,რა ვიცი.
Levani
00:16 15-06-2024
5

სიახლეები პოპულარული