"ჩვენთვის მთავარი მეტოქე თურქეთის ნაკრებია, საქართველოზე კი ამის თქმა შემიძლია" - რა განაცხადა რიკარდო კუარეჟმამ?

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა რიკარდო კუარეჟმამ ევრო 2024-ის შესახებ ისაუბრა. როგორც პორტუგალიელმა A Bola-სთან ინტერვიუში განაცხადა, მისი აზრით, F ჯგუფში "სელესაოს" ყველაზე მეტ პრობლემებს თურქეთის ნაკრები შეუქმნის.

"თურქეთი დისციპლინირებული და კარგად ორგანიზებული გუნდია. ვფიქრობ, ყველაზე მეტ პრობლემას თურქები შეგვიქმნიან. ჩეხეთი ტაქტიკურად კარგად განსწავლული ნაკრებია, საქართველოს ნაკრები კი ახალგაზრდა და დინამიური გუნდია. გარანტირებული არაფერი გვექნება, ამიტომ თითოეული მეტოქე უნდა დავაფასოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ", - განაცხადა კუარეჟმამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის
დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
წინასწარ უაზრო ტრაბახმა იცის მერმე უკანალის აწვა. აქ მგონი ზოგიერთი სპეციალურად ტრაბახობს, თორე გულის სიღრმეში საქართველოს წაგება უნდათ.
მწარე
15 ივნისი 2024 08:59
3
ზოგიერთში მე მიგულისხმე ხო?
მაგ სიმართლით იარე შენ
Levani
15 ივნისი 2024 19:11
0
18.06.24
საქართველო-თურქეთი 5-0
მატჩისშემდგომი განხილვა
წამყვანი-როგორ შეაფასებთ თამაშს?
ვეტერანი ფეხბურთელი-ანგარიშმა არ მოგატყუოთ,ამ თამაშით შორს ვერ წავალთ.
წამყვანი-სად უნდა წავიდეთ?ევროპის ფინალურზე ვართ.
ვეტერანი-ისე ხო,რა ვიცი.
Levani
15 ივნისი 2024 00:16
5
თურქები რაც ვნახე თავმოჭრილი ქათმებივით დარბოდნენ,რაის მაგარი.
ლუქსემბურგის დონეა
Levani
14 ივნისი 2024 23:55
8
პოლონეთი შეჭამეს. იტალიას ფრე ეთამაშნენ. ცნობილი კლუბების მოთამაშეები ყავთ.
მწარე
15 ივნისი 2024 08:58
1
ის რომ ჩვენგან ყველაზე ნაკლებს მოელიან დადებითად უნდა გამოიყენონ ბიჭებმა ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილია როგორც ტურნირის დებიუტანტებს პროგრამა მინიმუმი შესრულებული გვაქვს ასეთ დროს უფრო მაგრათ თამაშობენ ჩვენი ბიჭები
ბექა
14 ივნისი 2024 22:18
3
მარტო სახელებით ვერ ვიმსჯელებთ. დაიწყება ჩემპიონატი და 1-2 მატჩის შემდეგ ვნახავთ რეალურად ვინ არის ძლიერი!
aburjga
14 ივნისი 2024 21:21
1
უფრო ძლიერი თურქეთი დაგვიმარცხება. მთავარია არცერთი წამის უყურადღებობა
ლადო.
14 ივნისი 2024 21:20
0
რა თქმა უნდა პორტუგალიის შემდეგ, ყველაზე ძლიერი თურქეთია.
ჰაჰა
14 ივნისი 2024 20:08
11
შეიძლება მაგრამ ჩვენ მაინც გავალთ ჯგუფიდან.
შოთა
14 ივნისი 2024 21:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული