"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
ჩაკვე გასაყვანი არ იყო (ყველამ ვიცით ვინ უნდა გაეყვანა მწვრთნელს),ბუდუ,შენგელია და გველესიანი იყო შემოსაყვანი, ბიდუ გასაგებია რატომაც, გველესიანი კი სტანდარტულებიდან თავით მაგრად თამაშობს,შეიძლებოდა ბოლო ორ კუთხურზე გამოგვდომოდა, შენგელიას კი მაგარი დარტყმები აქვს და წვიმიან ამინდში გამოგვადგებოდა(უბრალოდ ტრამვის მერე როგორ ფორმაშია არ ვიცით).ქოჩორა გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო, ცივსისხლიანი და დაუღალავი. მიქაუტაძე ნამდვილი გოლეადორია
ლევან
00:11 19-06-2024
4
ჩაკვეტაძის გაყვანა დანაშაული იყო. კვირას მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლი. წიტაიშვილი პირველივე ტაიმში იყო შესაცვლელი. ეს თამაში სანიოლმა წააგო, როგორც მწვრთნელმა.
გუნდს მადლობა და წარმატებები მომავალ თამაშებში...
ზაზა
22:54 18-06-2024
4

სიახლეები პოპულარული