1. თავიდან კვარაზე ვიტყვი.
ჩემი აზრით, უსამართლოდ აკრიტიკებთ. რა თქმა უნდა, მას თურქეთთან საუკეთესო თამაში არ ჰქონია, ბევრი დრიბლინგი არ გამოუვიდა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მან მონდომება დააკლო. ის გუშინ ყველგან იყო და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეული თამაში არ წაუვიდა, მაინც შექმნა პირადად ორი საგოლე შანსი: ერთი - როცა მიქაუტაძე საჯარიმოში შემობრუნებით ურტყამდა და ორმა მცველმა დაუბლოკა და მეორე, როდესაც ჟორჟმა და ქოჩორამ ერთმანეთს ხელი
სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ არ შეცვალა ის სანიოლმა. კვარას, როცა თამაში არ მისდის, მაშინაც კი შეუძლია თამაში მოგაგებინოს.
2. შემდეგს ჩაკვეზე ვიტყვი.
გუშინ კარგი თამაში კი ჰქონდა, მაგრამ არა - საუკეთესო. ეს იყო 50 პროცენტი იმისა, რაც მას შეუძლია და ამაში ბრალი მხოლოდ სანიოლს მიუძღვის. არაა ჩაკვეს ადგილი მარჯვნივ. თავადაც აქვს ნათქვამი და ისედაც კარგად ჩანს, რომ ის საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს, როდესაც თამაშობს ცენტრში ოდნავ მარცხნიდან. ამ დროს მას ისე შეუძლია ბურთის ამოტანა და დიაგონალზე ნახევარი მოედნის გავლა, რომ კაცი ვერ აჩერებს. ერთი პერიოდი სანიოლიც თითქოს მიხვდა ამას და "ერთა ლიგის" თამაშებში, მერე ლუქსემბურგთან და საბერძნეთთანაც ჩაკვეს სწორედ მარცხნივ აყენებდა, მაგრამ ახლა ისევ მარჯვნივ გადმოწია და მივიღეთ ნახევარი ჩაკვე. "ჰამბურგის" მწვრთნელი იყო კიდევ ასეთი ხისთავიანი, სულ მარჯვნივ აყენებდა ჩაკვეს და გვახსოვს, ის ისტორია როგორც დამთავრდა.
3. ზოგადად თამაშს რაც შეეხება, თამაშის მერე მიმოხილვაში გიორგი ჭიაბრიშვილმა თქვა და სრულად ვეთანხმები: კარგად გამოჩნდა, რომ მიწოლა და შეტევა გვეხერხება და როცა ამას ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეს დიდ პრობლემებს ვუქმნით, ამიტომ სრულიად გაუგებარია, საკუთარი ნებით რატომ ვთმობთ ინიციატივას თამაშის 80 პროცენტის გნმავლობაში.
4. ქოჩორაზე რა უნდა ვთქვა? . გუშინ ჩვენ ის სულ სხვა კუთხიდან დავინახეთ - არა მხოლოდ როგორც კარგი ჩამშლელი და მებრძოლი, არამედ ასვე, როგორც კარგი შემტევი და ტექნიკური ფეხბურთელი. ეს კი ისეთი კომბინაციაა, რაც ჰაერივით სჭირდებოდა ნაკრებს და რაც მას საშუალებას მისცემს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
5. რაც შეეხება პერსპექტივას, ამ თამაშმა აჩვენა, რომ ის ძალიან კარგი გვაქვს და წინ მივდივართ. უცხოელი გულშემტკივრებიც კი აღნიშნავენ, რომ თურქეთი-საქართველო ჯერ-ჯერობით ამ ევროზე ყველაზე კარგი თამაში იყო. ეს, ჩემი აზრით, საუკეთესო შედეგია, რაც შეიძლებოდა მოგების გარდა მიგვეღო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იქ შემთხვევითი გუნდი არ ვართ და შედეგის მიუხედავად, ამ ევროს მაყურებელს თავს დავამახსოვრებთ. ჯგუფიდან გასვლა, რა თქმა უნდა, კარგია და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ დებიუტანტისთვის ძალიან დიდი შედეგი იქნება, თუ ამ ევროს შემდეგ ნეიტრალურ გულშემატკივარს თავს დავამახსოვრებთ, როგორც სიმპათიური გუნდი და მთელ ევროპაში გულშმატკივრებს გავიჩენთ, როგორც თბილისის "დინამოს" ჰყავდა გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები მთელ საბჭოთა კავშირში. ახლა ევროპელთა გულების დაპყრობის დროა", - წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
სტატიის დებულებებიდან მხოლოდ ერთს დავაკომენტარებ.საქართველოს ნაკრებს შეუძლია და ეხერხება დაწოლა,მაგრამ საამისოდ არ ჰკმარა ფიზიკური მომზადება და ამიტომ პოზიციურ დაცვას მივმართავთ.მუდმივად აქტიურები რომ ვიყოთ შეტევაში,სულ ცოტა 6-7 ისეთი ფეხბურთელი უნდა გვყავდეს,რომლებსაც სულ ცოტა იმდენი სირბილი შეუძლიათ,რამდენსაც გიორგი ქოჩორაშვილი დარბის.სხვა შემთხვევაში,ის დაგვემართება,რაც საქართველოს ნაკრებს,პოლონეთის ნაკრებთან დაემართა,თემურ ქეცბაიას მწვრთნელობით უკანასკნელ მატჩში.მაშინ თემურსაც ტავი გადააჭამეს,რატომ შეტევით ფეხბურთს არ ათამაშებო,ნაკრებს და როცა გადაწყვიტა,ეს არისო,ჩემი ხელმძღვანელობით,ბოლო თამაში,ნაკრები შეტევაში გაუშვა.პირველ ტაიმში შევჭამეთ,პოლონეთი,.ჩვენ ნახევარზე ბურთი არ გადმოვატანინეთ,სულ ცოტა 9 ჯერ დავარტყით კარისაკენ,მაგრამ ვერც ერთი კარში.დაიწყო მეორე ტაიმი და რამდენიმე წუთში,ჩვენს ნაკრებს უკვე არაქათი აღარ ჰქონდა.ლევანდოვსკიმ ეთთრკიკი გაგვიკეთა,მეოთხეც მიაყოლეს და 0-4 წავაგეთ.თემურ ქეცბაიამ ი გვაჩვენა,რაც სხვა თამაშებშიც გველოდა,თუ წინ გავიქცეოდით,მაშინ ხომ მაქსიმუმ 60 წუთი შეგვეძლო გატოკება,მერე კი,კაცი ვეღარ დარბოდა.ორიოდე კვირის შემდეგ,პოლონეთთან უკვე პოლონეთში ვითამაშეთ,კახი ცხადაძის ელმძღვანელობით.ვითამაშეთ ლაღი,ტექნიკურ ფეხბურთი,მაგრამ მაინც 0-4 წავაგეთ.ერთი საათის შემდეგ,სირბილი აღარავის შეეძლო.წინ გაქცევით,ახლაც იგივე შეიძლება დაგვემართოს,თუ ძალები არ გამოვიზოგეთ.