მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი "ჯვაროსნების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა.

Opta-ს მიხედვით, "მამარდამ" ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეასრულა, ლატვიელმა მაშინ 12 სეივი შეასრულა.

ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს შეხვდება.

-31JUN/screenshot-2024-06-22-191715.png" border="0" alt="alt" title="მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე" style="height: 50px; width: 50px;" />საუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

altმამარდაშვილის მორიგი ბრწყინვალე მოგერიება და დამწუხრებული პატრიკ შიკი [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 24 /
როგორც ჩანს კომენტარებს ან ბავშვები აკეთებენ ან ახლობლები.თქვენ რა იცით რომელი ფეხბურთელი რა ფორმაშია და როგორ იქცევა?დისციპლინას ვგულისხმობ,მწვრთნელმა ჩვენზე უკეთესად იცის ვინ რა ფორმაშია.ეს დაცვა იყო საბერძნეთმა რომ ვერაფერი გააწყო,მეტოქესაც ხომ გააჩნია?ბიჭები თავს აკლავენ,ეს სანიოლის დამსახურებაა,ეს იყო მთავარი პრობლემა ყოველთვის ქართველებისთვის-დისციპლინა და თავდადება.წინ საქართველო!მიდით ბიჭებო!
ლექსო
24 ივნისი 2024 14:18
0
დიდი დიდი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს.მე სხვა რამ მაწუხებს.დაახლოებით 50ათასი ქართველი გულშემატკივარია დღეს ევროპაში.მოგეხსენებათ ევროპა არის გარყვნილების ბუდე(ჩემი თუ არ გჯერათ დეპუტატ მაჭარაშვილს კითხეთ)რა ვქნათ ეს ხალხი უნდა დავაბრუნოთ თუ ჩავტოვოთ იმ ჩამპალ კაპიტალიზმში(რუს დეპუტატ ინჯიას აზრით).
555
23 ივნისი 2024 12:30
10
ბუდუმ კი არ უნდა დაანებოს პოლიტიკას თავი.არამეთ
ყოფილი ფეხბურთელების ბანდამ უნდა დაანებოს თავი პოლიტიკას.საამაყო ფეხბურთელები სამარცხვინოები, რომ გახდნენ.
რეზო
23 ივნისი 2024 11:52
5
ნამდვილად მართალი ხარ რევაზ ბატონო.



555
23 ივნისი 2024 12:16
0
მამარდა - რაც ეს უმაგრესი კაცი გამოჩნდა დიდ არენაზე, ყველა სიტუაციაში ფიგურირებს როგორც ნამდვილი პროფესიონალი! Ბუნებრივია, ყოველთვის ერთნაირად ვერ ითამაშებს, მაგრამ სულ ვითარდება და წინ მიიწევს! გულწრფელად იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს ამ თავდადებული შრომისთვის - სხვანაირად ასეთ შედეგს ვერ აჩვენებდა. დიდი მადლობა ამ დიდებული თამაშისთვის და იმისთვის, რომ 11-ჯერ წამოგვახტუნე ფეხზე და გვაყვირე! წარმატება ჩვენ ბიჭებს და იღბალი!
მასტერს
23 ივნისი 2024 08:10
0
ბუდუ მაგარი ფეხბურთელია ამაზე საუბარი ზედმეტია მაგრამ დაანებოს პოლიტიკას და ერთი ადგილის თამაშს თავი და იფიქროს მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე
ალიკა
23 ივნისი 2024 07:46
11
გინდა აქედან და გინდა იქიდან, გაეშვით ბუდუს და მის პილიტიკურ შეხედულებას... იქიდან ამბობენ რომ სწორს ლაპარაკობს და ამის გამო ისჯებაო და უსამართლობააო, აქედან ამბობენ არაა მისი საქმე რასაც ამბობს და აბა რა ეგონაო და გაანებოს თავი და ითამაშებსო და ამ დროს რეალურად ბოლო 12 თამაშში 12 გოლი აქვს ჟორჟს და ათამაშებს იმას, რაც სავსებით ბუნებრივია, უბრალოდ ცოტა ადრე უნდა შემოიყვანოს ხოლმე და ყველა დაწყნარდება... ბოლო წუთებზე ქვილითაიას შემოყვანა კიდე სწორია, მაღალია და პირველ ბურთზე უნდა ეთამაშა და ჩაწოდებებზე... არაფერი პოლიტიკური აქ არ ხდება და ყველა დამშვიდდით და დაწყნარდით, ნუ მავნებლობთ...
პ.ს. ძაანაც სწორს ლაპარაკობს ბუდუ და ძაანაც ზუსტად ეხება მასაც, მავნებლობაზე და ბოროტებაზე თვალის არ დახუჭვა ყველას საქმეა განურჩევლად პროფესიისა და თუ სადმე გასკდა რომ რაიმე წამით ვინმე ამის გამო ჩაგრავს ოდნავ მაინც, იმის სუყველაფერი იმასვქენი მე...
რა მაფიაა?
23 ივნისი 2024 09:33
0
სასტავმა კალკულატორი დაწვეს,იმდენი ითვალეს სხვადასხვა ვარიანტები და თან 0 ქულა გვქონდა მაშინ. გეუბნებოდით მე თქვენ,ეგ იმედგაცრუება თქვენივე არაადეკვატურობის ბრალია,ამიტომაც აქვს ერს წაგებულის მენტალიტეტი და მონური აზროვნება. იმიტომ ხართ ეხლა და ილანძღებით,ამიტომაც ხართ საცოდავები. ხო უსმენდით "ექსპერტებს" ტატო ბაციკაძეებს და სხვა "გენიოსებს",იციან რამე? აი,ეს ხალხი გყავთ იდეოლოგად არჩეული და არც გცხვენიათ,ჯერ თვითონ რა იციან და მერე თქვენ რა უნდა გასწავლონ. თან ყველაფერთან ერთად,ნჯეოშნიკების შნირები არიან,რასაც ეტყვიან იმას უსრულებენ და პაწა ფულსაც შოულობენ. ეს ისე ცნობისათვის.

მამარდა კი არის ძალიან მაგარი მეკარე,არც არაფერი გამკვირვებია მის თამაშში,ვალენსიაც ეგრე ათრია მთელი წელი. ის რო არა,წავაგებდით ბევრით ცოტას და მალადეც მას. მთლიანად გუნდმა თავი დადო და თავს გადაახტნენ,ეს დასაფასებელია და მადლობა მათ.
იასონას უდარი
23 ივნისი 2024 05:39
1
ბუდუს ჯობია ქვილითაიააააააააააააააააააააააააა?????????????????? ვილი ვინ გიყენებს სასტსვს ჩამოთვალე ხორცმეტების გვარებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
საბურთალო
23 ივნისი 2024 00:11
9
საინტერესოა რას აკეთებს ნაკრებში დვალიშვილი. თანაშემწეა სანიოლის თუ რა ფუნქცია აქვს მას ან კომპეტენცია თუ აქვს რამე ნაკრების მწვრთნელს გვერდში რომ უზის?
G.LA
23 ივნისი 2024 01:18
5
მამარდა რომ არა, ნამდვილად წავაგებდით.
აუხსნელია სანიოლის მოქმედებები. აშკარად ჩანს, რომ შემადგენლობის დაყენებაში სხვებიც ერევიან. ამის მაგალითია წიტაიშვილის დაყენება ძირითადში. აზაროვის წაუყვანელობა. და რაც ყველაზე უსამართლოა, ბუდუს იგნორირება.
მამუკა
22 ივნისი 2024 22:54
12
P.S. Მადლობა კვარა რო U21 არ ითამაშე.
Და რჩევა მიიღე თუ გინდა:სასწრაფოდ მოიშორე ის პრედლაჟენია კაცი და მამის მაგივრად მრჩევლად ვინმე სერიოზული და ფეხბურთში გარკვეული კაცი ნახე ვინმე.
jordan beli
22 ივნისი 2024 20:56
11
მამარდაშვილი რომ არა მინიმუმ 5-1 წავაგებდით!
დოიჩ
22 ივნისი 2024 20:37
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული